Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 24.12.2020

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 დეკემბერს

პარლამენტმა თითქმის უცვლელი შემადგენლობით მთავრობა დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას, რომელიც თითქმის არ შეცვლილა. გუშინ დარბაზში რეგისტრაცია სულ 85-მა დეპუტატმა გაიარა, ახალ მთავრობა ზუსტად ამდენი ხმით დამტკიცდა. ყველა მათგანი "ქართული ოცნების" დეპუტატია. გიორგი გახარიას კაბინეტის 2021-2024 წლების პროგრამას ჰქვია "ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის". მინისტრთა კაბინეტში კი მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრი გახდა გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი შეცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პატრიარქმა ეკლესიებს მოუწოდა არ შეიძინონ "განზე დამზადებული" სანთლები

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, მოსკოვის ეპარქიაში გამართულ თავის ყოველწლიურ შეხვედრაზე, მოუწოდა სასულიერო პირებსა და დედაქალაქის ეკლესიათა წინამძღვრებს, რომ არ შიძინონ საეკლესიო საჭიროებისათვის „განზე დამზადებული სანთლები“. პატრიარქის თქმით, ასეთია ნებისმიერ სანთელი, რომელიც არ არის დამზადებული საეკლესიო ფაბრიკა „სოფრინოში“. „მოგიწოდებთ, ძმებო, უარი თქვათ მათ შეძენაზე“, - თქვა კირილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „სოფრინო“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში აფეთქება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე რესტორანში

აფეთქება მოხდა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში".  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. დაკეტილი რესტორანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. კორპუსში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. დაახლოებით, 19:00 საათზე აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა. მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

24 დეკემბრიდან სერბეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით

24 დეკემბრიდან სერბეთმა აამოქმედა მასობრივი ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რისთვისაც პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-BioNTech-ის 5000 დოზა პრეპარატი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა და ეპიდემიური კრიზისის მართვის ჯგუფის წევრმა, დარია კისიჩ-ტეპავჩევიჩმა, პირველებმა ჩაიტარეს აცრა, რათა ამით ვაქცინის ეფექტიანობასა და უსაფრთხობაში დაერწმუნებინათ საზოგადოება. ვაქცინაცია თავდაპირველად ჩაუტარდებათ ხანდაზმულ ადამიანებს, სამედიცინო და სოციალური სფეროს წარმომადგენლებს. ყოველთვიურად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძემ ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატები „ნახევრად სერიოზულად" დაახასიათა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თავად თქვა, ოპოზიცია ნახევრად სერიოზულად დაახასიათა: „დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3-პროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით; ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ.  მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა.  მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრი გახდა გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი შეცვალა.

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი ტადეუშ კონდრუსევიჩი ბელარუსში დაბრუნდა

24 დეკემბერს ბელარუსში დაბრუნდა არქიეპისკპოსი ტადეუშ კონდრუსევიჩი, რომელსაც 31 აგვისტოს ბელარუსში შესვლაზე გაურკვეველი მიზეზებით უთხრეს უარი და მას შემდეგ ოთხი თვის განმავლობაში იძულებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ბელარუს კათოლიკეთა წინამძღვარმა განაცხადა, რომ 75 წლის ასაკში ის მოულოდნელად აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, რომელსაც აღიქვამს როგორც „განგების კიდევ ერთ გამოცდას და ჯვარს მის ცხოვრებაში“ . 9 აგვისტოს შემდეგ აგვისტოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, კონდრუსევიჩმა რამდენჯერმე კრიტიკული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა

იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის საქმიანობა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.     „როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა, რა ფორმით დაბრუნდება ვნახოთ", - თქვა პარლამენტში მყოფმა გიორგი გახარიამ. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. მინისტრტა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ინფორმაცია ISFED-ის დირექტორის შესაძლო გადაყენების შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი ელენე ნიჟარაძე აღარ არის. ამის შესახებ "ფორმულას" ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ სართანიამ მიაწოდა ინფორმაცია. "არ ვიცი ვინ გითხრათ, ეს არის თუ არა ბორდის გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის აღარ არის დირექტორი... ამ და სხვა საკითხებზე ხვალ ვისაუბრებთ", - უთხრა ჟურნალისტს სართანიამ. "ფორმულას" ინფორმაციით, ნიჟარაძეს თანამდებობის დატოვება არ უნდა. ცვლილება ასახული არ არის არც საჯარო რეესტრში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თაზიაშვილის 33 დღე. გახელაძის კიდევ ორი თვით გაგრძელებული პატიმრობა

იმ დღით ზარდიაანთკარში პირველად მოთოვა. სამი ჭიქა არაყი ჰქონდა დალეული. შეჰყურებდა თოვლის ფანტელებს და ბავშვობა ახსენდებოდა - მეგობრებთან ერთად გუნდაობა, ციგაობა, თოვლის პაპის კეთება გაყინული თითებით. თვალი მწვანე ღობეებისკენ გააპარა. რუსები არსად ჩანდნენ. ბავშვობის მეგობრები იმ ღობის იქით ცხოვრობენ. ბევრი აღარ უფიქრია, ნაკვეთისკენ წავიდა, ღობეებს გვერდი აუარა და ბაღების გზით ხელჩუაში გადავიდა. ბავშვობის მეგობრის სახლიდან კვამლი ამოდიოდა. კარი შეაღო, პირველთოვლობა მიულოცა და სუფრაც მალე გაიშალა.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას „ბრექსიტის“ შემდეგ

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 24 დეკემებრს მიაღწიეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რამაც წერტილი დაუსვა ხანგრძლივ კამათს ლონდონსა და ბრიუსელს შორის შემდგომში ბიზნესის წარმოების წესების, მათ შორის თევზჭერის უფლების შესახებ, რომელიც ძალაში შევა 31 დეკემბერიდან, ლონდონის მიერ ბლოკის საბოლოოდ დატოვების შემდეგ. შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ სამართლიანი დაშვება საერთო ბაზარზე და თევზჭერის შესახებ პირობების დაბალანსებას, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური შტამი „ევროპული საქართველოს“ სახელით

პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ილაპარაკა პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების’ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. „გვაქვს პოლიტიკურ გამოწვევა ძალიან სერიოზული, პოლიტიკური ვირუსი, „ნაცმოძრაობის“ სახით, რომლის სხვადასხვა შტამი აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიას. ჩვენს შემთხვევაში, მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური შტამი „ევროპული საქართველოს“ სახელით, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიცაში სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ გვქონია, რომ ამის შეკავებას უფრო ადვილად შევძლებთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს ომი სტრასბურგის სასამართლოში - საქართველო რუსეთის დამარცხების მოლოდინში

ოკუპირებული თამარაშენიდან დევნილი დათო ძაძამია დედასთან ერთად დიდი იმედით ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ." თუკი 21 იანვარს სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, გზა სტრასბურგში უკვე დათო ძაძამიას ოჯახის ინდივიდუალურ საჩივარსაც გაეხსნება. რუსეთს საქართველომ ერთხელ უკვე მოუგო სტრასბურგის სასამართლოში. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სახელმწიფოსგან განსხვავებით, ინდივიდუალური წესით მოსარჩელეებმა საკომპენსაციო თანხაც მიიღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას. რეგისტრაცია სულ 85-მა დეპუტატმა გაიარა, ახალ მთავრობა ზუსტად ამდენი ხმით დამტკიცდა. ყველა მათგანი "ქართული ოცნების" დეპუტატია. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა და 2021-2024 წლების პროგრამა: "ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის". "ქართული ოცნების" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი

24 დეკემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სიცოცხლეს გამოასალმა ცნობილი ავღანელი სამოქალაქო აქტივისტი, ფრეშტა კოჰისტანი. ინცინდენტი დილით მოხდა ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კაპისას პროვინციაში, სადაც ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, შეირაღებულმა თავდამსხმელმა მოტოციკლიდან გაუხსნა ცეცხლის ფრეშტა კოჰისტანსა და მის ძმას. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებით ფრეშტას ძმაც დაიღუპა. ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაპარაკი მოლაპარაკებებზე - რატომ დაისვა აფხაზეთში „ქართული საკითხი“

აფხაზეთში გრძელდება პოლემიკა ე. წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ წამოაყენა. როგორ გამოეხმაურა საზოგადოება კონცეფციის ერთ პუნქტს, სადაც თბილისთან  მრავალდონიან მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი? ვესაუბრებით პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასა და საზოგადოების „ინვა-მონაწილეობა“ ხელმძღვანელს, ალხას თხაგუშევს. - ალხას, წლის ბოლოა, პანდემია, ენერგოკრიზისი - რატომ ვაფორიაქებთ ხალხს კიდევ ისეთი რთული საკითხით, როგორიც საგარეო პოლიტიკის კონცეფციაა? ალხას თხაგუშევი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წულუკიანი: თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი - ეს არის  ბატონი ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.  „ტრენდების ნაწილია ისიც, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. არადა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი პარტიული გამოსვლა ამ ნაწილში. დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ცდილობენ პანდემიის დროს გადარჩენას მცირე მეწარმეები ჯოყოლოსა და ალვანში

შოთა ლაგაზიძის ისტორია - სოფელი ალვანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მკვიდრმა შოთა ლაგაზიძემ, რომელსაც მამაპაპისეული კარ-მიდამოს მიტოვება არ სურდა, 2015 წელს მეგობართან ერთად აგრომეურნეობის შენება დაიწყო. მათ ჯერ ვენახი იყიდეს, მერე კი პატარა მარანი ააშენეს. პირველი მოსავლით „ლაგაზის“ მარანში 900 ბოთლი ღვინო დაწურეს, შემდეგ ვენახები გააფართოეს და ყურძნის სახეობებიც დაამატეს. მთავარი მიზანი ქვევრში დამდგარი ნატურალური ღვინის მიღება იყო. “ლაგაზის“ მარანი რქაწითლის, საფერავისა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბექა ოდიშარია კულტურის წლის გამოცხადების იდეით გამოდის

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კულტურის სფეროს პრობლემების შესწავლის შესახებ ილაპარაკა. გარდა ამისა, კულტურის წლის გამოცხადების იდეით გამოდის. „იქნებ გამოვიყენოთ, მოვსინჯოთ და გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრის მერე პირველი დიასპორული ბიზნესფორუმი, მით უმეტეს, მოკლებული ვართ და ალბათ ამ მაისის თვეშიც ვერ ჩავატარებთ ყოველწლიურ დიასპორულ კონფერენციას. ერთი სიტყვით, ეს როგორც დიასპორის კომიტეტის წარმომადგენელმა ვბრძანე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს პარტიების დაფინანსების შეწყვეტის ცვლილებები

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში. ვრცელ განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი აქვეყნებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტუნისის სანაპიროსთან 20 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ტუნისის ხელისუფლების ცნობით 24 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მაშველებმა იპოვეს 20 მიგრანტის სხეული. ხუთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, მათი ნავი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ევროპისკენ გადაჰყავდა, ზღვაში ჩაიძირა. ტუნისის სანაპირო დაცვის ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 20 მიგრანტი. დაღუპულთა უმრავლესობა სუბსაჰარული აფრიკის წარმომადგენელი აღმოჩნდა. ნავზე იმყოფებოდა 40-50 მიგრანტი, რომლებიც იტალიისაკენ მიეშურებოდნენ. ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსის მახლობლად მდებარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მანქანებისთვის BUS Lane-ზე მოძრაობა დაშვებულია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ერთი კვირის განმავლობაში, ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის ქუჩებში, BUS Lane-ზე მოძრაობა დაშვებული იქნება. უწყებაში განმარტავენ, რომ საჯარიმო ქვითრები არ გამოიწერება. "გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი... აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს", - აღნიშნავენ მერიაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ცოლ-ქმარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატისათვის

კალინინგრადის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ სცნო და ხანგრძლივი პატიმრობდა მიუსაჯა ფონდ გორჩაკოვის ექსპერტ ანტონინა ზიმინასა და მის ქმარს, კონსტანტი ანტონეცს. ცოლ-ქმარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ზიმინასა და ანტონეცის ქორწილის ვიდეოჩანწერში აღმოჩნდა ერთ-ერთი სტუმარი, ეფესბეს თანამშრომელი. დაცვა ამტკიცებს, რომ იგი მთვრალი იყო და თავად ყვებოდა სპეცსამსახურში მუშაობის შესახებ. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ცოლ-ქმარმა ლატვიის დაზვერვას საიდუმლო ცნობები გადასცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხუნდაძე: ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები რომლებთან მუშაობაც საინტერესოა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციასთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა. „სამუშაოსთვის საკმარისი დროა, ჩვენ გვაქვს კიდევ ოთხი წელი. სასურველია, რა თქმა უნდა, ეს ოთხი წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ, თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამტრედიაში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავეს

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელობაში ბრალდებული კი მიიმალა. ბრალდებული 47 წლის კაცია, გარდაცვლილი კი 32 წლის ქალი. "სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის... Читать дальше...


Суд оштрафовал предприятие «Интерфин» на 100 тысяч рублей

Автомобиль сбил подростка на электросамокате на юго-западе Москвы

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

Лето удовольствий в Mango House Seychelles



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

Остался месяц до завершения приема заявок на премию «Экспортер года»

В компании «Олимпситистрой», связанной с делом арестованного экс-замминистра обороны, появились новые вакансии

Автомобиль сбил подростка на электросамокате на юго-западе Москвы

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Полина Максимова стала новым амбассадором подписки Газпром Бонус

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

Суд оштрафовал предприятие «Интерфин» на 100 тысяч рублей

Путин в Кремле проводит рабочую встречу с главой Ингушетии Калиматовым

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Объявлены победители всероссийского соревнования по искусственному интеллекту

Экология в России и мире

Gucci, коллекция Resort 2025

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

На закате.

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Российские туристы назвали города, где лучше путешествовать в одиночестве







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *