Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 04.12.2020

Radiotavisupleba.ge 

როიტერსი: განვითარებული ცენტრიფუგების ამოქმედებით ირანი ბირთვულ შეთანხმების პირობებს დაარღვევს  

ირანი გეგმავს უფრო განვითარებული ცენტრიფუგები დააყენოს მიწისქვეშა ბირთვულ საწარმოში, რაც მსოფლიოს ქვეყნებთან დადებული შეთანხმების დარღვევა იქნება, იტყობინება როიტერსი 4 დეკემბერს და იმოწმებს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. სააგენტოს დახურული ანგარიშში, რომელიც როიტერსმა მოიპოვა, ნათქვამია, რომ ირანი გეგმავს   IR-2m-ის ტიპის განვითარებული  ცენტრიფუგების კიდევ სამი ჯგუფი დააყენოს თავის მიწისქვეშა ბირთვულ საწარმოში, ნათანზში, თეირანიდან 300 კილომეტრში. 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მანიფესტის ხელმომწერები ოპოზიციას მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში

სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს, რომლითაც მიმართავენ ოპოზიციურ პარტიებს „არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას", ამ დროისთვის 950-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.  „3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ცნობილია, რომ ოპოზიციური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თბილისური თამაშებით დაიხურება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ორ თამაშს - სერბეთთან და ფინეთთან, თბილისში ჩაატარებს. თბილისშივე შედგება საქართველოს ნაკრების ჯგუფის (E ჯგუფის) დასკვნითი ტურის კიდევ ორი მატჩი - ფინეთსა და შვეიცარიას და სერბეთსა და შვეიცარიას შორის. გადაწყვეტილება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს მიიღო. შეხვედრები 15-23 თებერვალს შედგება, ახალი „ბაბლის" სისტემით. თბილისში, ოთხივე ნაკრები ერთ სასტუმროში გამოიკეტება და მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ივლის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატალია ილიჩოვას ორი შს მინისტრისგან აქვს ჯილდო მიღებული უმწიკვლო სამსახურისა და სანიმუშო მუშაობისთვის

ე.წ. "კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ასაჯაროვებს საქმეში არსებულ დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნატალია ილიჩოვას 2013 და 2019 წლებში, ანუ მოქმედი ხელისუფლების ფარგლებში ორი სხვადასხვა შინაგან საქმეთა მინისტრისგან აქვს მიღებული ჯილდო და სიგელი, როგორც სასაზღვრო პოლიციის სანიმუშო თანამშრომელს. ნატალია ილიჩოვა 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის სიგელით, გიორგი გახარიას კი 2019 წელს "უმწიკვლო სამსახურისთვის" სამკედრე ნიშნით ჰყავს დაჯილდოვებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე კმაყოფილია ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე პასუხობს შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით? „დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, ის დაპირისპირებები, მაგრამ  მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში, რომელთა შორის გამორჩეული ადამიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი მე თუ მკითხავთ პირადად, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეშფოთება და NATO-ს გაფრთხილება

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი ონლაინ-კონფერენციის მეორე დღეს რუსეთმა ნატოს - „როგორც ახალი არაკეთილმოსურნე მოთამაშის“ - გამოჩენა შავი ზღვის აკვატორიაში შეაფასა ეპითეტით „შემაშფოთებელი“  და ალიანსი დაადანაშაულა მცდელობაში რეგიონის მეზობელი სახელმწიფოები, საქართველო და უკრაინა, რუსეთის ე.წ. „შეკავებისკენ“ მიმართულ საქმიანობაში ჩააბას. „ნატოელი პარტნიორები თავიანთ საქმიანობაში აბამენ უკრაინასა და საქართველოს, ერთობლივი მანევრებისა და სწავლების დროს გეშავენ მათ რუსეთის წინაღმდეგ“,- განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გადავა თუ არა "ქუჩა" პარლამენტში? მიმოწერა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ბოლო ორი დღეა, ოპოზიციონერი ლიდერების კომენტარებში შედარებით შერბილებულია უწინდელი კატეგორიული ტონი ახალ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. თუმცა კვლავაც წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. 4 დეკემბერს ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შემუშავებული წერილობითი გეგმა გაუგზავნა. სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხიც სწორედ „ქართული ოცნების“ კომპრომისზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი ეუთოს გენერალური მდივანი გახდა

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს, ახალი გენერალური მდივანი გახდა გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2015 წელს ირანთან მსოფლიოს წამყვან ქვენების ბირთვულ შეთანხების შემუშავებაში. შმიდი პირველი ქალია ამ თანამდებობაზე. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ტვიტერით გაავრცელა 4 დეკემბერს ცნობა ამის შესახებ მას მერე, რაც ეუთოს 57 წევრმა კენჭისყრა გამართა. 59 წლის შმიდი ევროკავშირში  გენერალური მდივანი იყო გერმანიის მხრიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში განახლდა საპროტესტო აქციები

ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც, ადგილობრივი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები არიან. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები არიან შეკრებილები და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა. „ჩვენ საპროტესტო აქციაზე გამოუვალი მდგომარეობის გამო გამოვედით. ვერ ვხედავთ გამოძიების საქმეში სამართლიანობას. სამი თვე გავიდა და არავითარი შედეგი არ არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები მზად არიან COVID-19 ვაქცინა გაიკეთონ მისი უსაფრთხოების საჩვენებლად

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მზადყოფნას გამოთქვამენ, გაიკეთონ საჯაროდ  კორონავირუსის დამტკიცებული ვაქცინა, რათა დაადასტურონ მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 3 დეკემბერს აშშ-ის ყველაზე უკანასკნელმა სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ  ეს მძლავრი მესიჯი იქნება და ამგვარად ისინი ხელს შეუწყობენ მოსახლეობაში ვაქცინის აუცილებლობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. 78 წლის ბაიდენმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკელმა ხალხმა შეიტყოს, რომ ის უსაფრთხოა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს აცხადებს, რომ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებულები ტაქსის მძღოლი

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, თბილისში კაცს იზოლაციაში ყოფნის ნაცვლად თბილისის ქუჩებში ტაქსით სისტემატურად გადაჰყავდა მგზავრები. „1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან", - ნათქვამია განცხადებაში.  იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმეს. ორივე კოვიდინფიცირებულ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მოწევას თავი დაანებეთო" - ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის ოთხ პირობას ასახელებს

„გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა ამავე პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნების შესახებ. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ჯაფარიძემ ოთხი პირობა გამოუგზავნა და მათზე დათანხმება მოსთხოვა. „ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პრეზიდენტობა 20 პოლიტიკოსს სურს

ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება სურს 20 პოლიტიკოსს, რომლებმაც საარჩევნო კომისიაში შეიტანეს საჭირო საბუთები, სათანადო რაოდენობის ხელმოწერების და ფულადი სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამის თაობაზე განაცხადა 4 დეკემბერს, შუა ღამის შემდეგ, როცა ამოიწურა საბუთების შეტანის ვადა. ახლა, სანამ 15 დეკემბერს გამოცხადდებოდეს კანდიდატთა საბოლოო სია, კომისია შეისწავლის შეტანილ საბუთებს. თითოეულ კანდიდატს სჭირდება 30 ათასი ხელმოწერა და 12 ათას დოლარის შესაბამის თანხაზე ნაკლები ფულადი შესატანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზოგს ციხე, ზოგს გაძევება - საოკუპაციო რეჟიმის არათანმიმდევრული მიდგომა საქართველოს დაპატიმრებული მოქალაქეების მიმართ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს, ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. ცისანა თაზიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა მისი მეუღლის გასათავისუფლებლად, რადგან იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, სხვა შემთხვევაში საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მოქალაქე ავსტრიაში ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის 42 წლის მოქალაქე ამზადებდა ავსტრიაში ტერორისტული აქტის მოწყობას, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რომელიც ეყრდნობა ავსტრიული გამოცემის, Heute-ს ცნობას. გამოცემა იმოწმებს რიდ-იმ-ინკრაისის პროკურატურას. ცნობის თანახმად, რუსეთის ხსენებულ მოქალაქეს ტერაქტი უნდა მოეწყო 11 დეკემბერს, მალევე მას მერე, რაც ვადამდე ადრე გათავისუფლდებოდა კოლონიიდან, სადაც სასჯელს იხდიდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა გადაბირებისთვის. 2017 წლის ივლისში მიუსაჯა ვენის სასამართლომ მაგომედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარლ ჰარცელის თქმით, გრძელდება ჯადოსნური საერთო ნიადაგის ძებნა პოზიციების დასაახლოებლად

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, გრძელდება ფიქრი იმისთვის, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები დაახლოვდეს, ეს განცხადება მან ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი სიტყვებით, ოპოზიციურ პარტიებთან დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმის გაგებას, რჩება თუ არა ძალაში მოლაპარაკების ყველა ის საკითხი, რასაც აქამდე აყენებდნენ. „დღევანდელი საღამოს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა მხარის ამბიცია და საერთო პლატფორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისაშვილი ჟურნალისტებს: ვიტანჯები გულწრფელად, ვიცი რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ჯერჯერობით ღიად კიდევ არ შეიძლება იმ დეტალებზე საუბარი, რომელიც ოპოზიციის წინადადებებში გაიწერა და "ქართული ოცნებისთვის" გასაცნობად წერილობითი სახით გადაეცათ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს. „მართლა ვიტანჯები გულწრფელად მეც, ვიცი რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ ასე გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ“, - უთხრა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ ჩამოხსნის საარჩევნო სააგიტაციო მასალებს

ხიდები, ხეები, ადმინისტრაციული და კერძო შენობების მესერები, ნაგვის ურნები, ელექტროენერგიის ბოძები -  მოკლედ, ყველა ის ადგილი, სადაც კი ადამიანის ხელი და სპეცტექნიკა მისწვდა, საარჩევნო პლაკატებითა და ბილბორდებით არის აჭრელებული.

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე „გირჩი“ ერთიანია

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის თანაშემწის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ დაბეჭდილი სახით გადასცა საკუთარი პოზიცია დიპლომატებს და „ქართული ოცნებისგან“ ანალოგიურად ელოდება როგორც პასუხს ამ წერილზე, ასევე, მმართველი პარტიის პოზიციას. პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმულ შეკითხვას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „გირჩი“ არ დაუტოვებია და მის ლიდერად რჩება.  მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი პოზიციის შესახებ „გირჩი“ ერთიანია. „პარლამენტში შესვლა-არშესვლა საერთოდ თემა არ არის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამომრჩეველმა მოლაპარაკების საკითხები უნდა გაიგოს

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დადგა დრო, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლის წინაშე გაასაჯაროონ მოლაპარაკებების საკითხები, რომ ამომრჩეველმა იცოდეს რაზეა საუბარი, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო ფასილიტატორებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი სიტყვებით, ელჩებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს ოპოზიციასთან შეჯერებული წინადადებათა პაკეტი, რომელთა ძირითადი კომპონენტები არ შეცვლილა და ეს არის რიგგარეშე არჩევნების თემა. „მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობა ნაყოფია: ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განმარტებით, ფუნდამენტურად ოპოზიციის მოთხოვნებში ცვლილებები არ არის, თუმცა იგი უფრო დაკონკრეტდა და ფასილიტატორებს წერილის სახით გადაეცა: „დეტალებს ვერ გაგიმხელთ იმიტომ, რომ გვაქვს პირობა მიცემული, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ დეტალებზე მედიასთან. ფუნდამენტურად არაფერი არ შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები, რაც იყო დაკავშირებული ახალ არჩევნებთან, რაც იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პატიმრებთან თუ სხვა საკითხებთან, ყველაფერი ძალაში რჩება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს წერილობით გადასცეს ერთიანი შეჯერებული პოზიცია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის თანაშემწის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია. როგორც ბაქრაძე ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკების ფასილიტატორებს ოპოზიციამ წერილობით გადასცა საკუთარი წინადადებები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესახებ. „ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ჩვენი პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაქცინის გამო გაჩენილმა იმედმა პანდემიის „უზარმაზარი და მზარდი“ ზეგავლენა შეარბილა

3 დეკემბერს მსოფლიომ უკან მოიტოვა რთული პერიოდი, როცა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1,5 მილიონს გადააჭარბა და 65 მილიონი ინფიცირებულია, რადგან გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ მომავალი წლიდან ვაქცინა შეძლებს პანდემიის შეჩერებას. მსოფლიოში ბოლო კვირაში ყოველდღიურად აღირიცხა სიკვდილის ათი ათასი შემთხვევა და, სავარაუდოდ, რეალური რიცხვი უფრო დიდია, რადგან ბევრი შემთხვევა არ აღინუსხება. გაეროს გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა მსოფლიო, რომ პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა „უზარმაზარია და იზრდება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორმან დეივისი რუსეთ-პოლონეთის 1920 წლის ომზე

ბრიტანელი ისტორიკოსი ნორმან დეივისი ითვლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპეციალისტად. მისი წიგნები ევროპაზე თუ პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომზე მსოფლიო ბესტსელერები გახლავთ. ჩემთან ინტერვიუში დევისი პოლონეთისა და საბჭოთა რუსეთის ომის შესახებ საუბრობს. მთელი თქვენი კარიერის მანძილზე ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ასწავლიდით აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. როგორ ისწავლება ბრიტანეთში სლავისტიკის ფაკულტეტებზე რუსეთის ისტორია? ბრიტანელებმა უკვე დიდი ხანია, რაც გადაყლაპეს რუსული ხედვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხუსკივაძე-კობალაძის მიმოწერა - რას ამტკიცებს პროკურატურა?

საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. უწყება აქვეყნებს საქმის ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სატელეფონო მიმოწერას. გამოძიების მტკიცებით, ეს მიმოწერა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ. Читать дальше...


Лови летние скидки: до 20% скидка на электронику и комплектующие!

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Пассажир экстренно севшего в Нижнем Новгороде самолета скончался



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Названы самые дорогие ДТП с начала этого года

Наталья Сергунина: Серия голосований «Вот это Москва!» собрала уже более 700 тысяч мнений горожан

Начались съемки драмы «Огненный мальчик» с Оксаной Акиньшиной и Юлией Высоцкой

Сотрудники МЧС локализовали пожар на востоке Москвы

Музыкальные новости

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Сергей Собянин. Главное за день

Новости России

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Достижения врачей Подмосковья в области нейроиммунологии обсудили на конгрессе

Лучших директоров парков Подмосковья наградят 1 июня

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Экология в России и мире

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *