Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 21.09.2020

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის საქმე: ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს

“ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებ-გვერდები ჩნდება გუშინ საღამოს პროკურატურაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელსაც უწყებაში მობილური ტელეფონი დაატოვებინეს შესწავლის მიზნით. „დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ. იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო“, - ასეთი კომენტარი გააკეთა რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ და დაამატა, რომ მის ტელეფონში საეჭვოს ვერაფერს იპოვიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: მომსწრენი გავხდით თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 21 სექტემბერს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილმა. ღონისძიება პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.  საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვით გამოსვლა ოთხ ძირითად თემად დაყო: „პირველი - მშვიდობა. გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის

„ტვ პირველის“ ეთერში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ახალი ინიციატივა დაასახელა, რაც ითვალისწინებს საქართველოში მევახშეობის აკრძალვას.   ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ხშირად ერევათ, საიდან აიღეს სესხი. „ადამიანები მოდიან და ამბობენ, რომ ბანკის დიდი ვალი აქვთ. ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაითქვეს და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნეს? მეუბნებიან: „არა“. მეუბნებიან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას“, - ამბობს ხაზარაძე და საზოგადოებას აცნობს პარტიის ხედვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე: წამლებთან დაკავშირებით არის უბრალოდ მონოპოლია და ეს არის დასაშლელი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოში მოქმედი ზოგი ბიზნესის შესახებ. „წამლებთან დაკავშირებით არის უბრალოდ მონოპოლია და ეს არის დასაშლელი. ამას დავშლით. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ისევე, როგორც დავბეგრავთ სათამაშო ბიზნესს, რომელიც არის 14-მილიარდიანი და კაპიკები შედის, რაღაც თეთრები ბიუჯეტში. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ყველა ამის უკან, ასეთი ბიზნესების უკან დგანან ე.წ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები. იმიტომ ვერ მიდის ქვეყანა წინ, რომ პოლიტიკურ ნება არ აქვს არავის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ რუსი დეპუტატებისათვის განკუთვნილი კოკაინის ისტორია

კონტრაბანდული კოკაინის ნაწილი, რომელიც 4 წლის წინ ბუენოს-აირესში მდებარე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე იპოვეს, შესაძლოა, განკუთვნილი ყოფილიყო რუსი პოლიტიკოსებისა და სენატორებისათვის.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანის თავდაცვის და ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებულ პირებს და ფირმებს

აშშ-მა დაუწესა სანქციები ორ ათეულზე მეტ პირსა და ფირმას, რომლებიც ჩართული არიან ირანის ბირთვულ საქმიანობაში, ან სარაკეტო და ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ცალმხრივად განახორციელოს გაეროს იარაღის ემბარგო ირანის მიმართ. დამსჯელი სანქციები ნაწილია ტრამპის ადმინისტრაციის შეტევისა ახალი სანქციებით, რაც ნაწილობრივ ეფუძნება გაეროს ადრინდელი სანქციების ეგრეთ წოდებულ, snapback-ს, აღდგენას, რომელსაც შეიცავს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას შორის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილმა პროკურატურა დატოვა. ის ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. „არ ვიცი მობილური ტელეფონი რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მე ვამბობ, რომ დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ თავისუფლებასაც ჩამომართმევენ. იმიტომ, რომ ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო. ყოველდღიურად ვაწვდი იმ ინფორმაციას, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.

Radiotavisupleba.ge 

სოფელ შილდაში მეცხვარე ამბობს რომ 8 000 ლარის ღირებულების ყველი მოპარეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მეცხვარე ამბობს, რომ საკუთარი სახლიდან 12 გუდა ცხვრის ყველი მოპარეს, რომელიც დაახლოებით 8000 ლარის ღირებულებისაა. უკვე 10 დღეა მომხდარის შესახებ იცის პოლიციამ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, თუმცა ძალოვან უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია. დაზარალებული დავით ფაჩოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი ნამუშევარი, რომელიც უკვე აღარ აქვს. მას 400 სული ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე მთაში ჰყავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი კვლევა, ოპოზიციის ერთიანი ყულაბა და "მეგობრული ცეცხლი"

IPSOS-ის მიერ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მომავალ პარლამენტში უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს; ხოლო ოპოზიციურ პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნებისას“ მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მათ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსს აძლევს. ამ ფონზე ოპოზიციის რიგებში ისევ იკვეთება დაპირისპირება - ამჯერადაც ძირითად საბაბს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წარმოადგენს. რა აჩვენა კვლევამ? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოითხოვენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ნაფიც მსაჯულებს?

21 სექტემბერს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სრულწლოვანი პირებისთვის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანისთვის, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების გამოყენების შესახებ უნდა შეეტყობინებინა და შესაბამისად, მათი პასუხიც მოესმინა. ანუ, უნდა ეკითხა, თანახმანი არიან თუ არა ბრალდებულები, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და ვერდიქტიც გამოიტანონ. თუმცა, წინასასამართლო სხდომა, 21 სექტემბერს გაურკვეველი ვადით გადაიდო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3 მიზეზი - რატომ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წელს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე 

გრიპის სეზონი ისე დადგება და ჩაივლის, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ ისევ არ იქნება;  სეზონური გრიპი ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება;  Covid-19-ისა და სეზონური გრიპის სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია.  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ ამ ბოლო გარემოების გათვალისწინებით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სეზონური გრიპისთვის საჭირო ვაქცინაცია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.   "სიმპტომების მხრივ ეს ორი ვირუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ილიადა“

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის პირველ ძეგლზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლიტერატურულ შედევრზე, ჰომეროსის „ილიადაზე“.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბელარუსის სანქციების საკითხში

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 21 სექტემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, მინისტრებმა განიხილეს სანქციების საკითხი. „და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცხადი სურვილი, დამტკიცდეს ეს სანქციები, დღეს ეს შეუძლებელი იყო, რადგან ვერ მივაღწიეთ საჭირო ერთსულოვნებას“, თქვა ბორელმა და გამოაცხადა, რომ ამ საკითხს ახლა სახელმწიფოთა მეთაურები განიხილავენ ერთი კვირის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი უზენაესი სასამართლოს ახალი წევრობის კანდიდატის ვინაობას 25 ან 26 სექტემბერს დაასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხ თუ ხუთამდე შეამჭიდროვა სია მოსამართლეებისა, რომელთაგან ერთი უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს წევრად და რომელმაც უნდა შეცვალოს ახლახან გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინზბურგი. მის ვინაობას ტრამპი გამოაცხადებს 25 ან 26 სექტემბერს. 87 წლის გინზბურგი გარდაიცვალა 18 სექტემბერს. რესპუბლიკელებს მიეცათ შესაძლებლობა, გააფართოონ კონსერვატორთა უმრავლესობა უზენაეს სასამართლოში და ექვსამდე აიყვანონ მათი რიცხვი 9-წევრიან შემადგენლობაში. ამის ფონზე, საპრეზიდენტო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NDI იწყებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ხანგრძლივვადიან დისტანციურ დაკვირვებას

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ დღეს, 21 სექტემბერს, განაცხადა. როგორც NDI აღნიშნავს, პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ NDI-ს ანალიტიკოსების გუნდში გაერთიანებულია შვიდი ხანგრძლივვადიანი დამკვირვებელი და პროგრამის დირექტორი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილჰამ ალიევი: საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით

საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისთვის რუსეთიდან და სერბეთიდან იარაღის მიწოდებაზე საუბრისას. ტექსტი აზერბაიჯანის ლიდერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო ამისთვის საქართველოს მთავრობის მიმართ, - განაცხადა ილჰამ ალიევმა: „უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას ვაძლევ. როგორც თქვენთვისაა ცნობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთის პრემიერის მოადგილე კოვიდ-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უქთამ ბარნოევი, კოვიდ-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა გერმანიის საავადმყოფოში ორი თვის შემდეგ მას მერე, რაც კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს. 56 წლის პოლიტიკოსს ინსულტი დაემართა უზბეკეთში მკურნალობის დროს. ბარნოევი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროს ზედამხედველობდა. ადრე ის ბუხარის პროვინციის გუბერნატორი იყო. ადგილობრივი მედიის თანახმად, ბარნოევი „სერიოზულ მდგომარეობაში“ იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, როცა ვირუსი შეეყარა. კოვიდ-19-ით დაიღუპნენ უზბეკეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხრა ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს, თალიბებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკების ფონზე

სულ მცირე ცხრა ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს თავდასხმისას 20 სექტემბერს, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკების ფონზე. უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ ცხრა ჯარისკაცი თალიბებმა მოკლეს ჩრდილოეთის პროვინცია თახარში. თავდასხმა მოხდა დაშთ-ე-ყალას რაიონის სოფელ ნავ აბადში და ერთ საათში დასრულდა. თალიბებმაც განიცადეს ზარალი, თუმცა მათი დანაკარგის შესახებ ზუსტი ცნობა არ მოგვეპოვება, განაცხადა წყარომ. თავდასხმის ფონია მხარეებს შორის მოლაპარაკება სპარსეთის ყურეში, ყატარში. მოლაპარაკება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაქარაშვილ-ბერძენიშვილ-კაჭარავას სარჩელები ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა სამი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი კაჭარავა 2019 წელს 18 ნოემბერს თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაკავებისას, თავიანთი დარღვეული უფლებების გამო დავობენ. როგორც იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი მიმართულებით იდავებენ. "სამი მიმართულებით ვდაობთ - სამართიანი სასამართლოს უფლების დარღვევა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას

​თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს და ინფორმაციას თავადვე გაავრცელებენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო უფასო ტესტირებისთვის კარვები ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს სცდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა და კოვიდ-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან ყველაზე მეტი, 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 2 თბილისში და ერთიც სამეგრელოში. რაც შეეხება სტატისტიკას ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 10-დან 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკავშირის ლიდერებთან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ, როცა კავშირი მსჯელობს, დაუწესოს თუ არა სანქციები ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა ორშაბათს ციხანოუსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებზე „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა "ოქროს ბირჟას" უკავშირდება

ბოლო 24 საათში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა. სულ ტესტირებული იყო 620 პირი. ახალი შემთხვევების რაოდენობით, იმერეთი მეორე ადგილზეა აჭარის (92) შემდეგ. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ მედიას უთხრა, რომ რეგიონში ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე „ოქროს ბირჟას“. ამ ობიექტის 5 თანამშრომელს კორონავირუსი 18 სექტემბერს დაუდგინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, „ოქროს ბირჟის“ ინფიცირებულ თანამშრომლებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის გეგმა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეავსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანსია

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეავსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანსია და მას „პოლიტიკური ძალაუფლების უხეში გამოყენება“ უწოდა. ბაიდენმა ფილადელფიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია ამომრჩეველთათვის ყურის დაგდება. როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის უნდა ჰქონდეს ამ დანიშვნის უფლებამოსილება. მისი თქმით, თუ ის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, სწორედ ის გადაწყვეტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ათეულობით ფირმასა და პირს დაუწესებს სანქციებს ირანთან იარაღის სფეროში კავშირის გამო

21 სექტემბერს აშშ სანქციებს დაუწესებს ორ ათეულზე მეტ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც ჩართული არიან ირანთან ერთად ბირთვულ, სარაკეტო და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებში. ამის თაობაზე სააგენტო „Reuters“-ს ამცნო აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა. 19 სექტემბერს აშშ-მა, მიუხედავად ახლო მოკავშირეების უარისა და სანქციების ეფექტიანობის შესახებ გაურკვევლობისა, ცალმხრივად კვლავ აამოქმედა გაეროს სანქციები, რომელიც ირანს გაუუქმეს ბირთული შეთანხმების პირობებით 2015 წელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ... Читать дальше...


В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Сотрудники Орехово-Зуевского лесничества провели экскурсию для любителей природы

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Студент из Балашихи Илья Кошелев занял 2-е место на чемпионате «Абилимпикс»

Психолог Романив: абсолютная убежденность в своей правоте — признак низкого эмоционального интеллекта

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

Жирков – о Сафонове в «ПСЖ»: «Главное – попасть в такую команду, шансы у него будут»

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек

Певческий фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения Александра Пушкина, состоялся 25-26 мая в селе Ярополец Волоколамского округа

Летние товары в магазинах Fix Price

Новости России

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

В Калининграде впервые представят работу Шишкина из собрания Третьяковской галереи

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

Экология в России и мире

Chanel, коллекция Resort 2025

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Бузова и "Зенит"

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *