Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 09.09.2020

Radiotavisupleba.ge 

"შახტებში ადამიანებს უწევდათ გადაადგილება სავენტილაციო გვირაბით. მათ CO-თი გაგუდვა უფრო ემუქრებოდათ, ვიდრე კოვიდით დაინფიცირება"

„შრომითი უფლებები შუქდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დაიღუპება და შუქდება მხოლოდ სკანდალისთვის, სერიოზული მსჯელობა-ანალიზის გარეშე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოტე ერისთავი.

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას წარადგენს - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 სექტემბერს

ვინ იქნება პირველი? დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას წარადგენს. მალე გავიგებთ ვინ მოხვდება მმართველი პარტიის მოწინავე რიგებში. წინასწარი ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი არა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. კიდევ რამდენიმე დეტალი რასაც სიაში უნდა ელოდეთ: ოცეული ძირითადად დაკომპლექტებული იქნება ახალი სახეებით, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან; ოცეულში იქნება მინიმუმ 5 ქალი - ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მოითხოვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფისვის 2 პირია დაკავებული

პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების სისტყვიერი შეურაცხყოფისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 2 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

Radiotavisupleba.ge 

სერბი სამხედროები არ მიიღებენ მონაწილეობას წვრთნებში რუსებთან და ბელარუსებთან ერთად

სერბეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში სერბი სამხედროები აღარ მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ სამხედრო წვრთნებში სხვა ქვეყნებთან ერთად. ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა 9 სექტემბრის სამთავრობო სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით სერბეთი იმყოფება სერიოზული და დაუმსახურებელი ზეწოლის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ ბელარუსში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე,“- განაცხადა ვულინმა და დასძინა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანში თავდამსხმელებმა მოკლეს ტრანსგენდერი ქალი

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს ტრანსგენდერი ქალი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში. ეს ინცინდენტი წარმოადგენს ბოლო ძალადობას მიმართულს დაჩაგრული სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ. შეიარაღებული პირები 8 სექტემბრის საღამოს თავს დაესხნენ ტრანსგენდერებს, რომლებიც ქორწინების ცერემონიიდან, საცეკვაო ნომრის შესრულების შემდეგ ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად გულ პანრა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. ადგილობრივმა პოლიციამ, როგორც იუწყებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარე ასაჯაროებს სატელიტიდან გადაღებული ადგილის ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფოტო მათი თქმით 19 ივლისით თარიღდება და ამ დროს იქ მანქანა არ ჩანს. პროკურატურა ადვოკატს წყაროს დასახელებას თხოვს და ამბობს, რომ ამ ადგილის სატელიტიდან გაკეთებული ჩანაწერების მიღების თხოვნით თვითონაც არაერთ ორგანიზაციასთან აქვთ კომუნიკაცია, ამ დრომდე უშდეგოდ. ინტერნეტფორუმებში მომხმარებლები დაცვის მხარის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჩემპიონთა ლიგა“ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტსმენთა გაერთიანება „ჩემპიონთა ლიგა” სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვენ. 11 სექტემბრისთვის დაგეგმილ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანამდებობის ახალი, ოთხწლიანი ვადით შესანარჩუნებლად იყრის კენჭს და, დიდი ალბათობით, საჭირო ხმებსაც მიიღებს. ამის უმთავრეს მიზეზად ნაცლიშვილი და „ჩემპიონთა ლიგის“ წევრები სეოკ-ის ახალ წესდებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი საგამოძიებო იზოლატორში ჰყავთ. მათ პატიმრობა ემუქრებათ

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი დაპატიმრებული არიან ერთ საქმეზე, რომელიც აღძრულია „ძალაუფების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით. ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის საგამოძებო კომიტეტში, სადაც 9 სექტემბერს განაცხადეს, რომ „ეჭვმიტანილთა მიმართ პროკურორის სანქციით გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“. უწყებაში დაამატეს, რომ იმავე საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კალესნიკავას ადვოკატი, ილია სალეი. მიმდინარეობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ იქნება პირველი?

სულ ცოტა დრო რჩება „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სიის მოწინავე ოცეულის გამოცხადებამდე. წინასწარი ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი არა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. 10 სექტემბერს გახდება ცნობილი, რამდენად განახლდება სია. რას ნიშნავს, თუკი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში? რატომ გიორგი გახარია? რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ გამარჯვების იმედი? რა განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს? საარჩევნო სიის პირველ ოცეულს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში კრიზისების ფონზე

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, 7 სექტემბრიდან იმყოფებიან მოსკოვში, სადაც ისინი „სამუშაო შეხვედრებს“ მართავენ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერები რუსეთს სტუმრობენ აფხაზეთში პანდემიის კუთხით გაუარესებული ვითარებისა და ცხინვალში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც გამოიწვია მილიციის მიერ დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის წამებით სიკვდილმა. 9 სექტემბერს ასლან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს. „ჩვენი პარტია, ბუნებრივია, პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა“, - აცხადებენ პარტიაში და ამატებენ, რომ თანაპარტიელები, რომელთაც დეპუტატთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი 6 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს. განცხადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ბაქოში ათობით ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისთვის

პოლიციამ ბაქოში დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებმაც 9 სექტემბერს საპროტესტო აქციის მოწყობა სცადეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, საპატიმროში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტოფიკ იაკუბლუს, გათავისუფლების მოთხოვნით. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აქტივისტებს პოლიციამ საკონსტიტუციო სასამართლომდე მისასვლელი ყველა გზა მოუჭრა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „თავისუფლება ტოფიკს“. მალევე ისინი პოლიციამ დააკავა და ძალით შეყარა ავტობუსებში.   სხვებთან ერთად პოლიციამ დააკავა იაკუბლუს ცოლიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის 32-ე სკოლაში სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო - თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის სკოლაში, რომლის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს განახლდება. სკოლის 60 თანამშრომელს პირველი ტესტირებით კორონავირუსი არ გამოუვლინდა, მათი განმეორებითი ტესტირება 20 სექტემბერს იგეგმება. ამჟამად სკოლის თანამშრომლები იზოლაციაში იმყოფებიან. დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელ ქალს, მასთან თბილისიდან სტუმრად მყოფ შვილსა და არასრულწლოვან შვილიშვილს კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. მათ კლინიკას ვირუსისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატის ინფიცირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობას განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებას განაგრძობს მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, ყველა, ვისაც ჰქონდა გოგიჩაიშვილთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იგორ დოდონმა ოფიციალურად დაადასტურა 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი საინიციატოვო ჯგუფმა 9 სექტემბერს ოფიციალურად წამოაყენა კანდიდატად 1 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დოდონმა და მისმა მხარდამჭერებმა, მათ შორის, მოლოდვის სოციალისტური პარტიის დეპუტატებმა, ოთხშაბათს ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინეს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერს გავლენიანი სოციალისტური პარტია, დოდონი იქნება არა პარტიის, არამედ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვიატლანა ციხანოუსკაია პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა

ლიეტუვაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დევნილობაში იმყოფება ლიეტუვაში, პირველად შეძლო მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. სვიატლანა ციხანოუსკაია 9 სექტემბერს ვარშავაში შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის. პოლონეთის ხელისუფლებამ ციხანოუსკაია მიიწვია პოლონეთში მცხოვრებ ბელარუსთა სათვისტომოს კულტურული ცენტრის - „ბელარუსული სახლის“ - გახსნის ცერემონიაზე. „ბელარუსულმა სახლმა“ ბინა დაიდო ტუნისის ყოფილი საელჩოს შენობაში, რომელზეც აღიმართა თეთრ-წითელი-თეთრი დროშა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წერილი ცხინვალის ციხიდან - რა გაირკვა ზაზა გახელაძის გზავნილით  

„როგორ ხარ, ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი, მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა. მალე მომირჩება, ალბათ, და გავივლი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება“.   ზაზა გახელაძის ეს წერილი მისმა ოჯახმა დღეს წითელი ჯვრისგან მიიღო. წერილი 8 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია დაწერილი. საერთაშორისო ორგანიზაციამ ორთვიანი მცდელობის შემდეგ ზაზა გახელაძე ცხინვალში პირველად მოინახულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. გოგიჩაიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ინფიცირების წყარო ცნობილი არაა და მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში გადადის. ინგა გრიგოლია, ტვ პირველის დირექტორი ფეისბუკზე წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდნენ და მისი დირექტორისგან, ამირან გამყრელიძისგან რეკომენდაციებს ელოდებიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონი 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას

აშშ-ის სამხედრო უწყებამ 9 სექტემბერს დაადასტურა ცნობა, რომ 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას. ამ ცვლილების შედეგად, რომელიც მიმდინარე თვეში განხორციელდება, ერაყში დარჩება 3 000 ამერიკელი ჯარისკაცი, ნაცვლად დღევანდელი 5 200-ისა. „როგორც პარტნიორები, ჩვენ ვაფართოებთ დახმარების პროგრამებს, რაც აძლიერებს ერაყის არმიას და შესაძლებლობას გვაძლევს, შევამციროთ სამხედრო ყოფნა ერაყში“, - განაცხადა 9 სექტემბერს გენერალმა ფრანკ მაკენზიმ, ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძის ოჯახმა წერილი მიიღო ორთვიანი ლოდინის შემდეგ

დღეს საოკუპაციო ძალების მიერ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა ცხინვალის იზოლატორში  დაწერილი წერილი მიიღო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე. „როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი მამიკოს უყვარხართქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან. ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მომირჩება ალბათ და გავივლი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიას კომპანიამ შეიძინა

სააქციო საზოგადოება „თელასის“ 24.529%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიას კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“ გახდა. საკუთრებაში არსებული წილი „საპარტნიორო ფონდმა“ საჯარო აუქციონის გზით გაასხვისა, 10 527 467 აშშ დოლარად. ფონდის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას. სს "თელასი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ანაწილებს და ასაღებს ელექტროენერგიას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რატომ ხართ ჩუმად?" - სვეტლანა ალექსიევიჩი რუსეთის ინტელიგენციას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა, მოუწოდა რუსეთის ინტელგიენციას, რომ ხმა აღიმაღლონ ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. „რატომ ხართ ჩუმად? თქვენგან იშვიათად ისმის ჩვენი მხარდამჭერი ხმა. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვართ თქვენი ძმები“, - ნათქვამია სვეტლანა ალექსიევიჩის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის პენ-ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა. მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, ბელარუსის ოპოზიციის საკროოდინაციაო საბჭოს შვიდი წევრიდან ერთადერთია, რომელსაც რეპრესიები არ შეეხო. „საკოორდინაციო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში ბრალი წაუყენეს პარლამენტარ მჰერ სედრაკიანს, ყოფილი მმართველი პარტიის წევრს

სამშაბათს სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს სომხეთის ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, რესპუბლიკური პარტიის, გავლენიან წევრს, მჰერ სედრაკიანს, რომელსაც ადანაშაულებენ კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 69 წლის სედრაკიანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მჰერ სედრაკიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ერევნის რაიონ ერებუნის თავმჯდომარე, თავისი ოჯახის წევრებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეხმარა 12 000 მ2 მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში ე.წ. თავდაცვის ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ე.წ. უმაღლესი მთავარსარდლის, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ იბრაგიმ გასეევის ბრძანების მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები გადაიყვანეს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ჩატარებას უკავშირდება. დე ფაქტო თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ აქვეყნებს: „სამხედრო სარდლობა და შეიარაღებული ძალების დანაყოფები განგაშის სიგნალით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის ადვოკატი გავრცელებულ ფოტოებზე პროკურატურას პასუხობს

პროკურატურის განცხადებით, მათ გარდაცვილილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გარცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვეს. რაზეც უარი მიიღეს. საქმე ეხება ფოტოებს, რომელიც, ადვოკატის მტკიცებით, თანამგზავრიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევნის ტერიტორიას ასახავს 2020 წლის 19 ივლისს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ დროს გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილი იქ არ დგას. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა იმ კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან... Читать дальше...


To Body: лучшие друзья путешественника

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

Столичная Алексеевская больница отметила 130-летие

Туристический стенд России посетил принц



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва

Частичный скелет ранее неизвестного динозавра-теропода найден в Сибири

To Body: лучшие друзья путешественника

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

Музыкальные новости

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Новости России

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

В Москве у Курского вокзала открылась обновленная выставка граффити

Экология в России и мире

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Новая зубная паста Revyline ChocoWhite для укрепления эмали доступна на сайте магазина Ирригатор.ру

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

На закате.

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Бузова и "Зенит"







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *