Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 21.12.2020

Radiotavisupleba.ge 

ფსბ-ს თანახმად, კუდრიავცევთან ნავალნის სატელეფონო საუბარი ფაბრიკაციაა

ფსბ-მ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებულ გამოძიებას უწოდა „უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებული პროვოკაცია“, ხოლო ვიდეოს სატელეფონო საუბრით ნავალნისა და ფსბ-ს თანამშრომელ კუდრიავცევს შორის, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მოწამვლასთან - „ფაბრიკაცია“. ფსბ-ს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრის განცხადებას რუსეთის მედია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროვოკაციის“ მიზანი იყო ფსბ-სა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია და რომ მისი განხორციელება „შეუძლებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტი სამთავობო პროგრამას განიხილავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 დეკემბერს

საქართველოს პარლამენტში გრძელდება მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი მინისტრთა კაბინეტსა და მათ პროგრამას განიხილავს. „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია გიორგი გახარიას კაბინეტის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომლის განხილვა გუშინ დაიწყო. დღეს კი პარლამენტის 7 კომიტეტის წევრები მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. მათ შორის განათლების, იუსტიციისა და შს მინისტრობის კანდიდატებს. 23 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტი სამთავრობო პროგრამას განიხილავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 დეკემბერს

საქართველოს პარლამენტში გრძელდება მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი მინისტრთა კაბინეტსა და მათ პროგრამას განიხილავს. „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია გიორგი გახარიას კაბინეტის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომლის განხილვა გუშინ დაიწყო. დღეს კი პარლამენტის 7 კომიტეტის წევრები მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. მათ შორის განათლების, იუსტიციისა და შს მინისტრობის კანდიდატებს. 23 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ლიბიის მოქალაქეს ბრალი წაუყენა 1988 წელს ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებისთვის

აშშ-მა ბრალი წაუყენა ლიბიის მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია იმ ბომბის აწყობაში, რომელმაც 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის თავზე ააფეთქა აშშ-ისკენ მიმავალი თვითმფრინავი. 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრალდებაში ნახსენებია ეჭვმიტანილი აბუ აგილა მოჰამად მასუდი, რომელიც ამჟამად ლიბიაში იმყოფება პატიმრობაში. მას ბრალად ედება 1988 წელს კომპანია Pan Am-ის თვითმფრინავის აფეთქებაში, რასაც ემსხვერპლა 270 ადამიანი, მათ შორის 190 ამერიკელი. აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს მასუდის აშშ-ში ექსტრადიციას, რათა იქ გაასამართლონ ის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალგორელი კაცი გარდაიცვალა სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემდეგ

სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემდეგ კიდევ ერთი ახალგორელი გარდაიცვალა. 80 წელს გადაცილებული გოგია თათარაშვილი ბოლო დრომდე დაბაში იმყოფებოდა და მას ადგილობრივი ექიმები ტრანსპორტირების უფლებას არ აძლევდნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა და მან ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ახალგორის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ გობოზოვმა მას საქართველოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის უფლება მანამდე არ მისცა, ვიდრე მოხუცი კომაში არ ჩავარდა. როგორც ცნობილია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებისთვის დრო იწურება

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი 21 დეკემბერს განაგრძობენ მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც მხარეებმა გასული კვირის ბოლოს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ბრექსიტის შემდგომ პერიოდში ვაჭრობის შესახებ. მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავარი წარმომადგენლები, მიშელ ბარნიე და დევიდ ფროსტი 20 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს ბრიუსელში, მაგრამ, რვათვიანი მოლაპარკებების მიუხედავად, კვლავაც გადაუჭრელი რჩება საკვანძო მნიშვნელობის საკითხები. ორ კვირაზე ნაკლებ დროში ბრიტანეთი დაასრულებს ევროკავშირიდან გასვლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრის დაპირებები პარლამენტის კედლებზე

ეკოლოგიურ ჯგუფ “გავიგუდეს” აქტივისტებმა პარლამენტის შენობის კედელზე ხანმოკლე ვიდეო გაუშვეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის  დამტკიცების მოთხოვნით.

Radiotavisupleba.ge 

გორში ხანძარს 60-წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

სახანძრო და სამაშველო ბრიგადები არის მობილიზებული გორში, სამეფოს ქუჩაზე, სადაც ორსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ცეცხლის გაჩენის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Radiotavisupleba.ge 

პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე წარსადგენად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის შინაარსიც საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გააცნო. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატებს ან მათ ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას, ასევე, ვერ მიიღებს თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირში უკვე წელს დაიწყება Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება

სამედიცინო პრეპარატების ევროპულმა სააგენტომ 21 დეკემბერს მოიწონა ევროკავშირის ტერიტორიაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, რომელიც კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა შექმნეს. როგორც მოელიან, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში დაადასტურებს ევროპის კომისია. როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ვაქცინის სერტიფიცირება ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია უკვე ახალ წლამდე შეიძლება დაიწყოს. რიგ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორი ფორთოხლის ამბავი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ენტონი ბერჯესის რომანის, „მექანიკური ფორთოხლისა“ და სტენლი კუბრიკის ამავე დასახელების ფილმის შესახებ, ანუ საუბარია 1962 წელს გამოცემულ კარგ წიგნსა და 1971 წელს გადაღებულ კინოშედევრზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად იქცა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმის პოპულარობამ ხელი შეუწყო ლიტერატურული ორიგინალის შემდგომ პოპულარობას. სტენლი კუბრიკს უყვარდა ლიტერატურა და უამრავ ლიტერატურულ წყაროს მიმართა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსეთმა და რუანდამ ქვეყანაში ჯარები გაგზავნეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსეთმა და რუანდამ ასობით სამხედრო განალაგეს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. ეს განცხადება მთავრობამ 21 დეკემბერს გააკეთა. მანამდე ორი დღით ადრე მან ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ბოზიზეს ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მას მერე, რაც მეამბოხეთა ჯარები დედაქალაქ ბაგუისკენ დაიძრნენ. ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეამბოხეები მოიგერიეს და ვითარება „კონტროლს ექვემდებარება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა 28 წლის ორსული ქალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  

ორი ადამიანი გარდაიცვალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთ-ერთი მათგანი არის 28 წლის ორსული ქალი. კლინიკა „ბაუში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქალი უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით დღის 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიყვანეს. მას სასწრაფოდ უტარდებოდა ოპერაცია, რომლის დროსაც გარდაიცვალა. ვერც 30 კვირამდე ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა მეორე დაზიანებულ ავტომანქანაში მყოფი კაცი. ქალთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ მისი მამა და ქმარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის 55 უარი მანდატზე - ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი 100-ზე ნაკლები დეპუტატით?

თუკი ოპოზიცია არ შევა და 150-წევრიან პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩება, „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - საკანონმდებლო ორგანოს არალეგიტიმურად გამოცხადების მიზნით, რაც საბოლოოდ, მათი გეგმის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი უნდა გახდეს.

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების ჩამორთმევას აპირებენ

გასულ კვირას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა - 18-მა კაცმა - ე.წ. პარლამენტს ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით მიმართა. პროექტის მიხედვით, ე.წ. დეპუტატებს, დე ფაქტო პრეზიდენტის ნების მიუხედავად, შეეძლებათ მოხსნან თანამდებობიდან ე.წ. გენერალური პროკურორი. ე.წ. დეპუტატები აცხადებენ, რომ რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად მხოლოდ ეს გზა რჩებათ, რადგან ბიბილოვი, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან არ ათავისუფლებს ე.წ. გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოქვეყნდა ნავალნისა და მისი მოწამვლის სავარაუდო მონაწილის საუბრის ჩანაწერი

ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა: „ცოტა მეტ ხანს რომ გაგრძელებულიყო, მაშინ, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. აი, ხედავთ, ასე მოხდა... ეს სწორედ ის ცუდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს საქმეში შეიძლება იყოს.“ ნავალნისთან თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე მოათავსეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ტერორისტულ აქტზე არიან წამსვლელები - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ტერორისტულ აქტებზეც კი არიან წამსვლელები: „მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, გავრილოვი... ვინაიდან დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც [გიორგი] გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს… არაფერს არ გამოვრცხავ. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატი, რომელიც ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასს ვერ მიიღებს - კანონპროექტი

პარლამენტში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს პლენარული სხდომების გაცდენის შემთხვევაში სანქციებს უმკაცრებს. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ახლა უკვე საუბარია ხელფასის არა ნახევრის, არამედ სრულად დაკავებაზე. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები არიან: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი. "პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში მემარჯვენე ექსტრემისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შარშან სინაგოგაზე თავდასხმისთვის

მემარჯვენე ექსტრემისტ შტეფან ბაიეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შარშან გერმანიის ქალაქ ჰალეში სინაგოგაზე განხორციელებული თავდასხმისთვის. მაგდებურგის სასამართლომ 21 დეკემბერს 28 წლის ბაიე დამნაშავედ ცნო და დაადგინა, რომ ის არ შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს 15 წლის პატიმრობის მოხდის შემდეგ. გერმანიის კანონმდებლობით, ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა. ბაიემ აღიარა, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს შეეცადა შეჭრილიყო სინაგოგაში, სადაც ათობით იუდეველი იყო თავმოყრილი ებრაულ დღესასწაულ იომ ქიფურზე. მას მერე, რაც მან კარი ვერ შეანგრია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტის დეპუტატების მანდატებზე უარი თქვა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტს პარტიის წევრებისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, ამ განცხადების შეტანა მას და მის თანაპარტიელებს კორონავირუსით ინფიცირების გამო დაუგვიანდათ. "სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა, თითქოსდა, ვერ ამტკიცებს ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს... გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა, თავის დროზე, ცესკომ... ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი?

დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან გავრცელებულმა ცნობებმა კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები, შტამის გამოჩენის შესახებ მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ უცნობია, თუ რამდენად სახიფათოა ვირუსის ახალი ვარიანტი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ვაქცინების ეფექტიანობაზე იმოქმედოს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70 %-ით უფრო გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლას ზღუდავენ იქ კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო

20 ქვეყანაზე მეტმა შემოიღო დიდ ბრიტანეთთან ავიარეისების აკრძალვები იქ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო. მათ შორისაა დანია, იტალია, ნიდერლანდი და ავსტრალია. ამ ქვეყნებში უკვე გამოვლინდა ახალი შტამით დაავადების ათზე მეტი შემთხვევა. ავიარეისების დროებით აკრძალვის შესახებ გამოაცხადეს გერმანიამ, ჩეხეთმა, შვედეთმა, ისრაელმა და რუსეთმა. საფრანგეთმა მთლიანად ჩაკეტა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები. ლონდონმა ჩაკეტა ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბი, რომელიც დიდ ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორჯღალოსნებთან მატჩამდე რუსეთის ნაკრები ქართველ ლეგიონერებთან დამარცხდა

რუსეთის სარაგბო ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის მოსამზადებლად ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდა. ლინ ჯონსის შეგირდებმა სოჭში ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 18:28 წააგეს რუსეთის გუნდებში მოთამაშე უცხოელი ლეგიონერების ნაკრებთან. ლეგიონერთა შემადგენლობაში ექვსმა ქართველმა ითამაშა: გიორგი ჭყოიძემ, ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, ნიკა ცირეკიძემ, რევაზ ბროძელმა და ამირან ჩიტეიშვილმა. ჭყოიძემ და დონაძემ თავი გატანილი ლელოებით გამოიჩინეს, რუსეთის ნაკრების სახელით კი მინდორზე ნიკოლოზ კაზალიკაშვილი გავიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა, ადგილობრივი ვაქცინაციის ფონზე

რუსეთში წუხელ კორონავირუსით დაავადების 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც COVID-19-ის პანდემიის განმვალობაში სარეკორდო დღიური მაჩვენებელია. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 493-ით გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში დაინფიცირდა 2,8 მილიონი კაცი. პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 51 000 პაციენტი. წლის დასაწყისიდან რუსეთში დადასტურდა სიკვდილიანობის მატება - შარშანდელთან შედარებით 120 000-ით მეტი. ბევრი დემოგრაფი ვარაუდობს, რომ ასეთი შემთხვევების უმრავლესობა სწორედ პანდემიას უკავშირდება. Читать дальше...


Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Как отдыхаем в июне?

Летевший из Хабаровска самолет посадили в Нижнем Новгороде



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Обгоревшие тела детей были обнаружены после пожара под Чеховом

Доля России в импорте Евросоюза сократилась в 6 раз за 2 года

Устроивший массовую поножовщину фитнес-тренер лечился от наркозависимости

Российские сервисы проката самокатов ужесточили штрафы для нарушителей

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Новости России

Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Летевший из Хабаровска самолет посадили в Нижнем Новгороде

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

прямые продажи модулей и заметок для ип чувашии юра в 89278591263 сбер альфа от 1200

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Рождественское утро...

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *