Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 30.12.2020

Radiotavisupleba.ge 

ტექნოლოგიის ტენდენციები, რომლებისთვისაც თვალია მისადევნებელი 2021 წელს

ავტორი: რიდ სტენდიში 2021 წელს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის განმსაზღვრელი იქნება ტენდენციები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩამოყალიბდა. პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი - ვაჭრობა, სამუშაო თუ დასვენება. ამას 2021 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტექნოლოგიის განვითარებისთვის. ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ახალმა კორონავირუსმა მთელი დედამიწის მოსახლეობას შეუცვალა მომავალი. ეს სწრაფი ცვლილებები 2021 წელსაც გაგრძელდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში ლოკალიზებულია ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. 30 დეკემბერს გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.  როგორც საგანგებო სამსახური იტყობინება, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომლიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის კარგი ამბები - ასეთიც იყო 

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა ნაკლებად დატოვა კარგ ამბებზე ფიქრის დრო. სანამ განსაკუთრებით არ მოვინდომებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს იმის გახსენება, თუ რა მოხდა წელს კარგი საქართველოსა და მსოფლიოში. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კარგი ამბავი მაინც გაიხსენა. შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და პანდემიით გამოწვეული უიმედობის პირობებში Pfizer-BioNTech-მა და Moderna-მ უპრეცედენტოდ სწრაფად შექმნეს ეფექტური ვაქცინები. ამერიკასა და ევროპაში ვაქცინაცია უკვე დაიწყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში, წმინდა წყალის დასახლებაში ბაზრობა იწვის

ბაზრობას ცეცხლი უკიდია გორში, წმინდა წყალის დასახლებაში. ამ ბაზრობაზე ძირითადად ტანსაცმელი იყიდებოდა. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ რომ დაისჯება ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა საახალწლო დღეებში გაძლიერებულ სამსახურებრივ რეჟიმზე გადადის. საზოგადოებრივ წესრიგს 500 მილიციელი დაიცავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ფუხაევმა აცნობა. ოკუპირებული რეგიონის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება იყო. მილიციამ გადაწყვიტა, რომ მკაცრად დააკვირდეს და ახალი წლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა აღკვეთოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბილოვმა მთავარ ამოცანად დაასახელა რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული რეგიონის შეყვანა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წინასაახალწლო პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივ ჟურნალისტებს მომავალ გეგმებსა და ამოცანებზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შეყვანა მის მთავარ ამოცანად რჩება. „როცა ხელს ვაწერდით ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ, მე, მაშინ, როგორც პარტიის თავმჯდომარე („ედინაია ოსეტია"), ვთავაზობდი ხელშეკრულების საკუთარ ვარიანტს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის მექანიზმს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი ურთიერთობის შეთანხმებას

ბრიტანეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო ურთიერთობის და თანამშრომლობის შეთანხმება. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, თემთა პალატის წევრებს მიმართა თხოვნით, „ქვეყნის ისტორიაში გადაშალონ ახალი გვერდი“ და მხარი დაუჭირონ ევროპის კავშირთან შეთანხმებას. ახლა, მას მერე, რაც  ლორდთა პალატა მიემხრობა მას, ხოლო შემდეგ დედოფალი დაამტკიცებს, დოკუმენტი მიიღებს კანონის ძალას. ბრიტანეთი 31 დეკემბერს ევროკავშირს ოფიციალურად ტოვებს ფაქტობრივიდაც. ევროკავშირის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არგენტინელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს აბორტის ლეგალიზების კანონს

არგენტინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 14 კვირამდე. გადაწყვეტილება დიდ ცვლილებას წარმოადგენს ამ რეგიონში, სადაც ორსულობის შეწყვეტის მკაცრი კანონები მოქმედებს. კანონი უკვე მიიღო არგენტინის დეპუტატთა პალატამ დეკემბერის დასაწყისში და მას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ალბერტო ფერდანდესმა. კანონს ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არგენტინაში. დღემდე აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და იმ შემთხვევებში იყო დაშვებული, როცა დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საკონსტიტუციო  სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ. სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, 29 დეკემბრის განკარგულებით უკრაინის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და დაარღვია კონსტიტუციის გარკვეული ნორმები. საქმე ეხება დოკუმენტს, რომლითაც ზელენსკიმ ორი თვით გაათავისუფლა თანამდებობიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი.   ის ეჭვმიტანილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2020 წელი 5 საძიებო ტერმინში

Trends „გუგლის“ საძიებო სისტემის პროდუქტია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ამა თუ იმ სიტყვის პოპულარობა, როგორი იყო მათი მოძიების ტენდენცია. საქართველოში, როგორც წესი, ყველაზე მეტად „ფეისბუკს“, „იუტუბს“ და ონლაინ კაზინოებს ეძებენ ხოლმე, თუმცა, უფრო საინტერესო ის საძიებო ტერმინებია, რომელთა სიხშირეც დროდადრო იმატებს იკლებს ხოლმე. აი, 5 საძიებო ტერმინი, რომლებიც აქტუალური 2020 წელს გახდა. „კოლინზის“ ლექსიკონმა სწორედ ეს დაასახელა წლის სიტყვად - მილიარდობით ადამიანზე მოახდინა გავლენაო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დენის გაზრდილი ტარიფი მცირე ბიზნესს ახალ პრობლემებს უქმნის

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დენი გაძვირდება.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით, ტარიფი გაიზარდა  როგორც სამომხმარებლო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა 3,5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო კი - 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. იანვრიდან ელექტროენერგიის გაძვირება რომ დამატებით ფინანსურ ხარჯებს წარმოშობს, ეს უკვე დაზუსტებით იცის კახეთში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მფლობელმა, მიხეილ ჩაკვეტაძემ. მან ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას მიულოცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა

საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ რიკერს შორის დღეს, 30 დეკემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი გახარიამ ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის, რომელიც აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ მოვხვდეთ საახალწლოდ სოფელში - ტაქსი ტრაფარეტის გარეშე  

ახალი წლის რეგიონში გატარება 2020 წელს არც ისე იოლი და იაფი ამოცანაა, თუ ავტომობილი არ გყავთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ტაქსი ძვირი ღირს, თუმცა ნახევრად არალეგალური გზით თბილისიდან გაღწევა მაინც შესაძლებელია.    მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, თუმცა აკრძალვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს (ამ კატეგორიას მიეკუთვნება ე.წ. „მინივერებიც“), ანუ ტაქსებს მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ სამ ადამიანს (მძღოლის ჩათვლით). ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 2 ათასი ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანმა უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის თითოეული მსხვერპლის ოჯახს 150 ათასი დოლარი გამოუყო

ირანმა განაცხადა, რომ 150 ათასი დოლარი გამოუყო თეირანის მახლობლად ერთი წლის წინ ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავში მყოფი 176 დაღუპული პირის ოჯახებს. 30 დეკემბრის განცხადებაში ირანის მთავრობა იუწყება, რომ „150 ათასი დოლარი, ან მისი შესაბამისი თანხა ევროში, რაც შეიძლება მალე გადაეცემა დაღუპულთა ოჯახებს“. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების 752-ე რეისი წელს, 8 იანვარს, თეირანში აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. მასში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. უმეტესობა ეთნიკური ირანელები იყვნენ კანადის მოქალაქეობით, ან იქ ცხოვრების მუდმივი უფლებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასე ვერ გავფრინდებით... ევროპაში

2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში აპირებენ გამგზავრებას, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზეც შეუმოწმებენ. საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს უფლება ექნებათ უარი უთხრან საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთაზე. სიახლეს მიესალმა საქართველოში ევროკავშირის საელჩო, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ახალი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. რა იცვლება ახალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იემენის ქალაქ ადენში ახალი მთავრობის ჩასვლისას აეროპორტზე თავდასხმა მოხდა

სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ადენის აეროპორტში აფეთქების შედეგად. იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქის აეროპორტზე თავდასხმა მოხდა იემენის ახალი მთავრობის წევრების შეხვედრის დროს, რომლებიც საუდის არაბეთიდან დაბრუნდნენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მონაწილეებს სურდათ ახალი კაბინეტის წევრების დახოცვა. მოხელეები უსაფრთხოდ მიიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში. პრემიერ-მინისტრმა, მაინ აბდულმალიქმა, მომხდარს „მხდალი ტერორისტული თავდასხმა უწოდა“, რომელიც ნაწილია იემენის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომისა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატი ზავრადაშვილი ფიქრობს, რომ ბაღი ყველასთვის უფასო არ უნდა იყოს და ამით ბევრი პრობლემა გადაიჭრება

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირმა ზავრადაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ბავშვისთვის საბავშვო ბაღი უფასო არ უნდა იყოს, გადასახადი კი მიბმული უნდა იყოს მშობლის შემოსავალზე. მან პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ამ საკითხის მოგვარება ბევრ პრობლემას გადაჭრის. "ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდა და ყოფნა არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავალზე მიბმული. რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ბრიტანეთის ელჩს, დებორე ბრონერტს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების მიზეზია ბრიტანეთის მიერ ოქტომბერში „მიუღებელი და უსაფუძვლო შემზღუდავი ზომების დამტკიცება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ, ნავალნის ინციდენტთან მათი სავარაუდო კავშირის გამო“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთში მოგზაურობა აეკრძალებათ მათ, ვინ „მონაწილეობა მიიღო ანტირუსული სანქციების დაწესებაში“.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ხელფასი მოითხოვა

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ხელფასის მოთხოვნით მიმართა. კობახიძეს არ დაუსახელებია დეპუტატების გვარები, თუმცა მათი ვინაობა გააჟღერა ტელეკომპანია "იმედმა". არხის ინფორმაციით, ესენი არიან: ბაჩუკი ქარდავა ("ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია"), ტარიელ ნაკაიძე ("ევროპული საქართველო") და ავთანდილ ენუქიძე ("პატრიოტთა ალიანსი"). "ეს ძალიან კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებს შორის არის შემოსვლის მზადყოფნა", - თქვა კობახიძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბილოვი მოსალოდნელი კრიტიკის გამო  ახალგორში არ ჩავიდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, რაიონების მოსახლეობასთან ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს, თუმცა იგი წელს ოკუპირებულ ახალგორში აღარ ჩასულა, ის მხოლოდ ამ რაიონის ერთ-ერთი სოფლის, წინაგარის, მოსახლეობას შეხვდა. შარშან შეხვედრისას მას ახალგორელების კრიტიკის მოსმენა მოუხდა - ახალგორელები მას გზის გახსნას სთხოვდნენ. „სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს, როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ?!“ „მე შვილი მომიკვდა და 40 დღის განმავლობაში აქედან არ გამიშვეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამნისტია შესაძლოა პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ

ამნისტია შესაძლოა პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას გაისმა მოსაზრებები, რომ გამოირიცხოს კონკრეტული დანაშაულის მუხლები. "გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საპატიმროში ყოფნის პარალელურად, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხუნდაძეს ინიციატივა აქვს, ამნისტია ოჯახში "ემოციურ ნიადაგზე" დანაშაულის ჩამდენ პირებსაც შეეხოს

პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, ამნისტიის კანონი შეეხოთ იმ პირებსაც, ვინც ოჯახში ძალადობა "ემოციურ ნიადაგზე" ჩაიდინა. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს პენიტენციური სამსახურის დადებითი დახასიათება და ოჯახიც წინააღმდეგი არ უნდა იყოს. "არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები (რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს)... ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა", - თქვა ხუნდაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ბლოკსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 30 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის სახელით ოფიციალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მათ ურთიერთობას განსაზღვრავს. 30 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტებს ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩაიტანს ლონდონში, რათა მათზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმოწერის შემდეგ, ის პარლამენტმა დაამტკიცოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ვეტერანი მორაგბის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის - ირაკლი აბუსერიძის გამარჯვებით დასრულდა. რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართულ საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 80 დელეგატიდან 43-მა გაიარა რეგისტრაცია. ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - ლაშა (ბაჩო) ხურციძის მხარდამჭერებმა, მაგრამ კვორუმი (41 დელეგატი) მაინც შედგა და არჩევნებიც გაიმართა. საბოლოოდ, ხმები მხოლოდ ორ კანდიდატზე გადანაწილდა. ირაკლი აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა. Читать дальше...


Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Победителем конкурса предпринимателей с инвалидностью «Инвастартап–2024» стал воронежский проект модульных домов

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

ONYX отправляется в Большой тур по России

Новости России

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Музей Победы пригласил на познавательные программы в летние каникулы

Владислав Шапша озвучил в Москве предложения по поддержке калужских высокотехнологичных предприятий

Площадь пожара на складе в Новогирееве увеличилась до 4000 квадратных метров

Экология в России и мире

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *