Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 03.12.2020

Radiotavisupleba.ge 

სტრატეგიული მოთმინება თუ „მძაფრი“ რეაქცია? თეირანი ბირთვული მკვლევრის მოკვლაზე სათანადო პასუხს ეძებს

ირანში მკაცრი პოლიტიკური ხაზის მომხრეები მოითხოვენ მძაფრი პასუხი გაეცეს საერთაშორისო თავდასხმებს, იმის მსგავსს, როგორიც განხორციელდა ამას წინათ და რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი ემსხვერპლა. ზომიერი პოლიტიკოსები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიპლომატიური გზების ჩაკეტვის საშიშროებაზე ლაპარაკობენ.     მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობამ ისლამური რესპუბლიკა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ფახრიზადე ირანის ადრეული საიდუმლო  ბირთვული პროგრამის შემოქმედი იყო. თავხედურმა ფორმამ თავდასხმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერევანში მიმდინარეობს დაუმორჩილებლობის აქცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

ერევანში მოქალაქეები მართავენ დაუმორჩილებლობის აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი დემონსტრანტები აწყობენ მსვლელობებს და რამდენიმე წუთით კეტავენ ქუჩებს. პოლიციის მოწოდების შემდეგ ისინი ათავისუფლებენ ქუჩებს და შემდეგ კვლავ აგრძელებენ მცირე ხნით ქუჩების ბლოკირებას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიტოკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა 9 ნოემბრის შეთანხმებას, არ აქვს უფლება ეკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არსებით პაკეტზე უფრო მეტი

2 დეკემბერს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს საქართველოსათვის ალიანსთან ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის - არსებითი პაკეტის - განახლებული ვერსია, რაზეც ბრიუსელი და თბილისი გასული წლის დეკემბრიდან მუშაობდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა. რა იქნება შემდეგ? - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 დეკემბერს

"ოცნების" 90 დეპუტატი და ნარკოლოგიური ცნობების დილემა ახალ პარლამენტში 3 დეკემბრს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი 10 დღის ფარგლებში უნდა დაასახელოს საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა პირველი სხდომის გამართვა ჯერ ისევ არ ნიშნავს ახალი პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენასა და არჩეული პირების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას. კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად პირველ სხდომაზე ახლად არჩეული პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძე: ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?!  

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს „ტვ პირველის" ეთერში ჰკითხეს მისი 16 აპრილის განცხადების შესახებ.  „ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავ თუ მოინდომებ, როცა ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?! დავითვალოთ რამდენია, 1200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის?! რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა", - თქვა პაატა იმნაძემ.  16 აპრილს პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს

2023 წელს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება უეფამ დღეს მიიღო აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ნაწილს საქართველოს ოთხი სტადიონი უმასპინძლებს - ბათუმის, ფოთის და თბილისის ორი სტადიონი („დინამოარენა“ და მიხეილ მესხის სახელობის), ევროპირველობის ფინალი კი ბათუმში გაიმართება. ევროპის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში 20 დღით დააპატიმრეს Pussy Riot-ის წევრი „სპეცრაზმელის“ ბოძზე მიბმისთვის

მოსკოვის ტვერის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პანკ- ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ, რიტა ფლორესს (მარგარიტა კონოვალოვს) პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ კრემლის წინ მოწყობილი აქციისათვის. აქცია სახელწოდებით „ფრთხილად, ფაქიზია!“, აქტივისტებმა 28 ნოემბერს გამართეს. რუსულ ეროვნულ კაბებში გამოწყობილმა გოგოებმა პოლიციის სპერრაზემლის ფორმაში მყოფი მხატვარი ფარხად ირაფილ-გელმანი სახელმწიფო მუზეუმის წინ ბოძზე მიაბეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს დემონსტრანტების სასტიკი დევნა 2019 წლის ზაფხულში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვანკუვერში მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის პარკში“ 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა. კანადაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაცია და კანადაში საქართველოს საელჩო, ვანკუვერის მერიასთან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მემორიალის დადგმისთვის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მზად არიან COVID-19 ვაქცინა გაიკეთონ მისი პოპულარიზაციისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი - მზად არიან მოხალისეობა გასწიონ და, როგორც კი COVID-19-ის ვაქცინა დაშვებულ იქნება აშშ-ში, კამერების წინ გაიკეთონ ის, რათა ხელი შეუწყონ სამედიცინო საშუალების მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებას. აშშ-ის ყველაზე უკანასკნელი სამი ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მძლავრი მესიჯი იქნება და ამგვარად ისინი ხელს შეუწყობენ მოსახლეობაში ვაქცინის აუცილებლობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. როგორც CNN-ს განუცხადა ჯორჯ ბუშის შტაბის უფროსმა ფრედი ფორდმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გიორგი გახარიას ტელეფონით ელაპარაკა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში" წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ.  „საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის  გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ოცნების" 90 დეპუტატი და ნარკოლოგიური ცნობების დილემა ახალ პარლამენტში

3 დეკემბერს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი 10 დღის ფარგლებში უნდა დაასახელოს საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა პირველი სხდომის გამართვა ჯერ ისევ არ ნიშნავს ახალი პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენასა და არჩეული პირების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას. რას გვეუბნება კონსტიტუცია და კანონები? როგორ ხდება დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა? როგორ ხდება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პარლამენტმა არჩეულ პრეზიდენტს ჩამოართვა კონტროლის უფლება უშიშროების სამსახურზე

მოლოდვის პარლამენტმა, მმართველი სოციალისტური პარტიის ინიციატვით,  ორი განხილვით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქეყნის არჩეულ პრეზიდენტ, მაია სანდუს, ართმევს კონტროლის უფლებას ქვეყნის უშიშიროების სამსახურზე და ამ უწყებას უქვემდებარებს საკანონმდებლო ორგანოს. 101 პარლამენტარიდან, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 51 კანონმდებელმა, მიუხედავად საპროტესტო აქციისა, რომელიც მაია სანდუს ინიციატივით გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს წინ. მსოფლიო ბანკის ყოფილმა ექსპერტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეუფე იაკობი სიღნაღის მერიისგან ტერიტორიების გადაცემას ითხოვს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სიღნაღში ეკლესიისთვის იმ ტერიტორიების გადაცემას ითხოვს, სადაც ახლა დასასვენებელი სკვერებია. იაკობი ამბობს, რომ უნდა აღადგინოს ეკლესიები, რომლებიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართაც იაკობს ინტერესი გაუჩნდა, სიღნაღის მერიის ბალანსზეა. როგორ შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო სექტორი და ქალაქის მერია ეპისკოპოსის ამ მოთხოვნას? „სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია, მას საზღვარგარეთაც იცნობენ და, როდესაც ტურისტები ჩამოვლენ, ღირსშესანიშნაობები გვინდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მირიან თაზიაშვილს ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიანთკარის განაპირას, ოსურ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ამ ბრალდებით აქამდე საქართველოს მოქალაქეებს 2-3 დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ათავისუფლებდნენ. თაზიაშვილის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალა

31 წლის ქალი ბათუმში დღეს, 3 დეკემბერს, კლინიკა „მედინა"-ში კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც „მედინა"-ს კლინიკური დირექტორი ჯუმბერ უნგიაძემ უთხრა ჟუნალისტებს, ინფიცირებულმა ორსულმა ქალმა საკეისრო კვეთით 25 ნოემბერს ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. შემდეგ კი მისი ვითარება დამძიმდა. უნგიაძის თმით, პაციენტს არ ჰქონია თანმხლები, სომატური დაავადებები, მაგრამ ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება: „ფილტვის ქსოვილი ფაქტიურად აღარ ჰქონდა. ასე რომ, ამან გამოიწვია მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიცანით მოხალისეები, რომლებიც სახლში დარჩენილ კოვიდ პაციენტებს ეხმარებიან

მოხალისე ექთნები და  სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი არაფორმალური  ჯგუფები,  ფაქტობრივად, ჯანდაცვის სისტემის გარეთ დარჩენილ კოვიდპაციენტებს საკუთარი ძალებით ეხმარებიან.

Radiotavisupleba.ge 

კომისია GDS-ს მიმართავს, არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალი აკრძალულ დროს არ აჩვენოს

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა მოქალაქეების საჩივარი და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და GDS TV 2500-2500 ლარით დააჯარიმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. კომისიის განცხადების თანახმად, საქმე ეხება ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის დარღვევისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხი“ 58 061 ლარით დააჯარიმა კომუნიკაციების კომისიამ

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58 061 ლარით დააჯარიმა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო. როგორც კომისია განმარტავს, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის არაერთი მცხოვრები „საზღვრიდან“ უკან გააბრუნეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 10 თვის წინ, პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ისევ ცალმხრივად და დროებით გახსნა მდინარე ენგურის ხიდთან.

Radiotavisupleba.ge 

ანატოლი ჩუბაისი გაათავისუფლეს კომპანია „როსნანოს“ ხელმძღვანელობიდან

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი ჩერნიშენკომ, ხელის მოაწერა დირექტივას, რომლითაც თანამდებობას დატოვებს სახელმწიფო კორპორაცი „როსნანოს“ ხელმძღვანელი, ანატოლი ჩუბაისი. დირექტივა კოროპრაციის დირექტორთა საბჭოს ავალებს, რომ მოამზადოს გადაწყვეტილების პროექტი ჩუბაისის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის ნაცვლად, „როსნანოს“ ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით, სერგეი კულიკოვის არჩევის შესახებ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ვიდეოკონფერენციის დროს სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს. თამარ ჟვანიამ ხელმოწერამდე გამოაცხადა თითოეული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა. „ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი, მათ შორის, პროპორციული სისტემით არჩეულია - 60 - (48.22% - 928 004 ხმა); ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი (27,18% - 523 127... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის 4%-ით ზრდა 2021-ში სიდუხჭირიდან ვერ გამოგვიყვანს

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტი 4.3 %-ით გაიზარდოს. რამდენად რეალისტურია ასეთი გეგმა და, რაც მთავარია, თუ არის ის საკმარისი სიდუხჭირის დასაძლევად? ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებას ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია ესაუბრა. კახა მჭედლიძე: რას ნიშნავს ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის შემცირების შემდეგ, ანუ რასთან შედარებით იზრდება? ირაკლი მაკალათია: ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 4.3 %-იანი ეკონომიკური ზრდა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო-ს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციიდან არჩეულმა სამმა წევრმა

სხდომა, რომელზეც ცესკო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას, პროტესტის ნიშნად დატოვეს წევრებმა ოპოზიციიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეულმა დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოდან", - დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსიდან" - ხათუნა სხირტლაძემ. გურგენიძემ კედელზე, ცესკო-ს ლოგოსთან გააკრა წარწერა: „არჩევნები გაყალბებულია!" თამარ ჟვანიამ გაიხსენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ასე მოიქცნენ კირთაძე და გურგენიძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები საერთო პოზიციაზე შეთანხმებით დასრულდა

ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები "ლელოს" ოფისში  დასრულდა საერთო პოზიციაზე შეჯერებით,  რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. განახლებულ პოზიციებს დიპლომატიურ კორპუსს ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ ხვალ, 4 დეკემბერს წარუდგენენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიაწოდა. „არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის, რა მივამატეთ და რა ფორმაცია აქვს მოთხოვნებს, საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, ამის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კუჭავა: მიდის კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა არ არის საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუჭავას ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი რამდენიმე დღეში გაიმართება. კუჭავას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ მიღწეული იქნება ყველასთვის მისაღები შეთანხმება. მმართველი პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კუჭავამ თქვა, რომ მსჯელობა მიდის კონკრეტულ საკითხებზე. რა საკითხებზე, მას  არ დაუზუსტებია, თუმცა, დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და არ არის საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქნეს მიღწეული... Читать дальше...


Во второй половине дня 30 мая в Москве ожидается гроза

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

В ближайшие выходные по всей России пройдет более 2 тыс. семейных мероприятий

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Актриса Ирина Безрукова рассказала о театральном дебюте Заворотнюк

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Сергей Лёвкин: оставить заявку на подключение к инженерным сетям на mos.ru стало проще

Музыкальные новости

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Детский шопинг в ТРЦ «Нора»

Психолог Макаренко объяснила, как эффективно бороться со стрессом

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *