Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 02.09.2020

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონის თანახმად, ტაჯიკეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც შეიძლება ჩინეთი სამხედრო ბაზების შექმნას ესწრაფვის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ტაჯიკეთი იმ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც ახალი სამხედრო ბაზების დაფუძნებას შეიძლება გეგმავდეს ჩინეთი, რომელიც აფართოებს მსოფლოში უდიდეს მუდმივ სახმელეთო ძალებს. პენტაგონის ყოველწლიურ არასაიდუმლო 200 გვერდიან ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 1 სექტემბერს, ასევე ნათქვამია, რომ მომავალ ათ წელიწალში პეკინი აპირებს გააორმაგოს ბირთვული ქობინების მარაგი. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სახალხო განთავისუფლების არმიის სამხედრო ობიექტების შესაძლო განთავსების ადგილებად განიხილავს მიანმარს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორელი, სტოლტენბერგი, დასავლეთის ქვენები, გადაჭრით გმობენ ალექსეი ნავალნის მოწამვლას

ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის კავშირი გადაჭრით გმობს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში მთლიანად დაგმო რუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი ნავალნის მოწამვლას უწოდებს „საზიზღარს და მხდალ“ ქმედებას. 2 სექტემბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში წერია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აქვეყნებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმების საქმეებზე გამოძიების შედეგებს

„თბილისი პრაიდის“ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა. 1. შსს-ს ცნობით, 2020 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აპრილის შემდეგ COVID-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 სექტემბერს

38 ახალი შემთხვევა: გახდება თუ არა ეს ზომების გამკაცრების მიზეზი? საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი, 38 ინფიცირებულიდან 12-ის წყარო უცნობია. დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო-მაღაზია "დონას" კლასტერს განეკუთვნება. ბათუმის ბულვარში დადგმულ ტესტირების კარვებში ახლა იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებიც ბოლო დროს საკონდიტორში იმყოფებოდნენ. ვირუსი აღმოაჩნდა ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის სტუმარ ექიმს. სასტუმროში 400-მდე ექიმი კონფერენციაზე იმყოფებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთს და ბელარუსის ოპოზიციას

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების 25-ე დღეს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ლუკაშენკას რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტები და საშუალება მისცეს მოქალაქეებს აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. დასავლეთის კრიტიკას 2 სექტემბერს მოსკოვიდან უპასუხა ბელარუსის მოქმედი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის სიტყვებითაც აშკარა გახდა, რომ მინსკმა თავისი არჩევანი საბოლოოდ გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ. მოსკოვში რუსი კოლეგის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის საავადმყოფო „შარიტე“: ნავალნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გერმანიის დედაქალაქის საავადმყოფომ, „შარეიტემ,“ გამოაქვეყნა ახალი განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მდგომარების შესახებ. განცხადებით, მოწამვლის შემდგომ საავადმყოფოში მყოფი ნავალნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ ქოლინესტერაზის ინჰიბირების სიმპტომები, რაც დადასტურებულმა მოწამვლამ გამოიწვია, მცირდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ მკურნალობამ შეიძლება უფრო დიდხანს გასტანოს, ვიდრე ამას ადრე მოელოდნენ და რომ არ არის გამორიცხული მძიმე მოწამვლის ხანგძლივი შედეგები. "შარიტეს" განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა მეთოდებს მიმართავს რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებში გასამარჯვებლად

ადგილობრივ არჩევნებში რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ულიანოვსკი იმის ქრესტომათიული მაგალითია, თუ როგორ იყენებს პრეზიდენტ პუტინის პარტია „ადმინისტრაციულ რესურსს“. „სკუმბრია ქათამზე უფრო სასარგებლოა!“ - სარეკლამო დაფები ამ აბსურდული ლოზუნგით გაჩნდა რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში. 13 სექტემბერს ამომრჩევლები ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - აირჩევენ ქალაქის ახალ საბჭოს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბეწვზე ჰკიდია მმართველი „ედინაია როსია“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ენმ-მ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა მურთაზ ზოდელავა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა დაასახელა. ის იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2009 წელს ზოდელავამ დაიკავა მთავარი პროკურორის თანამდებობა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის გიგა ბოკერია, „ქართული ოცნებიდან“ - ფოთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, „ლელო"-დან - გიორგი ბარამია და „გირჩი"-დან - ბორის ყურუა.

Radiotavisupleba.ge 

ენზელ მკოიანი კენჭს იყრის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად

„ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მან ახალქალაქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის რეგისტრაციისთვის, დღეს, 2 სექტემბერს მიმართა და შესაბამისი დოკუმენტებიც წარადგინა. „დღეს დოკუმენტების დიდი ნაწილი წარვადგინე, ხვალ კიდევ რამდენიმე დამრჩა წარსადგენად და დავასრულებ. ვიცი რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი არავინ არის. კანდიდატობა ხალხის თხოვნით და ჩემი სურვილით გადავწყვიტე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ორ საკვებ ობიექტში დადასტურდა COVID - 19-ით ინფიცირების შემთხვევა

ამირან გამყრელიძემ მიმოიხილა საქართველოში დღეს, ორ სექტემბერს, დადასტურებული COVID – 19-ით ინფიცირების შემთხვევები. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თქვა, თბილისში ორ საკვებ ობიექტზე დადასტურდა COVID - 19-ით ინფიცირების შემთხვევა. „ამ ეტაპზე არ ვასახელებ მათ [ობიექტების] სახელებს, მაგრამ ყველგან უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. ცვლები იზოლირებულია და გადაყვანილია კარანტინში. მოხდა სრული დეზინფექცია ამ დაწესებულებების. გარკვეული პერიოდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ყველა კომპანია, რომელიც სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა სწირავს „ქართულ ოცნებას“. მთავარია, პარტია იყოს ხელისუფლებაში"

1 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიუროს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

Radiotavisupleba.ge 

ამომრჩევლების დაშინება, იძულება - ოპოზიცია უფრო მეტ ცვლილებას ითხოვს

ამომრჩევლების იძულება-დაშინებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ 26 აგვისტოს გაახმაურა, ხოლო უკვე 2 სექტემბერს - პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. 78 მხარდამჭერ დეპუტატს შორის არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა ოპონენტები ცდილობენ, რომ ახლახან შეცვლილი კანონმდებლობის ისევ შეცვლის შესაძლებლობით ისარგებლონ და საკუთარი ინიციატივები გაიტანონ. რა ჩაიწერება კანონებში და რით ასაბუთებს „ქართული ოცნება“ სასჯელის დაჩქარებულად გამკაცრების აუცილებლობას? რის არ სჯერა და რა აეჭვებს ოპოზიციას ? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკა გიგაური დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეაზე

1 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიუროს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტის მომზადებაში ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ეკა გიგაური ინიციატივის არსზე "დილის საუბრებში":

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 12-მდე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს. როგორც მან განმარტა, ამის მაჩვენებელია ინფიცირების ახალი, 38 შემთხვევა. გარდა ამისა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დაახლოებით, 12-მდე შემთხვევაა, სადაც უცნობია ინფიცირების პირველწყარო.   ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აუცილებლად დაიცვან ჯანდაცვის სექტორის ყველა  რეკომენდაცია. „ჩვენ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პომპეო: აშშ მოითხოვს ბელარუსში ძალადობის დასრულებას, მოკავშირეებთან სანქციების თემას განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბელორუსის მთავრობის მიერ ოპოზიციის მომხრეთა გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პომპეომ 2 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ აშშ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილავს სერიოზული სანქციების დაწესების თემას მათ მიმართ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოიკოტი დე ფაქტო პარლამენტში: ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო

„მივიჩნევთ, რომ ურუზმაგ ჯაგაევის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა ხელს უშლის სრულყოფილი და მრავალმხრივი გამოძიების ჩატარებას ინალ ჯაბიევის სიკვდილის მიზეზების დასადგენად“, - ეს არის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა განცხადების მცირე ნაწილი. ისინი დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გადადგომამდე საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ. განცხადებას ხელს აწერს დე ფაქტო პარლამენტის 17 დეპუტატი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა. მათი აზრით, ცხინვალში გამართული მიტინგების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სწორედ ჯაგაევის გადაადგომაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჯართის შემგროვებელი“ შაქარაშვილის საქმიდან: ყველაფერს ვაღიარებ, ვაცნობიერებ დანაშაულს

„სავსებით ვეთანხმები ბრალდებას, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ბრალდების მხარეს ერთი წამით არ ვეწინააღმდეგები არაფერში, კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ, თავს არ ვიმართლებ, არაფერი სამტკიცებელი არ მაქვს, ბრალდების მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიმაჩნია სადავოდ. წავიკითხე მოწმეების ჩვენებები, ყველაფერს ვეთანხმები, აღარ შეაწუხოთ მოწმეები ხელახლა დაკითხვით. გაცნობიერებული მაქვს ჩემი დანაშაული“, - 39 წლის ლევან ყარყარაშვილი, ე.წ. ჯართის შემგროვებელი, პირი, რომელსაც იმ ტერიტორიის გადაწვა ედება ბრალად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აცხადებს, რომ ნავალნის სისხლში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერება ნახეს

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება. შტეფენ ზაიბერტმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიის საგანგებო სამხედრო ლაბორატორიის დასკვნით, ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება. საგანგებო ბრიფინგზე, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა დააადასტურეს, რომ ნავალნის სისხლში მომწამვლელი ნივითიერება აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასტუმრო „ოაზისში“ მყოფი კოვიდინფიცირებული ექიმია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილდება. „400-მდე ექიმი ესწრებოდა ამ კონფერენციას, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკის წარმომადგენელია, თუმცა ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში ინფექციის გავრცელებას. წყარო დადგენილია, ჩვენ სასტუმრო „ოაზისში“ დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რიჟვაძე ბათუმში #7 ლურჯი ავტობუსის მგზავრებს ტესტირებისკენ მოუწოდებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებისკენ მოუწოდა. როგორც რიჟვაძე აზუსტებს, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ბათუმში იმგზავრეს #7 ლურჯი ავტობუსის სამარშრუტო ხაზით (ურეხის მიმართულებით), უნდა მიმართონ ტესტირების ცენტრებს. აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ მარშრუტზე დასაქმებული მძღოლი ინფიცირებულია. მინისტრის განმარტებით, მიზნობრივ, მაღალი რისკის კონტინგენტს დაემატნენ მძღოლები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეტაკება მოხდა ბულგარელ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „დიდი ეროვნული ამბოხების“ დასაწყისში

სოფიის ცენტრში მძაფრი შეტაკებები მოხდა ბულგარეთის პოლიციასა და საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს შორის, რომლებიც პრემიერ-მინისტრის და მთავარი პროკურორის გადადგომისკენ მოწოდებით გამოდიან. ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა 2 სექტემბერს დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც პარლამენტი, მთავრობის სახლი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, ეგრეთ წოდებული დიდი ეროვნული ამბოხების დასაწყისში, რაც წარმოადგენს პასუხს მთავრობის გეგმაზე, შემოიღოს ახალი კონსტიტუცია. აქცია გაიმართა პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად რუსეთსა და საფრანგეთს დაუპირისპირდება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მეორე ჯგუფში ითამაშებს საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად, ჯგუფის მეოთხე წევრი კი სომხეთისა და ბულგარეთის წყვილში მოგებული იქნება. ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე სულ რვა ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან  შინ და სტუმრად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავრობამ ასამდე "საშიში" თალიბი პატიმარი გაათავისუფლა

ავღანეთის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ გაათავისუფლეს კიდევ ასამდე თალიბი პატიმარი. ეს არის პატიმართა გაცვლის ნაწილი, რომლის მიზანიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა ქაბულსა და თალიბანს შორის. ავღანელი ოფიციალური პირები დარჩენილ პატიმრებს ახასიათებენ, როგორც განსაკუთრებით საშიშს, რომელთაც ბრალად სდებენ საელჩოებზე, საზოგადოებრივ მოედნებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე თავდასხმების ორგანიზებას, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას უკანასკნელ წლებში. 400 თალიბი პატიმრის გათავისუფლებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მეოთხე: ბოლშევიკური ესქატოლოგია

მარქსის მიხედვით, სოციალიზმის დამკვიდრება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოში, „შეგნებული და ორგანიზებული“ მუშათა კლასის პირობებში. ბოლშევიკების აზრით, გერმანია და არა ეკონომიკურად ჩამორჩენილი, არაინდუსტრიალიზებული რუსეთი უპასუხებდა ამ მოთხოვნებს. 1919 წლის იანვრის „სპარტაკისტების“ აჯანყება ბერლინში და ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა (1918 წლის ნოემბერი - 1919 წლის მაისი), ლენინის და მისი თანამოაზრეების აზრით, ჯერ გერმანიის და შემდეგ მთელი ევროპის გასაბჭოების პირველი მერცხალი იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძის ოჯახის თქმით, სახელმწიფო მინისტრისგან სიახლე ვერ მოისმინა

სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. მან ოჯახებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს თაობაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებები ეწევიან უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით. Читать дальше...


Метод экспресс-диагностики при раке груди открыли нижегородские учёные

Почти 1,2 тыс дополнительных мусорных баков установят на территории Подмосковья

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

В Москве подвели итоги предварительного голосования «Единой России»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Свыше 4 тысяч сухих деревьев убрали в Подмосковье за 2 месяца

Аварийный жилой дом снесли в округе Ступино

Студенты Луховиц стали призерами чемпионата «Абилимпикс» в двух компетенциях

Почти 1,2 тыс дополнительных мусорных баков установят на территории Подмосковья

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Выставка древних надгробий в Новодевичьем монастыре

Певческий фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения Александра Пушкина, состоялся 25-26 мая в селе Ярополец Волоколамского округа

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Новости России

Состоялась первая персональная выставка Серджио Бело в Москве 

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

Вечернее Подмосковье.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *