Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 26.12.2020

Radiotavisupleba.ge 

50 ახალი მილიარდერი სამედიცინო სფეროში - პანდემიის კიდევ ერთი შედეგი

ავტორი: საბა გუჯაბიძე, ამერიკის ხმა კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი მნიშვნელოვნად გამდიდრდა. ნაწილი იმდენად, რომ მილიარდერების სიაში წელს პირველად მოხვდა. გამოცემა "ფორბსმა" ყველა მონაცემი შეაჯამა და საზოგადოებას წარუდგინა სია, თუ ვინ რამდენი ფული იშოვა და რით გამდიდრდა 2020 წელს. გაირკვა, რომ მსოფლიოს სამედიცინო სფეროდან 50 ახალი მილიარდერი ჰყავს. ახალი მილიარდერების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:   1. უგურ შაჰინი, მისი ქონება 4.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასახელდნენ პრემია „საბას“ 2020 წლის გამარჯვებულები

26 დეკემბერს წლის მთავარი ლიტერატურული პრემია „საბა" 9 ნომინაციაში გამარჯვებულ შემდეგ ავტორებს გადაეცათ: 1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუას წიგნისთვის „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ 2. საუკეთესო პიესა - „მარინა რევია“, დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე, 3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია 4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანს, „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“.(ემა ვიგოდსკაია) 5. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიღწევა არის ის, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა. „გარწმუნებთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ დაგმო ლუკაშენკას განცხადება დესტაბილიზაციის მიზნით უკრაინიდან „ტონობით იარაღის“ შეტანის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით დაგმო ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მიერ 25 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით უკრაინის გავლით „ტონობით იარაღის“ შეტანის შესახებ. „უკრაინული იარაღის“ ხსენება იქცა მანტრად, რაც „მკაფიოდ ეწერება ლუკაშენკას მხრიდან ბელარუსის ხალხის დაშინების“ პოლიტიკაში, - განაცხადა უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ. 25 დეკემბერს მინსკში ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების დროს, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ფონდი “უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიტანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გააფართოვა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ სია კრემლის კრიტკოსის, ალექსეი ნავალნის ფონდისა და სხვა უფლებათდამცველი ორგანიზაციების მასში შეყვანის მიზნით. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა, რომლის თანახმად ლაპარაკია შავ შიაში ნავალნის დაარსებული "მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდზე".  ამასთან რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა სიიდან ამოეღო ნავალნის მიერ ადრე დაარსებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“(FBK) ფონდი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში ახალ სპორტულ კომპლექსს რამზან კადიროვის 15 წლის შვილის სახელი მიანიჭეს

ჩეჩნეთში სახელმწიფო ბიუჯეტით აშენებული ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 15 წლის შვილის პატივსაცემად, მისი სახელი „ახმადი“ დაარქვეს. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო არხის, „გროზნოს“ მიერ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტში ითქვა. "ახმად კადიროვი - საბრძოლო სახეობათა კლუბ „ახმატის“ აღზრდილია, მან უკვე მოასწრო მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში. იგი არასოდეს დამარცხებულა. სპორტით პროფესიული გატაცების გარდა, ახმადი სწავლობს რელიგიას და კარგი მოსწრება აქვს სწავლაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: „ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც“

„პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ , - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორედ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში „შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას“. „მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

HRC ხელისუფლებას მიმართავს, გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ, პანდემიის პირობებში, ხანდაზმულთა დახმარების მიზნით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მოუხედავად, კვლავაც ვერ ხერხდება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე ადეკვატური და ეფექტიანი რეაგირება, ამ ნაბიჯების ფრაგმენტულობის გამო. ორგანიზაცია წერს, რომ ახალი შეზღუდვების პირობებში, ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, ხანდაზმულები კვლავაც რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაშუშობაში ბრალდებული ედუარდ სნოუდენი რუსეთში მამა გახდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აშშ-ში წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება, მამა გახდა. მის მეუღლეს, ლინდსი მილს, 26 დეკემბერს, ბიჭი შეეძინა. ამის თაობაზე რუს ჟურნალისტებს აცნობა სნოუდენის ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ, რომლის თქმით, „ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ“. სნოუდენმა 2013 წელს მიიღო რუსეთში თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საიდუმლო მონაცემები სპეცსამსახურების მხრიდან მასობრივი ელექტრონული თვალთვალის პროგრამის შესახებ. სნოუდენი აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში 19 კაცი დააკავეს ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერ აქციაზე

შაბათს პოლიციამ 19 პირი დააკავა ხაბაროვსკში, ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ტრადიციულად ყოველ შაბათს იმართება. სამი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, 26 დეკემბერს რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა საოლქო ადმინისტრაციის წინ, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალურ ქუჩაზე. ჰაერის ტემპერატურა ხაბაროვსკში -19 გრადუსს აღწევს. სერგეი ფურგალის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 169-ედ შეიკრიბნენ აქტივისტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლომ „ბირჟა მაფიას“ საქმის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარიგების პროცესი

დეკემბრის ბოლოს ევროპის ქვეყნებში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის პირველი პარტიის გავრცელების პროცესი. რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ვაქცინის პირველი პარტია 26 დეკემბერს, პოლიციისა და სამხედროების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტანეს. „ვაქციანა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი „გირჩი“ დაფუძნდა

ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაფუძნებულია. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. მისი თქმით, განსხვავებული იქნება ახალი „გირჩის“ საარჩევნო კამპანია და ზოგადად, ბრძოლის გზები. ზურაბ ჯაფარიძის სურვილია, რომ ეს „გირჩი“ იყოს უფრო ღია და გახსნილი პლატფორმა ახალგაზრდა ადამიანებისათვის. არ იცვლება პარტიის ლოგო, არც მისი იდეოლოგია და პარტიის დასახელებაში შენარჩუნებულია სახელი გირჩიც. შეიცვლება მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი. იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის პარტიის სახელად კი დარჩება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანმოს დირექტორი: მზად ვარ მხარდაჭერისთვის, რომ საქართველომ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ ღებრეისუსს, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა ჯაშუში, ორმაგი აგენტი, ჯორჯ ბლეიკი

99 წლის ასაკაში რუსეთში გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში მოქმედი ცნობილი საბჭოთა ჯაშუში, ჯორჯ ბლეიკი. „დღეს გარდაიცვალა ლეგენდარული მზვერავი, ჯორჯ ბლეიკი“, - წერს რუსული სააგენტო „ტასს“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესმდივანზე დაყრდნობით. ჯორჯ ბლეიკი რუსეთში ცხოვრობდა გიორგი ბეხტერის სახელით და მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლად. იგი 1959 წელს გამოააშკარავეს, როგორც დიდ ბრიტანეთში მოქმედი საბჭოთა ჯაშუში. მანამდე ჯორჯ ბლეიკი იყო ბრიტანეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვენ გაიხსნას „ლილო მოლი“, „საბა“ თუ ელიავას ბაზრობა

„ამ სავაჭრო ობიექტების გახსნა საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კანონის უხეში დარღვევა და სოციალური კრიზისი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ადვოკატები“. მათი განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია სავაჭრო ცენტრების/მოლების გახსნის პარალელურად, ბაზრობების გახსნაზე უარი მათი ობიექტური მდგომარეობის შეუფასებლად. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსზე აცრილი სანტა კლაუსი მარხილით შეუდგა თავის ყოველწლიურ მოგზაურობას

სანტა კლაუსი, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა, ამერიკელი და კანადელი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ ხუთშაბათიდან, შობის წინა დღით, შეუდგა თავის მოგზაურობას დედამიწის ზურგზე. სააგენტო „როიტერსის“ თქმით, ამის შესახება განაცხადა აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ: „მე გავემგზავრე ჩრდილოეთ პოლუსზე და თავად გავუკეთე აცრა სანტა კლაუსს. ის მზად არის მოგზაურობისთვის“, - განაცხადა ამ კვირაში ფაუჩიმ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში. შტატ მენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა ნათელაშვილი: ფულს უკან, ბიუჯეტში ვრიცხავთ, მოვითხოვ, თანხა უფასო სასადილოებს მოახმარეთ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ უარი თქვა თავის ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა ის 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაცემულიყო ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე. „მე მოვითხოვ, ეს 67 000 დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ. სხვათა შორის, საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერიძე, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ 1.18 ლარი უფასო სასადილოში სრულიად საკმარისია კალორიული საკვებისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისელი გარემოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ

ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. ისინი მესამე დღეა ბაზრობის შესასვლელთან არიან თავმოყრილნი, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრობის რამდენიმე დღით მაინც გახსნას მოითხოვენ. მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, მთავრობამ კი მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვარძიის თავდაპირველი სახე და დანიშნულება - სასაფლაო

13 იარუსზე განლაგებული 600-ზე მეტი სენაკი, ეკლესიები, გვირაბები, სათავსოები... ეს არის ვარძია, რომელსაც დღეს ვხედავთ, მაგრამ მისი თავდაპირველი სახე სრულიად განსხვავებული იყო. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც 1283 წელს მოხდა, ვარძიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოანგრია. მაშინ კომპლექსი სულ რამდენიმე ათეული წლის აშენებული იყო. გვაქვს თუ არა ცნობები ვარძიის თავდაპირველ იერსახეზე?-  რადიო თავისუფლება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს გურამ ყიფიანს ესაუბრა. - ჩვენ ვიცით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში 23 წლის კოვიდგადატანილი ექიმი გარდაიცვალა

რადიო „მარნეული“ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 26 დეკემბერს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მან კოვიდ-19 ცოტა ხნის წინ გადაიტანა. რადიო „მარნეული“ კლინიკის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ ის გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა, დღეს დილით კი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით გარდაცვლილი ექიმის შესახებ ინფორმაცია "სოლიდარობის ქსელმაც" გაავრცელა. ფეისბუკზე მათ დაწერეს, რომ 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში შესვლა-გამოსვლის წესები იცვლება

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები. კერძოდ: 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გოჩა ლორთქიფანიძე: აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 21 იანვარს გვეცოდინება

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა. ლაპარაკია საჩივარზე, რომელიც, სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა; პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა. საქართველო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართალი არ მიღწეულა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წლის თავზე ისევ ეხმიანება იქ მომხდარ ამბავს და წერს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება ამ დრომდე არ განხორციელებულა. ორგანიზაცია წერს, რომ 2020 წლის 25 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება და ეს მაშინ გააკეთა, როცა გენერალური პროკურორი მის პოზიციაზე ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ რა დახარჯა პოლიტიკურ რეკლამაზე? - "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 26 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის თუ რა თანხა დახარჯეს საარჩევნო სუბიექტებმა  რეკლამაში და რამდენად დომინირებდა ამ პროცესში სახელისუფლებო პარტია. გამოკვლევის თანახმად, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც  134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას. Читать дальше...


6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали гражданина, объявленного в федеральный розыск

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

Летевший из Хабаровска самолет посадили в Нижнем Новгороде



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

В Москве устроивший массовую поножовщину стал фигурантом трех уголовных дел

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Заявление Союза армян России

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

Мариинский театр представит в Большом театре «Жизнь за царя»

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Муруджинские озера

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *