Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 08.12.2020

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთთან სტუმრად ფრედ ითამაშა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი საფრანგეთთან ფრით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უძლიერეს მეტოქეს პარიზში დაუპირისპირდა, ოთხი გოლი გაუტანა და ამდენივე გაუშვა. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია რუსეთის ნაკრები. მეოთხე გუნდის ვინაობა კი სომხეთისა და ბულგარეთის პლეი ოფში, დღეს უნდა გაირკვეს. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანდემიის შემდეგაც მოხერხდება მისი დადებითი მხარეების შენარჩუნება?

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ერთი შეხედვით, იოლი არ არის ამ ანდაზის მორგება COVID-19-ისთვის, მაგრამ როგორც ყველა კრიზისში, წლევანდელ პანდემიაშიც შეიძლება დადებითი მხარეების გამოძებნა. პანდემიის პირობებში აშკარად უფრო სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ვიდრე მანამდე გვქონდა. ბევრმა ადამიანმა შეძლო წონასწორობის აღდგენა სამსახურსა და ოჯახს შორის მას შემდეგ, რაც მათთვის ოჯახი იქცა სამუშაო ადგილად. არის უფრო ფართო მასშტაბის დადებითი ტენდენციებიც - მაგალითად, გაიზარდა თანამშრომლობისა და სოლიდარობის გრძნობა არა მხოლოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასლან ბჟანიას საგარეო მისწრაფებები: მორიგი სიგნალი თბილისს

პირველი: რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გამყარება; მეორე: საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება - ასე ნაწილდება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში. ასლან ბჟანია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტად მარტში აირჩიეს, ზეპირი განცხადებების შემდეგ, ახლა წერილობით გამოთქვამს მზაობას, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დამატებითი ფორმატების შექმნაზე, რითიც მორიგ სიგნალს უგზავნის თბილისს. 4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფცია ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული რეგიონის დროშის დაწვის და ამის "მძიმე შედეგებისთვის"     

საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც  გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან "მძიმე შედეგები" და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის. სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშულების ერთობლიობის შესაბამისად გამოიტანა განაჩენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 დღე პირველ სხდომამდე - ვისთან ერთად აპირებს "ოცნება" პარლამენტში შესვლას

„ქართულ ოცნება“ იმედოვნებს, რომ მარტოს არ მოუწევს შესვლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება; ხოლო მომავალ წელს პარლამენტში მთელი ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის ამ ეტაპზე ეს იმედი სრულიად გაუგებარია, რადგან ხელისუფლება არცკი განიხილავს ოპონენტების 4-პუნქტიანი შეთავაზების მთავარ საკითხებს. პარალელურად, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი რიგებიდან რამდენიმე პირი შესაძლოა მაინც შევიდეს ახალ პარლამენტში. . ვინ რა პოზიციაზეა? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 დეკემბერს

განცხადებები ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხუთ საათიანი მოლაპარაკებებისა და უკვე მეოთხე მცდელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერაფერზე შეთანხმდა. არადა პარლამენტის პირველი სხდომა კარს არის მომდგარი. გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლაი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბრისთვის დანიშნა. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მოლპარაკებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის კრიზისი და ლუკაშენკა-სარქისიანის ფარული საუბარი მთიან ყარაბაღზე

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული კრიზისი ახალ პიკს აღწევს. 8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფაშინიანისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამშაბათს გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ. ამ ფონზე 8 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელდა ოთხი წლის წინანდელი ფარული აუდიოჩანაწერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალაკვაძე: ვიმუშავეთ ბევრი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს. ის ამბობს, რომ არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და  გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. „ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე „ქართული ოცნების“ მხრიდან განიხილებოდა საარჩევნო რეფორმის საკითხები. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე არის: „ხვალ ან ზეგ შედგება ალბათ ბოლო შეხვედრა, სხდომა უკვე ახლოვდება, პარასკევს არის პარლამენტის პირველი სხდომა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძის თქმით, საუბარი გაგრძელდა პუნქტებზე მაგრამ უშედეგოდ

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით ფასილიტატორების შუადგომლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე საუბარი კვალავ ორივე მხარეთა შეთავაზებების პუნქტობრივ განხილვას დაეთმო, თუმცა არსებითი წინსვლა არ გამოიკვეთა. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ,  საქართველოში ამერიკის ელჩის კელის დეგნანის რეზიდენიაში, მისი და ევროკავშრის ელჩის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა მედიასთან საუბარში. ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა ნათელაშვილი: დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა, ოპოზიციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევა: „მე შემიძლია გითხრათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია-პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ მთელი მსოფლიოს თვალწინ გაშიშვდვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალექსანდრე ელისაშვილი: არანაირად არ შევდივარ პარლამენტში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მეოთხე რაუნდის შემდეგ თქვა, რომ ელჩების თხოვნით, დეტალების შესახებ ლაპარაკისგან კვლავ თავს იკავებს. ელისაშვილი გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად აპირებს პარლამენტში შესვლას. „პირველ რიგში არსად არ შევსულვართ და არსაიდან არ გამოვსულვართ. დილიდან, რომ ვიღაც ტუტუცებს ყიჟინა აქვთ გაცემული იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს Charlie Hebdo-ზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილებისთვის

8 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე საფრანგეთის პროკურატურამ ხუთი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი მოითხოვა 14 პირისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2015 წლის იანვარში სატირული ჟურნალის თანამშრომლებისა და ებრაულ სუპერმარკეტში მძევლების მკლელებთან კავშირში. ამ ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში არაერთი მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი. პროცესზე განაჩენის გამოცხადებას მოელიან მომავალ კვირაში. 16 ადამიანი იქნა მოკლული მძევლების აყვანისას და ყოველკვირეულ Charlie Hebdo-ზე თავდასხმის დროს. სატირულმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისო ბოლქვაძე: ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 32-ე ნომერია „ფეისბუკზე" ეხმაურება „კონსერვატიული პარტიის" ლიდერს ზვიად ძიძიგურს. ბოლქვაძე უკმაყოფილოა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული კრიტიკით. ის წერილში ივანიშვილს 11-ჯერ ახსენებს და ძიძიგურს მიმართავს: „დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა „ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში ვადა გასდის პრემიერისთვის ოპოზიციის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს

სომხეთში 8 დეკემბერს ვადა ეწურება გადადგომის ულტიმატუმს, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს წაუყენა ოპოზიციამ და რომლის პირობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებაა. პოლიტიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამართონ მშვიდობიანი აქციები კანონის ფარგლებში, მაგრამ მაინც მოხდა ზოგიერთი ქუჩის გადაკეტვა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ათეული  ადამიანი. ოპოზიცია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას, რადგან არ ეთანხმება სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის მეზობელ აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის „დროებითი ოკუპაცია“ და უკრაინაში შეიარაღების მიწოდება. რეზოლუცია, რომლის შესრულება არაა სავალდებულო, „დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და გადაუდებლად შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია“. გაეროს რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, აგრეთვე, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების თანამედროვე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" თქვეს

არჩევნებზე ზღვარგადალახული პარტიებიდან მხოლოდ "გირჩი" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მათ დაფინანსების მოთხოვნის წერილი აუდიტის სამსახურს არ გაუგზავნეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს. საბიუჯეტო დაფინანსებას სულ 7 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს, მათ შორის ორი ბლოკია. ბიუჯეტის თანხა დაერიცხებათ: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბლოკში შემავალ პარტიებს („რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ მანდატებზე უარი უნდა თქვას 11 დეკემბერს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე თქვა, რომ არაფერი საიდუმლო ამ მოლაპარაკებათა ფორმატში არ არის. „ივანიშვილი გვთავაზობს, რომ დავთანხმდეთ საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. სამაგიეროდ, მოითხოვს, 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა, პარლამენტად წოდებული, დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად. მოლაპარაკებები შეიძლება პერიოდულად შეჩერდეს, იყოს გარკვეული შუალედები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძე მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებზე ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელება მთლიანად პროცესს აზიანებს და ამიტომ დადგა დრო, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. როგორც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც იგი შეხვედრაზე დააყენებს, არის იმ რეჟიმის დასრულება, რომელიც გულისხმობდა შეთანხმებებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს „ბანდა“ უწოდა, მისთვის შეჯიბრებაზე დასწრების აკრძალვის შემდეგ

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) უწოდა "ბანდა" მას მერე, რაც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტისთვის გაისად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების აკრძალვის თაობაზე, ბელარუსის ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის გამო აგვისტოს არჩევნების შემდეგ. ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლუკაშენკაა, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს. „მითხრან [IOC-ის პრეზიდენტმა ტომას] ბახმა და ბანდამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს, ამბობს გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ფასილიტატორებთან შეხვედრაზე კი იმიტომ შედის, რომ საფუძველი ჩაეყაროს „ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან“. ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე გააკეთა მედიასთან საუბარში. მან ბინძური თავდასხმა უწოდა, მანამდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ოპოზიციის სხვა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად აპირებდა პარლამენტში შესვლას. „პირდაპირ გეუბნებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ რეაგირებს მართლმსაჯულება სექსუალურ ძალადობაზე

„ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ - ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივ პროცედურებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში აფასებს. ანგარიში მოიცავს 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდს და აანალიზებს ამ პერიოდში წარმოებული სისხლის სამართლის 24 საქმესა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ 17 დადგენილებას. სექსუალური ძალადობის დანაშაულები ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი კვესელაძის ლელო „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესო ლელოდ დასახელდა

ორიოდ დღის წინ დასრულებული „შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა შეჯიბრების საუკეთესო ლელოს გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და მასში გამარჯვება გიორგი კვესელაძის ლელომ მოიპოვა. საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრის მიერ, ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან გატანილმა ლელომ საერთო ხმების 64,4 პროცენტი დააგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო უშუალო კონკურენტებს: ინგლისელ ჯონ მეის (22,1), იტალიელ მატეო მინოძისა (6,9) და ფიჯელ მესულამე კუნავულას (6,6). ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ოთხი თამაში ჩაატარეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახს ჟენევის დისკუსიების იმედი აქვს

აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახს იმედი აქვს, რომ აფხაზური მხარე მის გათავისუფლებას დათანხმდება მას შემდეგ, რაც საკითხს ქართული მხარე დააყენებს ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე. „ველოდით, რა თქმა უნდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა ბებუა თავისი ბიძაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. ოჯახი ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იღებს. თამუნას თქმით, ირაკლისთან კომუნიკაცია ოჯახს წითელი ჯვრის მეშვეობით აქვს: „ორჯერ მოგვაწოდეს ირაკლის წერილი. ჩვენგან გაგზავნილი წერილებიც შეაქვთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი გენერალ ლოიდ ოსტინს განიხილავს მომავალ თავდაცვის მინისტრად

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ინაუგურაციის შემდეგ თადარიგში მყოფ ოთხვარსკვლავიან გენერალს, ლოიდ ოსტინს ჩააბარებს პენტაგონის ხელმძღვანელობას. თუ ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა დადასტურდა, მაშინ ოსტინი გახდება აშშ-ის პირველი აფრიკელ-ამერიკელი თავდაცვის მინისტრი. 67 წლის გენერალი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის პრესტიჟული ვესტ პოინტის აკადემიის კურსდამთავრებული, სამხედრო სამსახურში 41 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოადგილე და ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი. Читать дальше...


Собянин: в Москве будут производить автоматы по продаже билетов

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Лавров не исключил шагов по ядерному сдерживанию, если США развернут РСМД

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Собянин: в Москве будут производить автоматы по продаже билетов

Глава Ступина проверил ход работ по установке детской площадки на ул Хвойная

Лавров не исключил шагов по ядерному сдерживанию, если США развернут РСМД

Спасатели вернули домой пропавшего пенсионера с деменцией в Егорьевске

Музыкальные новости

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

ONYX отправляется в Большой тур по России

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Новости России

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Москвич на почве ревности зарезал знакомого своей экс-возлюбленной

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

Отделение СФР по Москве и Московской области проактивно открыло свыше 32 тысяч СНИЛС новорожденным

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *