Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Сентябрь
2020

Новости за 20.09.2020

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ი: სავარაუდოდ, რუსეთის თვითმფრინავებმა სირიაში იდლიბის მიდამოები დაბომბეს

სააგენტრო Reuters-ი სირიის ოპოზიციის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ, რუსეთის თვითმფრინავებმა 20 სექტემბერს საჰაერო დარტყმა მიაყენეს სირიის ჩრდილო-დასვლეთის რაიონს, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა ხელში იმყოფება. საქმე ეხება მარტის შემდეგ, როცა თურქეთმა და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს და იდლიბში სამხედრო მოქმედება შეწყდა, ყველაზე ფართო მასშტაბიან საჰაერო იერიშს. Reuters-ს მოჰყავს თვითმხილველების ნათქვამი, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს იდლიბის დასავლეთით მდებარე არეალი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ. ახალი წესები კი ხვალიდან, 21 სექტემბრიდან ორივე ქვეყანაში მოქმედებს. ლიეტუვის შემთხვევაში თვითიზიოლაციის პერიოდი 14 დღე იქნება, ლატვიის შემთხვევაში კი 10. ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან საზღვარზე წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარეული ტესტის უარყოფითი პასუხი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" კვლევა: "ქართული ოცნება" - 25%, "ძალა ერთობაშია" - 15,5%

"მთავარმა არხმა" თავისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ლიდერობს, თუმცა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. კვლევა 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. კითხვაზე, "რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს", პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 25 % "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 % "ევროპული საქართველო" - 5 % "სტრატეგია აღმაშენებელი"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: აჭარა ისევ წითელი ზონაა - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 სექტემბერს

ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაშია, თბილისში - 30 20 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. გუშინ 24 საათის განმავლობაში რეგიონში PCR-ტესტირება ჩაუტარდა 4 000-მდე მოქალაქეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 519 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 377 ინფიცირებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი 330 მილიონი დოლარის ოდენობის ვალს გადაუხდის გაზპრომს რუსეთისგან აღებული ახალი კრედიტიდან

ბელარუსი დაახლოებით 330 მილიონ დოლარს გადაუხდის ვალის სახით რუსეთის გაზპრომს რუსეთისგან მიღებული მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის კრედიტიდან, ამცნო სააგენტო ტასს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა. რუსეთი ბელარუსს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის პირველ ნაწილს, მილიარდ დოლარს, წლის ბოლოსთვის გადაურიცხავს, ხოლო დანარჩენს - 2021 წელს. სილუანოვმა ამ კვირაში განაცხადა, რომ კრედიტი ბელარუსს დაეხმარება გადაიხადოს ვალები და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოს.    კრედიტის თაობაზე შეთანხმება შედგა 14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებში

ოპოზიციის ათასობით მომხრე გავიდა ბელარუსის ქალაქების ქუჩებში 20 სექტემბერს. დემონსტრაცია გაიმართა მინსკის ცენტრში.   ხელისუფლებამ დაჯავშნილი სამხედრო სატვირთო მანქანები გამოიყვანა ქუჩებში.  საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს ხელში ეჭირათ თეთრ-წითელი დროშები და გაიძახოდნენ ცნობილი ლოზუნგს: „წადი!“, რომელიც მიმართულია ლუკაშენკასკენ.  დღის ბოლოსკენ პოლიციამ ბელარუსში  დააკავა 30-ზე მეტი დემონსტრანტი, იტყობინება უფლებადამცავი  ორგანიზაცია  „ვიასნა“. დემონსტრანტები აპირებდნენ ბელარუსის უზენაეს სასამართლოსთან მისვლას პლაკატებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. დამოუკიდებლობის დღე - აბსურდის თეატრი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე

20 სექტემბერს, ცხინვალში ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ბათუმში არმაზ ახვლედიანია

„ევროპული საქართველოს“ სახელით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის არმაზ ახვლედიანი იბრძოლებს. „ევროპული საქართველო არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და ყველაზე უკეთ უწყის, რას ნიშნავს საქართველოში დემოკრატიული, ნორმალური, სამართლებრივი, სამართლიანი, ჰუმანური მმართველობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა 20 სექტემბერს, მისი კანდიდატურის წარდგენის ღონისძიებაზე. 50 წლის არმაზ ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 1995-2004 წლებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰაკერების გზით 1000-ზე მეტი ბელარუსი პოლიციელის მონაცემებმა გამოჟონა

ბელარუსში ტელეგრამის არხმა, NEXTA-მ, გამოაქვეყნა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1003 თანამშრომლის მონაცემები მას მერე, რაც მინსკში 19 სექტემბერს მასობრივად დააკავეს მსვლელობის მონაწილე ქალები. არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ერთი კვირის წინ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ დამსჯელები არ შეწყვეტდნენ რეპრესიებს, ეს მოხდებოდა. „დანაპირებს ვასრულებთ. თქვენ წინაშეა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ათასი თანამშრომელი მონაცემთა ბაზიდან, რომელიც მოვიპოვეთ კიბერპარტიზანების დახმარებით. დაკავებების გაგრძელების შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია იმართება

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული შმაგი მუთოშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. 35 წლის კაცის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მის გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ის უდანაშაულოა. პარალელურად, თელავის რაიონული სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. შმაგი მუთოშვილი 18 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე, სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების ოჯახის სახლის მისამართით სწორედ მუთოშვილმა გაისროლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ადამიანი გავიდა ბელარუსის ქუჩებში ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების მოსაწყობად

ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა მინსკის ცენტრში 20 სექტემბერს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ქალთა მსვლელობა გაიმართა პრეზიდენტ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით, როცა ასეულობით ქალი დააკავეს. ხელისუფლებამ დაჯავშნილი სამხედრო სატვირთო მანქანები გამოიყვანა ქუჩებში და მავთულხლართების გავლებას აპირებდა მინსკის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობის წინ. ოპოზიციური ახალი ამბების საიტებმა გაავრცელეს ვიდეო- და ფოტომასალა, სადაც ჩანს სატვირთო მანქანების კოლონა, დატვირთული მავთულხლართების გრაგნილებით. მინსკის ცენტრში პოლიციამ დააკავა ათი პირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპს სურს, სწრაფად განიხილონ სენატში უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს „ძალიან ნიჭიერ ქალს“. საერთაშორისო პრესა წერდა ემი კონი ბარეტის შესახებ, რომელიც ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კონსერვატორთა შორის. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 18 სექტემბერს. ის სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი იყო. თუ სასამართლოს ახალ წევრად კონსერვატორი გავიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. ოფიციალური ინფორმაციით, 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ერთი კი რუსთავს. კონკრეტულად: აჭარაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - 6 შემთხვევა; შსს-მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეული - 1 შემთხვევა; ბათუმში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველო - 1 შემთხვევა; შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძე: მე და ჩემს შვილს გვითვალთვალებენ ხელისუფლების დავალებით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ პოლიციელები, ხელისუფლების დავალებით. დეკანოიძე - რომელიც ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია - აცხადებს, რომ 17 სექტემბერს, მისი 21 წლის შვილს კოსტავასა და ყაზბეგის გამზირებზე სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან. "მისმა მეგობრებმა და ჩემმა შვილმა, ოჯახის წევრებმა მოასწრეს ამ მანქანის დაფიქსირება. რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად, ჩვენ ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლონდონში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკება მოხდა 19 სექტემბერს ლონდონში პოლიციასა და კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილია დემონსტრაცია, რომელსაც აწყობენ შეზღუდვებით უკმაყოფილო ჯგუფები. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. ლონდონში საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა ქალაქის მერის, სადიღ ხანის, გაფრთხილებას, რომ კომენდანტის საათს გამოაცხადებს, აიძულებს ბარებს ადრე შეწყვიტონ მუშაობა და აკრძალავს სტუმრობას, რათა შეჩერდეს კოვიდის ახალ შემთხვევათა სწრაფი ზრდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში 20 სექტემბერს გამოსვლები გრძელდება წინა დღით ასეულობით დემონსტრანტი ქალის დაკავების შემდეგ

20 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. წინა დღით ქალთა მსვლელობის დროს, რომელიც ბელარუსის ტრადიციული, თეთრ-წითელი დროშის დღეს მიეძღვნა, და რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვდნენ, პოლიციამ ასეულობით დემონსტრანტი ქალი დააკავა. 20 სექტემბერს გამოსვლები დაგეგმილი იყო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ადგილობრივი დროით 13 საათისთვის. 9 აგვისტოს შემდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ბელარუსში, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ ლუკაშენკას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა მოკავშირეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ირანისთვის გაეროს სანქციების აღდგენის შესახებ გამოაცხადა

აშშ-მა ცალმხრივად გამოაცხადა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის უახლოესი ევროპელი მოკავშირეები ამის წინააღმდეგი არიან და გაურკვევლობაა სანქციების ზეგავლენის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა გაეროს სანქციების ეგრეთ წოდებული snapback-ის შესახებ, რაც სანქციების აღდგენას გულისხმობს. პომპეო ყველა დამრღვევს აშშ-ის ქმედებით დაემუქრა. „თუ გაეროს წევრი ქვეყანა არ დაიცავს თავის მოვალეობას, გაატაროს ეს სანქციები, აშშ მზად არის გამოიყენოს თავისი საშინაო ძალაუფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

გორში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა, რომელიც ტირძნისში, 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. ​კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კლინიკაში გადაიყვანენ. „ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია. ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში 170 პირია გადაყვანილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაშია, თბილისში - 30

20 სექტემბრის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. დღეს კიდევ ორის გამოჯანმრთელებას ელიან. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში PCR-ტესტირება ჩაუტარდა 4 000-მდე მოქალაქეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 519 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 377 ინფიცირებული. "ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე რიცხვებია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

20 სექტემბერი: დადასტურდა ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა

20 სექტემბრის დილით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 196 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია სამთავრობო ვებსაიტზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.  უკანასნკნელი 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.  საერთო ჯამში:  ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ - 3502  ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ - 1494  ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ - 19  ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ - 5014  ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ - 836  *ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲓ ᲒᲐᲓᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ - 41


Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

СДЭК начал выдачу отправлений в московском регионе

ОНК: Террористы из «Крокуса» не смогут выплатить компенсации



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Балберов о мигрантах и законопроекте, касающемся выделения бесплатных участков многодетным: Родиной торговать нельзя

Минфин начал издалека тестировать повышение налога на недвижимость

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

ONYX отправляется в Большой тур по России

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Новости России

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

В Москве задержали израильского футболиста, разыскиваемого Интерполом

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *