Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 25.12.2020

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის ვარაუდით, წლის ბოლომდე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა არ არის მოსალოდნელი

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების გაგრძელების სავარაუდო პერიოდად იანვრის შუა რიცხვებს ასახელებს.  „მეხუთე რაუნდის ჩატარება იმდენ ხანს გაიწელა, რომ პირდაპირ მეექვსე რაუნდზე გადავიდეთ ჯობია, თან ქართულ პოლიტიკაში 5-იანი დათარსული ციფრია", - ხუმრობით აღნიშნა კობახიძემ „პოსტივის" ეთერში და განაგრძო, - „ახლა დაიწყო საშობაო არდადეგები, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უცხოელებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანი: მზად ვარ დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი, რიგგარეშე არჩევნების შედეგად

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკით აქვეყნებს მიმართვას, რომელშიც წერს, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუკი ხალხი ასე გადაწყვეტს, რაც 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს. "მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ლიდერად ყოფნა ამ რთულ დროში, თუკი ხალხის ნდობა აღდგენილ იქნება. და ყველა ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები" - წერს ფაშინიანი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნებმა ვერ მოიპოვა ხალხის საკმარისი მხარდაჭერა მიუხედავად იმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებს

ოპოზიციის ამომრჩევლის იმედგაცრუების შესახებ ილაპარაკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. მას მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში მმართველი პარტია შედეგს გაუმჯობესებს. „დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უფრო მეტს მიიღებს. ზუსტად ამ ქაოსის, არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციის მხრიდან არის გადადგმული“, - თქვა კობახიძემ „პოსტივის" ეთერში. როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, შემცირებულია ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაგბის კავშირის გამგეობა საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე 27 დეკემბერს იმსჯელებს

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მორიგი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება. მასზე გადაწყდება, მართლა გაიმართება თუ არა 30 დეკემბერს კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქართული რაგბის მმართველმა ორგანომ გასულ კვირაში ოფიციალურად დააანონსა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ირაკლი აბუსერიძე და კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ლაშა (ბაჩო) ხურციძე. სვანიძემ და აბუსერიძემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის კათოლიკეთა მამამთავარი სამშობლოში დაბრუნდა იძულებითი ემიგრაციის შემდეგ

მინსკის კათოლიკე მთავარეპისკოპოსი ბელარუსში დაბრუნდა მას მერე, რაც ხელისუფლებამ გაუუქმა მას ქვეყანაში შესვლის ოთხთვიანი აკრძალვა, რომელიც დაუწესეს მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლებთან დაკავშირებით. მთავარეპისკოპოს ტადეუშ კონდრუსიევიჩს, ბელარუსის კათოლიკეთა მამამთავარს, 31 აგვისტოს აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება მეზობელი პოლონეთიდან. 74 წლის სასულიერო ლიდერს უფლება არ მისცეს ქვეყანაში შესვლისა, რადგან მან გააკრიტიკა ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა. მთავარეპისკოპოსს უკან დაბრუნების ნება დართეს მას მერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანმა აშშ-ისგან ნებართვა მოიპოვა, გადარიცხოს კოვიდ-19-ის ვაქცინის შესაძენი ფული

ირამა აშშ-სგან მოიპოვა ნებართვა, გამოიყენოს უცხოური ვალუტის რეზერვი, რომელიც  საზღვარგარეთ ინახება, კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა 24 დეკემბერს. აბდოლნასერ ჰამათიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა უწყების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა დაამტკიცა შვეიცარიის ბანკში თანხის გადარიცხვა. ჰამათის თქმით, ირანი 224 მილიონ დოლარს გადაიხდის 16,8 მილიონი დოზა ვაქცინის იმპორტისთვის COVAX-ს საშუალებით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასაქმების ახალი კრიტერიუმი - “Covid-გადატანილი”

“მჭირდება ოჯახში დამხმარე ქალი, აუცილებელი პირობაა, რომ მოხდილი ჰქონდეს კორონა”. “ვეძებ Covid-გადატანილ ძიძას”. “გვჭირდება ექთნები, რეზიდენტები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონა”. „დამეხმარეთ, ვეძებ კოვიდგადატანილ დამლაგებელს“. ეს ფეისბუკსტატუსების ამონარიდებია - პანდემიამ დამსაქმებელთა მოთხოვნების სიაში გააჩინა ახალი პუნქტი: “Covid-გადატანილი”. მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, დაიკეტა ბაღები, სკოლები, მასობრივად აკრძალულია ვაჭრობა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ონლაინ არჩევნებში მელიამ გაიმარჯვა - რატომ აირჩია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრა ფეისბუკით?

ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე, დიდი ალბათობით -  ნიკა მელია ხდება. ელექტრონული კენჭისყრის  შედეგებით - მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე  თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატს - ლევან ვარშალომიძეს.  საბოლოო შედეგი გასაჯაროვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, სადაც შერჩეული კანდიდატის დამტკიცება უნდა მოხდეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარტიის ყრილობა 2020 წლის ბოლომდე  გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი საშობაო მიმართვაში: „ყველა ერთ ნავში ვართ“

რომის პაპმა, ფრანცისკემ, ქრისტეშობის დღეს ილოცა იმისთვის, რომ მსოფლიოში დასრულდეს ტანჯვა. 25 დეკემებრის ტრადიციულ მიმართვაში „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ მან ილაპარაკა ადამიანთა შორის ერთობაზე. „ყველა ერთ ნავში ვართ,“ თქვა პაპმა სამოციქულო სასახლის კურთხევის დარბაზიდან. ჩვეულებრივ ამ დღეს პაპი პეტრეს მოედანზე შეკრებილ  დიდი მასას მიმართავს ხოლმე პეტრეს ბაზილიკის  აივნიდან, რაც ამჯერად შეუძლებელი იყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო. ამჯერად ცერემონიას ასამდე პირი ესწრებოდა. პაპმა ილოცა მათთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

PHR: 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს 24 დეკემბერს, სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ამ ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, ოჯახს უკვე შეუძლია ზუგდიდში, თავის კუთვნილ სამოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა. „ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირიდან გამომდინარე, PHR-მა, როგორც გიგის წარმომადგენელმა სამართლებრივ დავებში, მოითხოვა, ბავშვის და მისი ოჯახის თბილისიდან ზუგდიდამდე ტრანსპორტირება სახელმწიფოს უზრუნველეყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნავალნის ადვოკატის მიმართ, რომელიც ეფ-ეს-ბე-ს აგენტთან შეხვედრას ცდილობდა

რუსეთის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ლიუბოვ სობოლის, კრემლის მიმართ კრიტიკული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატის მიმართ და ის დაკითხვაზე წაიყვანეს 25 დეკემბერს. ამის თაობაზე იტყობინება ფონდის თავმჯდომარე. ივან ჟდანოვის ცნობით, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარის“  მუხლით მას მერე, რაც სობოლმა კარზე დაურეკა აგენტს, რომელმაც  თქვა, რომ ეფ-ეს-ბე ოპოზიციონერის მოწამვლაში იყო გარეული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო პერიოდში​ Facebook-ში რეკლამაზე ყველაზე მეტი "ევროპულმა საქართველომ" დახარჯა

წინასაარჩევნო პერიოდში, 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა ფეისბუკში 1 444 154 ლარის რეკლამა განათავსეს. შესაბამისი ინფორმაცია მათ დეკლარაციაში ასახეს. ყველაზე მეტი თანხა ფეისბუკრეკლამაში "ევროპულმა საქართველომ" დახარჯა. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, მსგავსი რეკლამა არ ჰქონიათ "გირჩსა" და "ლეიბორისტულ პარტიას". პარტიების ხარჯები ასე გადანაწილდა: "ევროპული საქართველო" - 559 303 ლარი; "ნაციონალური მოძრაობა" - 295 003 ლარი; "სტრატეგია აღმაშენებელი" - 279 924 ლარი;... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილმა შობა ჯერ „კათოლიკურ სამყაროს" მიულოცა, მოგვიანებით - „ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს"

25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს მსოფლიო ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუკზე" შობა მიულოცა მხოლოდ კათოლიკეებს. „ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!" - დაწერა პრეზიდენტმა, რასაც არაერთი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა. პრეზიდენტმა მოგვიანებით კიდევ ერთი მილოცვის ტექსტი გამოაქვეყნა, ამჯერად მან „ტვიტერზე" დაწერა: „ვულოცავ ქრისტეს შობას ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთმა შეშფოთება გამოთქვა თალიბანის ლიდერების და ჯგუფის პაკისტანელი წევრების  შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გამო

ავღანეთის მთავრობამ გამოხატა „დიდი შეშფოთება“ ვიდეოჩანაწერის გამო, რომელზეც ასახულია თალიბანის ლიდერების შეხვედრა ჯგუფის პაკისტანელ წევრებთან. „პაკისტანის ტერიტორიაზე მეამბოხეთა ელემენტების და მათი ლიდერების ღიად ყოფნა და მოქმედება აშკარად არღვევს ავღანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს“, ნათქვამია ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 დეკემბრის განცხადებაში. პაკისტანის მთავრობას სამინისტრო გაცხადებაში მოუწოდებს, ნუ დაუთმობს თავის ტერიტორიას მათ, ვისაც ომის და სისხლისღვრის გაგრძელება სურს. ავღანეთმა არაერთხელ დაადანაშაულა პაკისტანი იმაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ადამიანური შეცდომა“, რის გამოც ISFED-ის დირექტორმა პოსტი დაკარგა

„ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო ადამიანური შეცდომა“ - ასეთია დასკვნა კომისიისა, რომელიც სწავლობდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზებს. რომელმა შეცდომამაც ორგანიზაციის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა, ხოლო მის დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს პოსტი დააკარგვინა. 25 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED)  ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელსაც ორგანიზაციის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორიც ესწრებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში აღშფოთებულები არიან „საქართველოს სამხედრო პოტენციალის“ ზრდით და განმარტებებს აშშ-სგან ელიან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან „საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდით“. ამასთანავე, სოხუმი აპირებს, განმარტებები აშშ-ის წარმომადგენლებს მოსთხოვოს, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც საქართველოს მიერ საბრძოლო დრონების შეძენის გეგმაზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი. „სამხედრო პოტენციალის აქტიური ზრდის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქმედებები დააფუძნოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გადაუდებელ აუცილებლობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს ჩაერიცხათ ხელფასი და რატომ - პარლამენტის განმარტება

პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასები ჩაურიცხა. ინფორმაცია და თანხის ჩარიცხვის დამდასტურებელი ფოტოები "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გაავრცელა. ის ერთ-ერთია, ვინც პარლამენტის დეპუტატობაზე უარი თქვა. რადიო თავისუფლებამ საქართველოს პარლამენტს ჰკითხა, რატომ ჩაერიცხათ იმ დეპუტატებს ხელფასები, ვისაც დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება აქვთ დაწერილი. პარლამენტის განმარტებით, ხელფასი ჩაერიცხათ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაგბის კავშირმა გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის კანდიდატების გარეშე მოიწვია

საქართველოს რაგბის კავშირში რამდენიმეთვიანი სიმშვიდის შემდეგ შიდა დაპირისპირება ისევ აგორდა. ახლახან კავშირმა ორგზის გადადებული საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი დაასახელა - ახალი პრეზიდენტი 30 დეკემბერს უნდა აირჩიონ. სავარაუდოდ, საარჩევნო ყრილობა მესამედაც ჩაიშლება. სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე მიმდინარეობს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც არჩევნების კიდევ ერთხელ გადადებას უნდა დაუჭირონ მხარი. პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორს - ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს კი გამგეობის სხდომის შესახებ არც შეატყობინეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე მეორის თემაზე ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო  მონეტები გამოუშვა

2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის "საქართველოს მეფეების" ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ეროვნული ბანკის თანახმად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტებად“ ფიზიკური პირების ცნობას

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ უცხოეთის აგენტებად ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები და გაერთიანებები, რომლებიც რუსეთში პოლიტიკით არიან დაკავებულები და უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასეთი ფიზიკური პირები და გაერთიანებები იძულებული ხდებიან, წარმოადგინონ განაცხადები „უცხოეთის აგენტების“ სიაში მათი შეტანის თხოვნით, რის შემდეგაც რეგულარულად მოუწევთ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა იუსტიციის სამინისტროში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ატომურ ავიამზიდს პირველად უხელმძღვანელებს ქალი ოფიცერი

აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს უმეთაურებს ქალი ოფიცერი, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ემი ბაუერშმიდტი. საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია. იმ წლის კურსდამთავრებული ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებზე. დღეისათვის ემი ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" ISFED-ის არგუმენტს "სუსტ განმარტებას" უწოდებს

"ქართული ოცნება" "სამართლიანი არჩევნების" არგუმენტს პარალელურ დათვლაში დაშვებულ შეცდომაზე "სუსტ არგუმენტს" უწოდებს. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციაში მიზეზი "ადამიანური შეცდომით" ახსნეს, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დანიშნა. "როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (PVT-ის მონაცემები) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ხარვეზის მიზეზი "ადამიანური შეცდომაა"... ეჭვებს შეგნებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა საქართველომ თავად აირჩიოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კოვაქსპლატფორმაზე თავად აირჩიოს ვაქცინა, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად. „გარდა კოვაქსპლატფორმისა და კოვაქსის პრატფორმაზეც, შესაძლოა იყოს სხვადასხვა 5-7 ვაქცინა, ჩვენ წინმსწრებად უფრო მეტი გვაქვს გადახდილი იმიტომ, რომ შევძლოთ იქაც ამორჩევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია, რატომ გადააყენეს ISFED-ის დირექტორი, ელენე ნიჟარაძე

"სამართლიანი არჩევნების" გამგეობის თავმჯდომარემ და წევრმა საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის დირექტორი აღარ არის. გამგეობის წევრის ბაია პატარაიას თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა. გამგეობის თავმჯდომარემ, თამარა სართანიამ განმარტა, რომ PVT-ზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-იც, რომელსაც ორგანიზაციამ დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა. ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით... Читать дальше...


Как успешно сочетать бизнес и материнство: в Москве прошел форум-фестиваль «Мамы. Дети. Бизнес»

Детсад на 400 мест построят в Дмитровском округе

Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей

Между двумя станциями Рублево-Архангельской линии метро идет проходка тоннелей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу

Аналитика: аттракцион «Солнце Москвы» чаще посещают жители Костромской области и КНР

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Новости России

С июня запустят дополнительный авиарейс из Пензы в Москву

Армен Мнацаканян обсудил с фондом «Защитники Отечества» создание алгоритма определения наследников погибших военнослужащих

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали гражданина, объявленного в федеральный розыск

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ONYX отправляется в Большой тур по России

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Недорогой семейный кроссовер Chevrolet вернулся на российский рынок. Цена приятно удивит.

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *