Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 17.12.2020

Radiotavisupleba.ge 

პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით, მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტრადიციულ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე „The Best”, რომელიც ამჯერად, ონლაინ რეჟიმში  გაიმართა, წლის რჩეულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს. მამაკაცთა შორის, საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლევანდოვსკიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აჯობა. ქალთა შორის, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების წევრ ლუსი ბრონზის ერგო. მამაკაცთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნებამ“ ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე მუშაობა დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 დეკემბერს

"ქართული ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. ცვლილებების პაკეტი უკვე მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება და ის შეეხება პარლამენტში არშემსვლელ ყველა პოლიტიკურ ძალას - განურჩევლად იმისა ხელისუფლება მმათ „რადიკალ ოპოზიციად“ მიიჩნევს თუ არა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენეს ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის შეიარაღების მისაწოდებლად

რუსეთის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ნატოს წევრი ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის სამხედრო შეიარაღების მისაწოდებლად. ამას მოწმობს რადიო თავისუფლების სერბული და ბულგარული სამსახურების ერთობლივი გამოძიება. უკანასკნელი ასეთი ცნობილი შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როცა რუსულმა AN-124-მა, რომელიც რუსეთიდან სერბეთში მიფრინავდა, ბულგარეთის საჰაერო სივრცეში გაიარა. ეს დროში დაემთხვა სერბეთისთვის Pantsir-C1 საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილების მიწოდებას. როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი რამდენიმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გელათის ახალი სახურავის დაზიანების მიზეზებს გამოძიება ადგენს

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად  გამოძიება დაიწყო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმართავს.  გამოკითხეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტი, კომპანიის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ (სამუშაოების შემსრულებელი კომპანია)  ხელმძღვანელი  და ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.  გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამებოდა რეაბილიტაციისას რეალურად  გაწეული  სამუშაოები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო აზერბაიჯანისგან შემცირებული ტარიფით მიიღებს ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბ.მ-ის მოცულობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სოკართან" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი ოთხი საათით

რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილი ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენცია 17 დეკემბერს ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე გაფანტული 700-ზე მეტი ჟურნალისტის მონაწილეობით.

Radiotavisupleba.ge 

26 დეკემბერს იგეგმება ახალი „გირჩის" დაფუძნება

პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში ილაპარაკა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ. „26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი „გირჩი" იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამდენ პატიმარს გაათავისუფლებს ამნისტია და როგორ შეეხება ის უვადო პატიმრებს?

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის გათვლებით, ამნისტიის შედეგად საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 1000-მა პატიმარმა უნდა დატოვოს. ჯამში რამდენ პირს შეეხება ჰუმანურ აქტად წოდებული ამნისტია, ეს მისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ეტაპზე, არც ის იცის, შეეხება თუ არა ამნისტია წლების განმავლობაში, ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდებულ პირებს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ დაინტერესებულა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტმა წელს კვლავ იფეთქა მასში გარკვეული გარე ძალების ჩარევის გამო. ამის შესახებ მან ტასის შეკითხვას უპასუხა ხუთშაბათს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. „არა მგონია, რომ ეს რაიმე გარეშე ჩარევის გამო მოხდა. ხშირად გაჩენილა დაძაბულობა, სროლა, წვრილმანი შეტაკებები. საბოლოოდ ყოველივე ეს კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთის პოზიცია ყოველთვის მდგომარეობდა იმაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძე: ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე „ფეისბუკ“-Live-ით მიმართა საზოგადოებას. „ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიიდ დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და Covid – 19-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძე განმარტავს, ვის სჭირდება „რემდესივირი"

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვის დაენიშნება საქართველოში ახლად ჩამოტანილი პრეპარატი „რემდესივირი". „არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ბევრი სხვა მედიკამენტის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ

რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მსოფლიო და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოების დავაში. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ადრე გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთის სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალოთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. რუსეთს ამ ვადით აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ჩატარება. აკრძალვა არ ეხება ევროპულ შეჯიბრებებს. კერძოდ, 2021 წლის ზაფხულში რუსეთი უმასპინძლებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამდენად ეფექტურად აღასრულებენ თვითმმართველობები პიროტექნიკის გაყიდვისას კანონს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის გაყიდვა დაიწყო. გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაფეთქებლებს უმეტესად არასრულწლოვნები ყიდულობენ და მოიხმარენ, პიროტექნიკის არასწორი გამოყენება კი ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. ადამიანები სტაციონარშიც კი ხვდებიან. რამდენად ეფექტურია ადგილობრივი თვითმმართველობების კონტროლი პიროტექნიკის გაყიდვაზე და რა სანქციები მოქმედებს? ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის მასობრივი გაყიდვა დაიწყო. მაღაზიებსა თუ ქუჩებში მოწყობილ ღია დახლებზე ე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპაციით დაცილებული ცოლ-ქმარი. მალხაზ კურტაევს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოლი გამოუძევეს

8 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან 16 საათზე გამოიყვანეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ის სოფელ ოძისის საგუშაგოსთან გადასცეს. იგი საოკუპაციო ძალებმა ქმართან, მალხაზ კურტაევთან (ვანიშვილი) ერთად ჯერ ახალგორის საკარანტინო ზონაში რამდენიმე დღით გააჩერეს, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებას ცხელი ხაზის მეშვეობით დაურეკეს და უთხრეს, რომ ცოლს (თათია საქართველოს მოქალაქეა) ოკუპირებული ტერიტორიიდან აძევებდნენ, ქმარი კი, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე, ცხინვალის რეგიონში დარჩებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. დაგეგმილია ასევე პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაც. ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები ოპოზიციისთვის და ექსპერტებისთვის შანტაჟისა და ოპონენტების მიზანმიმართული დევნის გამოხატულებაა. ფრანგული წარმოშობის სიტყვა - საბოტაჟი - ნიშნავს საქმის განზრახ ჩაშლას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკელები" ოპონენტების დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ „ოცნების" ახალ კანონპროექტს 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის გაუქმებას. „რესპუბლიკელების" შეფასებით, არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელება. „ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირმა მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი

ევროპის კავშირმა 17 დეკემბერს მოიწონა ბელარუსის მიმართ სანქციების მესამე პაკეტი. მასში მოხვდა 29 ფიზიკური და 7 იურიდიული პირი. სანქციების სიაში არიან პრემიერ-მინისტრი ანატოლი სივაკი, „ბელტელერადიოკომპანიის“ ხელმძღვანელი ივან ეისმანტი, რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კაჩანოვა, გენერალური პროკურორი ანდრეი შვედი, ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი იგორ ლუცკი. სანქციების სიაში მოხვდნენ ასევე ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან კავშირში მყოფი ბიზნესმენები. იურიდიული სტრუქტურებიდან სანქციების სიაში შეიყვანეს მთელი რიგი საწარმოები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ, პირველი თამაში მოიგო. ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტური ბაბლის მესამე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონს, მონტენეგროს კლუბ „იადრან ჰერცეგს“, დაუპირისპირდა და ანგარიშით 11:8 სძლია. საქართველოს ჩემპიონი უპირატესობას პირველსავე პერიოდში დაეუფლა - მეოთხედი ანგარიშით 2:1 მოიგო. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით (4:4) გავიდნენ, შეხვედრის ბედი კი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობოები ე.წ. საბოტაჟის კანონპროექტზე: მოსალოდნელი სანქციები აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციურ პარტიებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმის გამო მოსალოდნელი სანქციები აღიქმება როგორც მუქარა, იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ სანქციების მსხვერპლნი. განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დგას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს სასამართლომ შეუფარდა 10 000-ლარიანი გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (10 000 ლარი) შეუფარდა ვანო ფოცხვერაშვილს, რომელიც 15 დეკემბერს დააკავეს აფრიკის დასახლებაში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 22 წლის ფოცხვერაშვილს თავდებად უდგებიან თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ლეიბორისტი" ლაშა ჩხარტიშვილი. ბრალდებულის დედა ეკატერინე სიყმაშვილი ამბობს, „ოჯახი, მშობლები შვილის გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ცოტა შეღავათში რომ შევიდეს მოსამართლე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და თანამშრომელი დაჭრეს - „ვივამედი“

გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები კლინიკა „ვივამედში“ შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.  „ალბათ 3 ან მეტი ადამიანი იყო. ინვენტარი განადგურებულია - სკამები, შუშები, შემოსასვლელი კარები ჩალეწილია; რეგისტრატურის დაფები და ა.შ. და უმძიმესად დაჭრილია დაცვის თანამშრომელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ჩხაიძე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი და განაგრძობს, რომ საბოლოოდ, პოლიციამ განმუხტა სიტუაცია. ჩხაიძის თქმით, თავდასხმის მიზეზი უცნობია, ვინაიდან ჩხუბის დროს პერსონალის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო: უნგრეთმა კანონი დაარღვია მიგრანტებთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის უზენაესმა სასამართლო ორგანომ 17 დეკემბერს დაადგინა, რომ უნგრეთმა კანონი დაარღვია, როცა მიგრანტებს ხელი შეუშალა თავშესაფრის მოპოვებაში და ბევრი მათგანი ტრანზიტულ ბანაკებში მოათავსა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ, იურიდიული პროცედურები დაიწყო თავშესაფრის შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობამ მიიღო 2015 წელს, ევროპაში მილონზე მეტი მიგრანტის ჩასვლით გამოწვეული კრიზისის დროს. მაშინ, როცა ათიათასობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა ჯო ბაიდენს გამოცდილი ადამიანი უწოდა და უარყო რუსი ჰაკერების ჩარევა აშშ-ის შიდა საქმეებში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში „გამოცდილ ადამიანს“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადამინისტრაციის პირობებში გადაიჭრება იმ პრობლემების ნაწილი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში წლების განმავლობაში დაგროვდა. 17 დეკემბერს გამართული ტრადიციული პრესკონფერენციის წინა დღეებში დასავლურ მედიაში გავრცელდა ეჭვი, რომ რუსეთი იდგა აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი კიბერთავდასხმის უკან. მრავალსაათიანი პრესკონფერენციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად პარლამენტს მიმართა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით საქართველოს პარლამენტს ცოტა ხნის წინ ინდივიდუალური განცხადებით მიმართა. მისგან განსხვავებით, გაყოფილი „გირჩის“ სხვა ლიდერები იაგო ხვიჩა, ვახო მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი დეპუტატის სტატუსს ჯერ ინარჩუნებენ. ისინი ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ მანამდე, სანამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულებისა და პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლის შანსი არსებობს. პარტიას არც პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით მიუმართავს ცესკოსთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მაღალი რანგის პირების თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ განხორციელდება

აშშ-ის სანქციები რუსეთსა და მის პარტნიორებს არ მისცემს საშუალებას, მოახდინონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზება. ეს მოსაზრება გამოთქვეს აშშ-ის სენატორმა ტედ კრუზმა - გაზსადენის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ერთ-ერთმა ინიციატორმა - და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. კონგრესმა ახლახან მოიწონა კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს სანქციების გაფართოებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. Читать дальше...


Подмосковье приняло участие в научном медицинском форуме в Гомеле

Член профсоюза педагогов Казаков: в колледжах наиболее популярны IT-профессии

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Новый сервис по передаче данных с «Госуслуг» появился в подмосковных МФЦ



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Новый сервис по передаче данных с «Госуслуг» появился в подмосковных МФЦ

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Музыкальные новости

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

Представители «Лужников» назвали слухи о концерте Канье Уэста в Москве бредом

Мужчина зарезал работницу трапезной в храме Сергиева Посада

Кирьяков прокомментировал отставку Ганчаренко

Организаторы фестиваля "Лето в Москве. Все на улицу!" раскрыли программу на набережных

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *