Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 16.09.2020

Radiotavisupleba.ge 

კრემლის თქმით, არავითარი კავშირი არ უნდა იყოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და ნავალნის საქმეს შორის

კრემლმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ უნდა იყოს რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამვლას შორის. გერმანია, სადაც ამჟამად მკურნალობენ ნავალნის, აცხადებს, რომ პოლიტიკოსი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს. გერმანია ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტისა, მაგრამ ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობას მოუწოდებენ, შეაჩეროს გაზსადენის მშენებლობა, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს ნავალნის მოწამვლის გამჭვირვალედ გამოძიებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19 და არჩევნები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 სექტემბერს

კორონავირუსის: აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება გუშინ საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი, 145 ინფიცირებული აჭარიდანაა. მათგან 144 ბათუმში გამოვლინდა, ხოლო ერთი ქობულეთში. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში 4000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა PCR-ტესტირება. მოსალოდნელია რაოდენობის კიდევ უფრო მატება, რადგან მიმდინარეობს უკვე აღმოჩენილი შემთხვევების კონტაქტების კვლევაც. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ატენის ხეობაში ხანძარია

მთაში კლდოვან ნაწილს და ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ატენის ხეობაში. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. „რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეც. აღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Radiotavisupleba.ge 

ელისაშვილმა „მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში დაასახელა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. „ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი. ასეთი კაცი სჭირდება პრემერ-მინისტრად ქვეყანას", - თქვა ელისაშვილმა. ლევან იოსელიანი 2019 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. მან მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მიიღო 6.55% (964 ხმა). საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თემაზე ზალკალიანმა პომპეოსგან მიიღო საპასუხო წერილი 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კოლეგისგან მიღებული საპასუხო წერილის შესახებ „ფეისბუკზე" წერს. „დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი სკანდალი ქართულ რაგბიში - "კლანი", შიდა დაპირისპირება და დაჭრილი მორაგბე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთაში დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამამი გზავნილები ევროკავშირის პრეზიდენტის პირველ ყოველწლიურ გამოსვლაში

ერთი რამ აშკარაა ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის პირველი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მან ევროკავშირის მდგომარეობა მიმოიხილა: ევროკავშირი ნამდვილად გაწაფულია, როცა საქმე სიტყვებს ეხება. მაგრამ გადამწყვეტი და უფრო რთული საკითხია, შეძლებს თუ არა ის ამ სიტყვების შესრულებას? სიტყვები მართლაც უხვად იყო დღეს ურზულა ფონ დერ ლაიენის პირველი ყოველწლიური გამოსვლისას ევროპარლამენტში. მისი გამოსვლა სრულ 80 წუთს გაგრძელდა; მისი წინამორბედი ჟან-კლოდ იუნკერი სიტყვას, სულ მცირე, ორჯერ ნაკლებ დროში ამთავრებდა ხოლმე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთაში დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 1969 წელს დაბადებულ ბესელიას ბრალად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კიდევ შვიდ ყირიმელ თათარს მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა

დონის როსტოვში სამხედრო სასამართლომ შვიდ ყირიმელ თათარს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმიანობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ასევე მათ ბრალი ედებათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაში. მათ 13-დან 19 წლამდე კოლონიაში პატიმრობა მიესაჯათ. 2014 წლიდან პირველად, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ყირიმელი თათრების წინააღმდეგ, ერთი ბრალდებული გაამართლეს. ყველა ბრალდებული ყირიმის ქალაქ ბახჩისარაიში ცხოვრობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტი ამზადებს სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიმართ

17 სექტემბერს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება ხუთი წამყვანი ფრაქციის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური სიტუციის თაობაზე შემუშავებულ ორ რეზოლუციას.

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა. კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა დაჩქარებული წესით განსახილველად წარადგინა. მასში ნათქვამია, რომ კანდიდატებისგან განსხვავებით, შემოწმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეული პარლამენტის წევრები გაივლიან. ინიციატორები ცვლილებების მომზადების კორონავირუსის გავრცელების რისკებს უკავშირებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოვიდ 19, სუფრა, ჩახუტება და ტექნო - რა (არ) იცვლება წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წელს 

ხალხმრავალი შეკრებები და “კარდაკარი” საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი და უცვლელი ნაწილია. სოციალური მედიის ეპოქაშიც, პოლიტიკოსები დიდწილად, ამომრჩეველთან პირისპირ შეხვედრებს ამჯობინებენ. კოვიდ 19-ის პანდემიას საარჩევნო კამპანიის სტრატეგია, თითქოს, უნდა ამოეყირავებინა, თუმცა კანდიდატების უმრავლესობა განაგრძობს ამომრჩევლების ხელის ჩამორთმევას, ბავშვების კოცნასა და მოხუცებთან ჩახუტებას.   10 სექტემბრიდან, საქართველოში, სწრაფად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ღია სივრცეებშიც აიკრძალა ქორწილები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო მცხეთის ჯვრის კონსერვაცია-გამაგრებისთვის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდიდან მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის 506 ათასი აშშ დოლარი გამოიყო. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს საქართველოს ისტორისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. „ეკლესია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ისტორიასა და კულტურაში, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქვს საშუალება შეინარჩუნოს საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანები სიმბოლო“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მევენახეთა აქცია ყვარელში - ფერმერებმა ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს

ხმაური იყო დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.  მევენახეთა ნაწილი რთვლის ნაცვლად ქუჩაში გამოვიდა და ყურძენზე ქარხნების მიერ დაწესებული ფასები გააპროტესტა.

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი სამწუხაროს უწოდებს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ ინციდენტებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე ვრცელდება ინფორმაცია. მისი სიტყვებით, საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების აღსრულება მთავარი საკითხია და ამისთვის გააგრძელებს წინასაარჩვენო გარემოზე დაკვირვებას. „ჩვენ ახლოს ვეცნობით სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ და სხვების წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიშებს. რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გვესმის ისეთი ინციდენტების შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენების უკან აშშ დგას

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ აშშ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა დაადანაშაულა ბელარუსის „განადგურების სცენარის“ შემუშავებასა და რეალიზაციაში და „აგრესიაში“. სავარაუდოდ, მან იგულისხმა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება ქვეყანაში. მისი მონაწილეები აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას და პოლიციის მხრიდან ძალადობას. ოთხშაბათს ლუკაშენკა შეხვდა თავის მომხრეებს - ქვეყნის „პოლიტიკურ აქტივს“. ლუკაშენკას თქმით, აშშ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის (შეზღუდული) ძალაუფლება

3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არა მხოლოდ აშშ-ის საშინაო საქმეებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე მოახდენს ზეგავლენას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულს ხელები ექნება გახსნილი და ყოველგვარი გეგმის განხორციელებას შეძლებს. გადავხედოთ, რა ძალაუფლება აქვს ამერიკის პრეზიდენტს და, ამასთან, რა შეზღუდვებს უწესებს მას კანონი.

Radiotavisupleba.ge 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი დახმარებას ითხოვს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, უკვე მეორე დღეა, სოციალური ქსელით ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე ავრცელებს ინფორმაციას. „ბოლო 10 დღეა, თავდასხმის ობიექტი გავხდი - სოციალური ქსელით ვიღებ მუქარას, იყენებენ სიძულვილის ენას, ცილისმწამებლურ გამონათქვამებს. განსაკუთრებულად აქტიურობს ჩვენი რაიონის მოქმედი პროკურორი ალან კულუმბეგოვი. უკვე ღიად მიწერენ, რომ "შეიძლება ქართველებმა მოგკლან, რომ ოსებს დაგვბრალდეს". გუშინ პროკურორმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა "ჩვენება"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40 მილიონი დოლარი

სავალუტო აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი აშშ დოლართან მიმართებით 3.1546 შეადგინა. 17 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.1547 ლარი  1 ევრო - 3.7440 ლარი  1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0872​ ​ლარი  100 რუსული რუბლი - 4.2189​ ლარი  1 თურქული ლირა - 0.4215 ლარი  10... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილს რაგბის კავშირის შენობის სადარბაზოში, ფეხში ესროლეს

საქართველოს რაგბის კავშირში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, ხარაზიშვილს სავარაუდოდ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლა. იქამდე კი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საპოლიციო კონტროლი ისევ გამკაცრებული რჩება. რამდენიმე დღეა, სოფელში ეპიდემიოლოგების არაერთი ბრიგადა მუშაობს და თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. დღეს ეგრეთ წოდებული ქიწნისის ქორწილის კლასტერიდან კიდევ ორ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება, ერთი კი ცხელების ცენტრის პაციენტია. ის ქიწნისელებიც კი, ვინც 5 სექტემბრის საღამოს ქორწილში არ ყოფილა, თავად აკითხავენ ეპიდემიოლოგებს და ტესტს იკეთებენ. სოფელ ქიწნისში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ურზულა ფონ დერ ლაიენი: „ევროპის კავშირი ბელარუსის ხალხის მხარესაა“

„ევროპის კავშირი ბელარუსის ხალხის მხარესაა“, განაცხადა დღეს ევროპარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, ევროკავშირში გაოცებული არიან მინსკში დამოუკიდებლობის მოედანზე გამართული მასობრივი დემონსტრაციებისა და ქალთა მარშების მონაწილეთა სიმამაცით. „ბელარუსის ხალხს უფლება უნდა ჰქონდეს, თავისუფლად განკარგოს საკუთარი ბედი, ის არ არის პაიკი ვინმეს საჭადრაკო დაფაზე“, თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და დაადასტურა ევროკავშირის პოზიცია,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შერიფები, დანაწევრებული სუს-ი, ანტიკორუფციული პროკურატურა - ოპოზიციის რეფორმა

ხუთი ოპოზიციური პარტია, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, რეფორმებია საჭირო და 16 სექტემბერს, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ხელი მოაწერეს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის სრულ ცვლილებას გულისხმობს. როგორია გეგმა? შინაგან საქმეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი ნეონაცისტის, მაქსიმ მარცინკევიჩის საკანში სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ

რუსი ნეონაცისტი მაქსიმ მარცინკევიჩი ჩელიაბინსკის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. სიკვდილის წინასწარ მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებენ. მისი გვამი დილით იპოვეს თანასაკნელებმა. მის გვერდით იყო ბარათი, რომელშიც ის მეგობრებსა და ცოლს დაემშვიდობა. წინასწარი მონაცემებით, ის გარდაიცვალა სისხლის დაკარგვის შედეგად. მის გვერდით აღმოჩნდა ბასრი საპარსები. მარცინკევიჩის ადვოკატმა ივან სიდოროვმა განაცხადა, რომ მის კლიენტს თვითმკვლელობის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა. მისი თქმით, თუკი თვითმკვლელობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მერის თქმით, ჩხორიას მუნიციპალიტეტის სახელით "ქართულ ოცნებას" რეკლამას სხვები უწევენ

ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო რეკლამას "ფეისბუკზე" ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის სახელით სხვა პირები ეწევიან და ეს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი არაა. ამის შესახებ მერმა ცესკოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საჩივრის საფუძველზე აცნობა. მერი ცესკოსთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობდა. ცესკოს საჩივრით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 10 სექტემბერს მიმართა. Читать дальше...


Спортсмен из Солнечногорска вышел в финал первенства ЦФО по пляжному волейболу

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Мария Захарова проводит брифинг

Российские сервисы проката самокатов ужесточили штрафы для нарушителей

Донецк: специалисты ФКЦ МГППУ – участники мероприятия по поддержке населения в период боевых действий

В Ульяновске офицер Росгвардии принял участие в открытии турнира по самбо

Музыкальные новости

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Сергей Собянин. Главное за день

Новости России

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Экология в России и мире

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *