Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 20.12.2020

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ ზომებს ამკაცრებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 დეკემბერს

მუტაციის შედეგად ვირუსმა ბრიტანეთში უფრო სწრაფად გავრცელება დაიწყო ბრიტანეთში ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი ამ დრომდე არსებულზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა. საშობაოდ მკაცრი ზომები ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატორები გამოდიან მოწოდებით პასუხი გაეცეს კიბერშეტევას, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ

აშშ-ის ორი სენატორი აცხადებს, რომ ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ფართომასშტაბიან კიბერშეტევას, რომელიც, აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს და აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს ქსელებში შეღწევა შეძლეს.  რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა "პასუხს მოითხოვს", და ეს "კიბერპასუხი" უნდა იყოს. თუმცა, დასძენს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად აქვს აშშ-ის "იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს იგივე ან კიდევ უფრო მეტი მასშტაბის ქმედება, რომელიც რუსეთმა განახორციელა ჩვენს მიმართ". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტალინი და მისი მარშლები. ნაწილი პირველი

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ახსოვს საბჭოთა ეპოქის სამხედრო აღლუმების დროს მავზოლეუმის „აივანზე“ გამოფენილი მარშლები. მკერდ-მუცელზე დახუნძლული მედლებითა და თავზე ჩამოფხატული დიდი ქუდებით, ისინი ალბათ საკარნავალო პერსონაჟებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე ზესახელმწიფოს სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს. მარშლის ინსტიტუტს წითელ არმიაში სტალინმა ჩაუყარა საფუძველი. 1935 და 1953 წლებს შორის იოსებ ჯუღაშვილი 38 ადამიანს აღავლენს (მათ შორის იოსებ სტალინსაც) ამ წოდებამდე. ამ 38 მარშალში ის გამოყოფს 20 რჩეულთა რჩეულს - საბჭოთა კავშირის მარშლებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნები ბრიტანეთს სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებენ, ვირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ახალი შეზღუდვები დააწესა ბრიტანეთში და ბრიტანეთიდან მოგზაურობაზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში, ლონდონის ჩათვლით,  კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.  ბელგიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთიდან მომავალ მატარებლებს და თვითმფრინავებს საზღვრებს დაუკეტავს, იტალია აპირებს ფრენის შეწყვეტას. მანამდე ბრიტანეთიდან სამგზავრო თვითმფრინავების ჩასვლა აკრძალა ჰოლანდიამ.  პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელჩების კონფერენცია 2020 ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

2020 წლის 21-23 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020" გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია ვირტუალური ფორმატით ჩატარდება. კონფერენციის თემა იქნება “ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”. სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა მსახიობი გოგი ქავთარაძე

80 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. იგი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, 1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის დირექტორად, 1982-1992 წლებში იყო  სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დევნილთა სააგენტო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ოჯახის საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. განცხადების თანახმად, დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა. „დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დააკავეს ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე

ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, ვიასნას განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ათობით მოქალაქე დააკავეს აქციაზე, რომელიც იმართებოდა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. ვიასნა 20 დეკემბერს ავრცელებს ცნობას, რომ დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დაკავებულია სულ მცირე 42 მოქალაქე. ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს

ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მომავალ წელს, გაზაფხულზე დაიწყება და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს საქართველო უმასპინძლებს. დანიის ქალაქ ჰერნინგში გამართული წილისყრის შედეგად დაზუსტდა, რომ შეხვედრები 2021 წლის 12-14 მარტს შედგება და საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლის - საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. მთავარი შესარჩევი რაუნდი კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება და მასში 32 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები განიხილება

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილება - ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა თავმჯდომარის კანდიდატურებზე შესაჯერებლად. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ TV პირველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ, მანამდე კი პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდება: „ალბათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში გრძელდება გლოვა ყარაბაღში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად

19 დეკემბერს სომხეთში დაიწყო სამდღიანი გლოვა, რომლითაც პატივს მიაგებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო, აზერბაიჯანის ძალებთან ექვსკვირიან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. კორონავირუსისგან თავის დასაცავად სახეზე ნიღბით და დაცვით გარშემორტყმული პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 19 დეკემბერს ერევნის ცენტრში შეუერთდა ათასობით მოქალაქეს, სამგლოვიარო მსვლელობაში. ფაშინიანი აცხადებდა, რომ მსვლელობა გაივლიდა რესპუბლიკის მოედნიდან სამხედრო პანთეონამდე. პანთეონთან ფაშინიანის მოწინააღმდეგეებმა მისი მისამართით იყვირეს "მოღალატე"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში გრძელდება აქციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით

20 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ქვეყნის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გადადგომისკენ. ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პოლიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუტაციის შედეგად ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელების ფონზე, ბრიტანეთი ამკაცრებს შეზღუდვის ზომებს

ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები, რომლებიც ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტარიყ არიანმა 20 დეკემბერს განაცხადა, აფეთქებისას დაიჭრა 15 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ხან მოჰამად ვარდაკი. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა დეპუტატის ესკორტი ერთ-ერთ უბანში გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოეკიდა მანქანებს, დაზიანდა შენობები.  არიანის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილება ასევე პარტიის თავმჯდომარის საკითხი. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოზე ბევრია სამსჯელო იმ ფონზე, რაც პარტიამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ამავე დროს თანამდებობა დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. „პარტიის სამოქმედო გეგმაზე არის პოლიტსაბჭოზე მსჯელობა და მისი დასრულების შემდგომ აუცილებლად მოგახსენებთ შედეგებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. TV პირველის ცნობით, გარდაცვლილია 30 წლის ვახო მაჩაბელი, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის საბერძნეთში გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ დაუსახელებიათ. უწყების ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციის მონაწილე: თელავის თეატრთან გაშლილ კარავში ასაფეთქებელი შეაგდეს

თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გაშლილ კარავში ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილე რამაზ აივაზაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წუხელ, კარავში დამონტაჟებული ღუმლის საკვამლე მილში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მასალა შეაგდეს, რომელსაც ძლიერი ხმა ჰქონდა. მანამდე კი რამდენიმე აფეთქების ხმა კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიგეს. „სავარაუდოდ, ეს იყო საახალწლო ასაფეთქებელი, თუმცა საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა. აქციის მონაწილე, კარავში მყოფი ქალი ამ ხმაზე შეუძლოდ გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასულიერო პირებს COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ გაუკეთებენ ტესტს

სასულიერო პირები იმ კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებსაც COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR ტესტით შეამოწმებენ - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ და იგი თავად რელიგიურ კონფესიებთან არის შეთანხმებული. „ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა და მთელ საქართველოზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 745 პირი დაჯარიმდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ 745 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა, ხოლო 104 ადამიანი - 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო. ·პირბადის ტარების წესის დარღვევა ჯარიმდება 20 ლარით. ·კარანტინის წესების დარღვევა ჯარიმდება 2 000 ლარით ფიზიკური პირისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1104-ის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ამ ეტაპზე მძიმეა 1104 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. მათგან 511 თბილისში მკურნალობს, 138 აჭარაში, ხოლო 254 იმერეთში. საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც,  6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოვიდინფიცირების 1731 ახალი შემთხვევიდან თბილისში 774 გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 1731 ახალი შემთხვევიდან, 774 თბილისში გამოვლინდა. რაც შეეხება რეგიონებს, 20 დეკემბრის დილისთვის სურათი ასეთია: აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოვლინდა კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 094 -მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული  9 812 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის  1 731  შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 208 638-შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 599-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 180 441-მდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა. მანდატის მოქმედების ვადად 2022 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ 3 დეკემბერს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოუყო.  ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში  2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვების მოთხოვნებს აცნობს: „აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო... Читать дальше...


Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Mash на Мойке: тела двух студентов нашли в квартире в Петербурге

журналист поставил рекламу надеюсь на пониманию администраторов да контрамарку заслужил может

Раз нет протестов, будут санкции: как навальнисты и команда Ходорковского меняют стратегию борьбы с Россией

Музыкальные новости

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Новости России

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

ONYX отправляется в Большой тур по России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *