Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 22.09.2020

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის შესახებ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურამ.  პროკურატურა აცხადებს, რომ არ ჩარეულა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში და მობილურ ტელეფონში არსებული მასალების შესწავლისას არ დაუთვალიერებიათ სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ეს არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მობილური ტელეფონის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა საფრთხეს ქმნის ანტიკორუფციულ ორგანოებზე უკრაინის ხელისუფლების ზეწოლა   

გასულ კვირაში ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის საკანონმდებლო ორგანო „ვერხოვნა რადის“ მიერ იმ საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობის დანიშვნამ, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა აირჩიოს უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (საპი) ახალი ხელმძღვანელი. ეს თანამდებობა ვაკანტურია მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან, როდესაც ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ. როგორც ევროპელი, ისე უკრაინელი ექსპერტები ფიქრობენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: სამი გარდაცვლილი ერთ დღეში - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 სექტემბერს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდი და სამი გარდაცვლილი ერთ დღეში გუშინ საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 3913-მდე გაიზარდა. პირველ ადგილზე შემთხვევების რაოდენობით ისევ აჭარაა. გუშინ, ერთ დღეში სამი პაციენტი გარდაიცვალა, რაც ამ დრომდე დღიური რეკორდია. გარდაცვლილთაგან ერთი 77 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა, მეორე - 67 წლის კაცი ბათუმიდან და მესამე კი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი იყო. სამივე პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

I_Residency: ორი ამბავი

I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებულია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეზიდენციო პროგრამის ფარგელბში შეიქმნა 11 პროექტი. სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/2RyQg0K

Radiotavisupleba.ge 

ორი ამბავი - მაკა კუკულავა; ლუიზა ჩალათაშვილი

I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებულია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეზიდენციო პროგრამის ფარგელბში შეიქმნა 11 პროექტი. სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/2RyQg0K

Radiotavisupleba.ge 

პუტინი გამოვიდა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალისხმევათა საერთაშორისო ინტეგრაციის მოწოდებით

დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება, აჩვენეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლაც. პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები და შეკრებას შეახსენა, რომ „1945 წელს განადგურებულ იქნა ნაციზმი, დამარცხდა აგრესიისა და ზიზღის იდეოლოგია, ხოლო თანამშრომლობის გამოცდილებამ და სულმა, იმ უზარმაზარი საფასურის გაცნობიერებამ, რაც გაღებულ იქნა მშვიდობისა და საერთო გამარჯვებისთვის, შესაძლებელი გახადა ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის აშენება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სამიტი ერთი კვირით გადაიდო, ვინაიდან მისი საბჭოს პრეზიდენტი კარანტინში ექცევა

ევროკავშირის სამიტი, რომელიც კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო ბრიუსელში, ერთი კვირით გადაიდო, რათა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, კარანტინში შეძლოს დარჩენა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამიტომ ბლოკის ლიდერები 1-2 ოქტომბერს შეიკრიბებიან, განცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მიშელმა „დღეს აღმოაჩინა, რომ დაცვის წევრმა, რომელთანაც მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გასულ კვირაში, COVID-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო,“ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბარენდ ლეიტსმა 22 სექტემბერს.

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 59 ადამიანს დაუდასტურდა COVID - 19. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ტესტირება 198 პირს ჩაუტარეს.   ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფება 100 ადამიანი, მათ შორის 98-ს დადასტურებული აქვს COVID - 19, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 31-ის - საშუალო სიმძიმის, ექვსი პაციენტი კი გამოწერეს.  ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

Radiotavisupleba.ge 

COVID-19 და ერთი ტესტი - საერთაშორისო მეთვალყურეები (არ) ჩამოდიან?

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯერჯერობით რეგისტრირებულია მხოლოდ 6 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, წელს პირველად ინერგება დისტანციური მეთვალყურეობის მექანიზმი. თუმცა დამკვირვებლების უმეტესობა საქართველოში ფიზიკურად ჩამოვა. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა საგანგებოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შემუშავებული რეგულაციების ზოგიერთი დეტალი, თუმცა წერილობითი დოკუმენტის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა. რა არის სავალდებულო საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაქურდულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაცვის პოლიციის გულგრილობაზე საუბრობენ

ქუთაისში გაქურდული მიკროსაფინანსო ორგანიაცია "ინტელექსპრესი“ გავრცელებულ განცხადებაში აზუსტებს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ფულის საცავიდან მოიპარეს 300 000 ლარამდე თანხა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა 1,5 მილიონი ლარის ქურდობის შესახებ. ამასთან, კომპანიაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა არასათანადო მოქმედებებზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ "მძიმე დანაშაული მოხდა მათი გულგრილი დამოკიდებულებით". ორგანიზაციის თანახმად, დაწესებულებას აქვს საბანკო მოთხოვნების დაცვით, სიგნალიზაციით აღჭურვილი ფულის საცავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის მაუწყებლის ოპერატორს დაუდასტურდა COVID - 19

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობა დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა. მისი თქმით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას, ის პირები რომლებთაც ახლო კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულთან გადავლენ თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ. ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსი 218 პირს დაუდგინდა, მათგან 137 აჭარიდანაა. სულ საქართველოში ვირუსი 3 913 პირს დაუდგინდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი უზენაესი სასამართლოს კანდიდატს 26 სექტემბერს დაასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 26 სექტემბერს დაასახელებს საკუთარ კანდიდატს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინზბურგის ადგილის დასაკავებლად. გინზბურგი, რომელიც უზენაეს სასამართლოში ლიბერალების ლიდერად ითვლებოდა, 18 სექტემბერს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. ახლა რესპუბლიკელებს შანსი ეძლევათ, უზენაეს სასამართლოში 6-3-მდე გაზარდონ უმრავლესობა კონსერვატიული უმრავლესობის სასარგებლოდ. ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ 26 სექტემბერს თეთრ სახლში გამოაცხადებს თავის კანდიდატს, თუმცა ზუსტ დროზე არ ულაპარაკია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა გაეროს მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელებისთვის პასუხი მოსთხოვოს ჩინეთს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს იმის გამო, რომ მან ვერ შეაჩერა კორონავირუსის გავრცელება, რამაც 200 ათასამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია ამერიკაში და მილიონამდე ადამიანისა - მთელ მსოფლიოში. ტრამპი ჩინეთს ბრალს სდებს, რომ მან დროულად არ გაუზიარა მსოფლიოს ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა ჩანაწერში, რომელშიც მან მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ონლაინშეკრებას. გარდა ამისა, ტრამპმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა. ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების პასუხისმგებელი ჯგუფები. ამ ჯგუფებს არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპს: „გლდანის ციხეში" პატიმრებმა ჩაისა და სიგარეტის მოთხოვნით თვითდაზიანებები მიიყენეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყალბია ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სამსახური აღნიშნავს, რომ სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ, გ.შ.-მ და შ.ჭ.-მ მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე. სამსახურის მტკიცებით, პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირსაც პირველივე წრიდან გამოეთიშა

ერთი წლის წინ ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილის გაჩემპიონებით დასრულდა, წლეულს კი ქართველი ჩოგბურთელი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა. მსოფლიოს რეიტინგში 33-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი დღეს მე-11 ჩოგანს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6 3:6. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვით შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ ბოლო სამ თვეში მეშვიდე თამაში ჩაატარა და მეშვიდედ წააგო. 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ცინცინატის „მასტერსის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეს და ხვალ თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდება

თბილისის იუსტიციის სახლთან 2 დღით, დღეს და ხვალ, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯამში, 1 000 სინჯი აიღება და ამით დაადგენენ, როგორ ცირკულირებს ვირუსი საზოგადოებაში. მანვე აღნიშნა, რომ მოქალაქეები პასუხს ერთი დღის შემდეგ გაიგებენ. ტესტის აღება დილის 10 საათიდან 18 საათამდეა შესაძლებელი. მსგავსი კარვები ფუნქციონირებს ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში. საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში გაასამართლეს დონბასში ბრძოლებში მონაწილეობისთვის ბრალდებული ბელარუსის მოქალაქე

ჩეხეთის სასამართლომ 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების რიგებში. ამ განაჩენის მიხედვით, ალექსეი ფადეევი, რომელსაც ჩეხეთში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს, დეპორტირებულ იქნება და მას 4 წლით აეკრძალება ჩეხეთის ტერიტორიაზე დაბრუნება. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. საქმე განიხილებოდა პრაღის საქალაქო სასმართლოში. ბრალდების მხარე ფადეევისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა „ტერაქტის“ მუხლით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლარი კიდევ გაუფასურდა: 1 აშშ დოლარი 3.25 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ლარი სხვადასხვა სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა. 23 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 აშშ დოლარი - 3.2537 ლარი (22 სექტემბერი - 3.2295); 1 ევრო - 3.8267 ლარი (22 სექტემბერი - 3.8050); 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1787 ​ლარი (22 სექტემბერი - 4.1502​); 100 რუსული რუბლი - 4.2850 ლარი (22 სექტემბერი - 4.2349); 1 თურქული ლირა - 0.4256 ლარი (22 სექტემბერი - 0.4247); 10 უკრაინული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ენგური გადმოცურა ზუგდიდში მოსახვედრად

ზუგდიდში, აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მდინარე ენგური გადმოცურა. რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა უთხრა, რომ მამაკაცმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან დღეს მეუღლესთან ერთად გადმოლახა მდინარე ენგური. საოკუპაციო ხაზთან მათ შვილი ელოდებოდათ, რომლის ავტომობილშიც გარდაიცვალა მამაკაცი. როგორც რადიო თავისუფლებას ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერომ ონლაინღონისძიებით აღნიშნა თავისი 75-ე წლისთავი

გაერომ ფართო მასშტაბის ონლაინღონისძიებით აღნიშნა თავისი 75-ე წლისთავი, რომლის ფონია კორონავირუსის პანდემია და აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობა, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის სირთულეებს გლობალური გამოწვევების დასაძლევად. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, ნაჩვენები იქნა მსოფლიო ლიდერების ვიდეოგამოსვლები. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან ლაპარაკობდა, გამოვიდა მულტილატერალიზმის განახლების მოწოდებით. მან აღნიშნა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი 2,5-ჯერ მეტ ხელფასს აიღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, არხის ახალი გენერალური დირექტორი, რომელსაც რამდენიმე დღეში აირჩევენ, 2,5-ჯერ მეტ ხელფასს აიღებს. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, ახალი დირექტორის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. აქამდე დირექტორი "ხელზე" 4 ათას ლარს იღებდა, მომავალში კი 10 ათას ლარს აიღებს.

Radiotavisupleba.ge 

თამარ გაბუნიას თქმით, წელს ქვეყანას სეზონური გრიპის 200 000-მდე ვაქცინა ექნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს ამ დროისათვის უკვე შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა. ეს, მისი თქმით, უკვე იმაზე მეტია, რაც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა. მისივე თქმით, ამას ემატება ე.წ. კომერციული ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად 50-60 000 დოზის ფარგლებში შემოდის ქვეყანაში. თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ წელს მთლიანობაში 200 000-მდე ვაქცინა იქნება მობილიზებული: „წელს, გვექნება დაახლოებით 200 000-მდე და კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ვაქცინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში მოკრისაფინანსო ორგანიზაციის სეიფი და 1,5 მლნ ლარამდე თანხა მოიპარეს

წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის შედეგად წაღებულია მილიონ-ნახევარ ლარამდე თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის“ იურისტის ლევან დემურიას თქმით, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ქურდებმა სარდაფიდან შეაღწიეს. მისი სიტყვებით, უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და ისე შეაღწიეს შენობაში. „შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს", - განაცხადა დემურიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა - გამყრელიძე

საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 23 გახდა. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააჟღერა. მან გარდაცვლილთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირია. როგორც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე ამბობს, 60 წლის პაციენტს გულის შულტირება ჰქონდა გაკეთებული და გულ-სისლხძარღვთა დაავადებები აწუხებდა, რომელმაც მათ კლინიკაში იჩინა თავი. Читать дальше...


XXV Международный телевизионный конкурс «Щелкунчик» объявляет прием заявок

Психолог Макаренко объяснила, как эффективно бороться со стрессом

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

XXV Международный телевизионный конкурс «Щелкунчик» объявляет прием заявок

VK запускает стажировку для школьников ко Дню защиты детей

В Одинцовском округе планируют отремонтировать 9 участков автодорог в этом году

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Новости России

В Москве выбрали лучших педагогов в рамках городского конкурса — Собянин

Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей

Гастроэнтеролог Боярко рассказал, почему не стоит часто есть стрит-фуд

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

СЛД «Белогорск» филиала «Забайкальский» компании «ЛокоТех-Сервис» получило право ремонтировать тепловозы серии М-62 в объеме ТР-2

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *