Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 08.09.2020

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის დავა ბრექსიტზე შეიძლება, ევროპის სასამართლოში დასრულდეს

ლონდონის მიერ ბრექსიტის გარშემო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, უთანხმოება დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეიძლება ევროპის სასამართლოში დასრულდეს. ამის თაობაზე იტყობინება Guardian-ი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც იანვარში ხელი მოაწერა შეთანხმებას, დაემუქრა ბრიუსელს, რომ შეთანხმებას დაარღვევდა. 8 სექტემბერს ლონდონში დაიწყო ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორს ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებათა მერვე რაუნდი. Financial Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფო აპირებს მიიღოს ახალი კანონი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ქულები დაკარგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისის „დინამოარენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა. ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, პენალტით. ოციოდ წუთში კი რისტოვსკიმ გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ორი ტურის შემდეგ, ოთხგუნდიანი ჯგუფის ლიდერები სწორედ საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები არიან, ოთხ-ოთხი ქულით. სომხეთს სამი ქულა აქვს. ესტონეთი კი უქულო აუტსაიდერია.

Radiotavisupleba.ge 

კასპში ძლიერმა წვიმამ დატბორა სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა კასპში. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ზარალის ოდენობას ადგენენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

Radiotavisupleba.ge 

"როგორც ეთნიკური უმცირესობების მხრიდან უნდა მოდიოდეს ინტეგრაციისკენ მზაობა, ისე უნდა მოდიოდეს სხვა დანარჩენი მოქალაქეების მხრიდანაც"

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მკვლევრებმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეისწავლეს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ეთნიკურ უმცირესობებს ეფექტიანი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში.

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა თბილისსა და რეგიონებში 

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან გამართულ შეკრებაზე „პატრიოტთა ალიანსმა" წარადგინა მაჟორიტარი კანდიდატები. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი კენჭს ნაძალადევის საარჩევნო ოლქში იყრის.  პარტიის „ფეისბუკის" გვერდის თანახმად, მიუხედავად ძლიერი წვიმისა და ქარისა, პარტიის მხარდამჭერები წარდგენას ბოლომდე ესწრებოდნენ. ინაშვილის გარდა „პატრიოტთა ალიანსიდან" თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი ახალ შენობას აგებს ნათანზის ბირთული ობიექტის მახლობლად, „მთის გულში“

ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო მიწისქვეშა დარბაზის მშენებლობა ურანის გამდიდრების ცენტრის მახლობლად ნათანზში, სადაც ივლისში მძლავრი აფეთქება მოხდა ბირთვულ ობიექტზე და შენობა, სადაც ცენტრიფუგები მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა. „გადაწყდა, აიგოს უფრო თანამედროვე, დიდი და ფართო დარბაზი ყველა განზომილებით მთის გულში, ნათანზის მახლობლად, განაცხადა 8 სექტემბერს ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი აქბარ სალეჰიმ, იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია. რა თქმა უნდა, მუშაობა დაწყებულია დასძინა სალეჰტიმ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში წითელმა ჯვარმა ზაზა გახელაძე მოინახულა - ოჯახი ელოდება მის გამოგზავნილ წერილს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში გახელაძეს ოჯახის მიერ ივლისში დაწერილი ბარათი გადასცეს და უკან საპასუხო წერილიც გამოიტანეს. წერილს ოჯახს ხვალ გადასცემენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაკავებულის ცოლმა ირმა ბუთხუზმა მიაწოდა. თითქმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკმაყოფილო სტუდენტებს კვლავ დაკავებული აქვთ ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მთავარი შენობა

ათეულობით სტუდენტი აგრძელებს 8 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის (SZFE) მთავარი შენობის დაკავებას მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე. ისინი პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ცვლილებები მოხდეს სასწავლებლის მმართველობაში, რაც, სტუდენტების აზრით, საფრთხეს უქმნის მათი უნივერსიტეტის ავტონომიას. დაპირისპირებამ კინოსა და თეატრის ცნობილი სასწავლებლის კონტროლის გარშემო ქუჩაში გადაინაცვლა ორი დღით ადრე, როცა სტუდენტებმა, თანამშრომლებმა და მათმა მომხრეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ: რა არ მოსწონთ ხეობაში?

პანკისის სათემო რადიო „ვეის“ და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ არაერთი მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი ჯერ რადიოს დახურვას მოითხოვდა, მერე კი მთივლიშვილის ხეობიდან გაძევებას. გაისმა მუქარა, რომ გელას „რადიოს თავზე დაამხობენ“. ბოლოს აქცია დუისში, სათემო რადიოს შენობასთან, პოლიციიდან 10 მეტრში, 5 სექტემბერს გაიმართა. რადიო მუშაობას განაგრძობს, თუმცა გელა მთივლიშვილი ხეობაში ჩასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძის თქმით, სწავლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა საფრთხეებზე, რასაც სკოლებში სწავლის დაწყება გამოიწვევს. „მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველა მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში სტუმრად მყოფი კოვიდინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტი მოიძიეს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის თბილისსა და კახეთში კოვიდინფიცირებული ქალის 19 კონტაქტია გამოვლენილი. აღებულია საკვლევი მასალა და პასუხებს რამდენიმე საათში ელოდებიან. პარალელურად გრძელდება კონტაქტების მოძიება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეს შემთხევევა კახეთის შიდა გავრცელების მაგალითად არ განიხილება, ვინაიდან თბილისიდანაა შეტანილი. „ექიმი ქალი, რომელიც ახმეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში თბილისიდან ჩავიდა, თელავის საავადმყოფოს რესპირატორული ჩივილებით მიაკითხა და განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ფასდება წინასაარჩევნო გარემო ISFED-ის შუალედურ ანგარიშში

პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, ამავე ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მიერ, საარჩევნო მასალის დაზიანება, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად პროექტების ინიცირება, მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა - ეს ნაწილია იმ ქმედებებისა, რომლებიც არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ფასდება, როგორც საარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევები. ორგანიზაციამ 8 სექტემბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის რიგით მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ახალციხეში ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერია რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. ინიციატივა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. „იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, აქ არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა“,- ინფორმაციას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ავრცელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ვაქცინის შექმნა აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის ცხარე დისკუსიის თემა გახდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა 3 ნოემბრის არჩევნებზე, დონალდ ტრამპმა, ბრალად დასდო დემოკრატიულ პარტიას უდიერი მოპყრობა მისი სიტყვების მიმართ - რომ ვაქცინა შეიძლება მიმოქცევაში წავიდეს არჩევნებამდე. დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატის, კამალა ჰარისის კრიტიკის პასუხად, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ჰარისმა მხარი დაუჭირა „უგუნურ რიტორიკას“ პოლიტიკური მიზნებით. თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ „რასაც ისინი ამბობენ, შემაშფოთებელია ჩვენი ქვეყნისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულები ჩივიან სასმელი წყლის გამო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჩივილს სასმელი წყლის, სხვა საყოფაცხოვრებო პირობებისა და ასევე დეზინფექციის თაობაზე არ უარყოფს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძე. „შეფერხებები არის საყოფაცხოვრებო პირობებშიც და შეიძლება სადეზინფექციო მიმართულებითაც, იმიტომ რომ ბევრი პაციენტი მოდის. ამდენ ნაკადს არ ველოდით ერთდროულად“, - თქვა კიკაბიძემ. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 სართულზე 104 პაციენტია განთავსებული, ხუთი კი ცხელების ცენტრშია. საავადმყოფოს სულ 170 პაციენტის მიღება შეუძლია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერა

ამომრჩევლების მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ჩართვა საარჩევნო პროცესებში - ეს და დარღვევები მრავლად არის აღრიცხული „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების“ (ISFED) მორიგ ანგარიშში. შემთხვევათა დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების სათვალავზე მოდის. რადიო თავისუფლების ამ სტატიაში თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი დარღვევები, რაც 4 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გამოვლინდა. ადმინისტრაციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი შემთხვევები რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა, რომელიც "ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონისა" და სარფის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს, საერთო ჯამში, 284 ადამიანს ჩაუტარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკოორდინაციო საბჭო: დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ დაგვჭირდეს დამატებითი რეგულაციები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. "უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე", - აცხადებს მთავრობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ აღიარა, რომ შეიძლება ცოტა დიდხანს დარჩა პოსტზე, მაგრამ გადადგომას არ აპირებს    

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომლის გადადგომის მოთხოვნით იმართება მასობრივი დემონსტრაციები ქვეყანაში, რუსეთის ტელევიზიით აღიარა, რომ შეიძლება ცოტა გადააჭარბა და დიდხანს დარჩა. ბელარუსში იზრდება ბრაზი იმის გამო, რომ მარია კალესნიკავა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გავრცელებული ცნობებით, გაიტაცეს და შემდეგ უკრაინის საზღვარზე დააკავეს, რის თაობაზეც იტყობინებოდა ბელარუსის სასაზღვრო დაცვა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კალესნიკავას დაკავების გარშემო ვითარებას უწოდა „ძალით გაგდება“ იმ მიზნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურორი: ის, რომ ბრალდებულების ტანსაცმელზე შაქარაშვილის კვალი არ არის, არაფერს ნიშნავს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ფარგლებში დანიშნული რამდენიმე ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. მათ შორის, ცნობილია, მიკრონაწილაკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები, რომელთა თანახმადაც, არ დასტურდება მკვლელობაში ბრალდებული პირებისა და გიორგი შაქარაშვილის ერთმანეთთან შემხებლობა. უფრო ზუსტად კი, გიორგი შაქარაშვილის სხეულიდან აღებულ ნიმუშებზე არ აღმოჩნდა ბრალდებულების ბიოლოგიური კვალი, ისევე, როგორც ბრალდებულების ტანისამოსზე არ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმლის ნაწილაკები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისიდან კახეთში სტუმრად ჩასულ ექიმს COVID-19 დაუდგინდა

თელავში მდებარე "ევექსის" კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა ექიმმა მიმართა. ტესტირების საფუძველზე კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნათესავებთან რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. ასევე, ქალს კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს. ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის რეგიონულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ კრემლის მიმართ კრიტიკულ რუს მსახიობს რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდა სასიკვდილო ავტოავარიის გამო

მოსკოვის პრესნის რაიონის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუს მსახიობს, მიხაილ ეფრემოვს. სასამართლომ მსახიობი დამნაშავედ ცნო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ეფრემოვმა დაღუპული სერგეი ზახაროვის ვაჟს გადაუხადოს 800 ათასი რუბლი. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეფრემოვს საპატიმროში გადაიყვანენ. აქამდე ის შინაპატიმრობაში იყო. პროკურორი 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოებები გაითვალისწინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანკისის უხუცესთა საბჭო სათემო რადიოსა და გელა მთივლიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

პანკისის უხუცესთა საბჭო სათემო რადიო "ვეისა" და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. საბჭო აცხადებს, რომ გელა მთივლიშვილი ქისტების ქომაგი და მხარდამჭერია, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა პანკისელებს საკუთარი უფლებების დაცვასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. "პანკისის სათემო რადიო „ვეი“-ს მიმართ აგრესიული განწყობილება ვაჰაბიტ-სალაფიტებში ადრეც იყო. მთივლშვილის წინააღმდეგ გამოხტომებიც ბევრი ყოფილა, არც თავიანთი უხუცესების მიმართ უკადრისი მიმართვების ხმარებას მორიდებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესი კომისარი რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს ნავალნის „მკვლელობის მცდელობა“

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიოს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა და მას „მკვლელობის მცდელობა“ უწოდა. „არაა საკმარისი უბრალოდ უარყოფა, რომ მოწამლეს და უარყოფა იმისა, რომ საჭიროა გულმოდგინე, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება“, - მიმართა რუსეთის ხელისუფლებას გაეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ნავალნი სერიოზული დანაშულის მსხვერპლი გახდა. ბაჩელეტი თვლის, რომ ოპოზიციონერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ცისკარი გარდენის" მუსიკალური ღონისძიების სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა "ცისკარი გარდენის" სტუმარს, რომელიც 4 სექტემბერს ღია სივრცეში გამართულ მუსიკალურ ღონისძიებას დაესწრო. "ცისკარის" ცნობით, კოვიდინფიცირებული სტუმარი ღონისძიებაზე დასწრებამდე ბათუმში მოგზაურობდა, ტესტის პასუხი კი 7 სექტემბერს გაიგო. დაწესებულების გავრცელებული განცხადების თანახმად, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, "ცისკარი გარდენის" არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. "პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ... როგორც ჩვენთვისაა ცნობილი... Читать дальше...


В Москве завершился Международный фестиваль «Интермузей-2024» — Минкультуры

В Сергиевом Посаде 30 мая откроется выставка «Вера Мухина. Взгляд из Абрамцева»

Сергей Собянин. Главное за день

25 тыс человек посетили парк им Николая Островского в Ступине за минувшую неделю



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Сергиевом Посаде 30 мая откроется выставка «Вера Мухина. Взгляд из Абрамцева»

В Москве завершился Международный фестиваль «Интермузей-2024» — Минкультуры

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

Сергей Собянин. Главное за день

Музыкальные новости

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Спорт: развитие и повышение доступности для граждан

Новости России

Боррель и эстонцы грозят! Что за буи сняли наши пограничники на реке Нарва

Сергей Собянин. Главное за день

В Москве завершился Международный фестиваль «Интермузей-2024» — Минкультуры

25 тыс человек посетили парк им Николая Островского в Ступине за минувшую неделю

Экология в России и мире

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Chanel, коллекция Resort 2025

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P

Летнее нижегородское утро.

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *