Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 10.12.2020

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მოხდა მიწისძვრა

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 22:53 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ბორჯომთან. მიწისძვრის სიდიდემ შეადგინა 3.1 მაგნიტუდა (ML).

Radiotavisupleba.ge 

პროტესტის ნიშნად ცხინვალის ტელევიზია ჟურნალისტმა დატოვა

ჟურნალისტმა ალან თიბილოვმა, პროტესტის ნიშნად დატოვა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო ტელევიზია. მან ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თიბილოვის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ მედიაორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ აშუქებს. „მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელსაც მეგობრები და ნაცნობები ხშირად მისვამენ. რატომ არ არის რეპორტაჟი იმ მოედნიდან, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს? ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის სწორი, Რა თქმა უნდა, ჟურნალისტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

51-ე რაუნდი - დისკუსია ჩაკეტილ წრეზე

10-11 დეკემბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ჟენევაში გაიმართება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მომლაპარაკებლები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. უკვე ცნობილია, თუ რა საკითხებს დააყენებენ ჟენევაში მხარეები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებები: მთავარი ხარვეზები 2020 წლის საქართველოში

2020 წელს, საქართველოსა და მსოფლიოში მთავარი გამოწვევა COVID 19 იყო. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხელი შეუწყო სიღარიბის გაზრდას, უთანასწორობისა გაღრმავებას. საქართველოში, ჯანდაცვის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების ფონზე, მედიასა თუ უფლებადამცველების ანგარიშებში არაერთი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი მოხვდა.  10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 72 წლის წინ, 1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი გამოვიდა წინადადებით, სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ექვსი ქვეყნის პლატფორმა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიძლება შეიქმნას „ექვსთა პლატფორმა“ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს საკითხი დაისვა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას. „დღეს ჩემს ძმასთან ერთად ვისაუბრეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ექვსი ქვეყნის მონაწილეობით - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, - ერევნის, სომხეთისა. ეს კარგი თანამშრომლობა იქნებოდა რეგიონის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გირაოთი გაათავისუფლეს ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს. როგორც რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, გირაოს თანხა შეადგენს 10 000-10 000 ლარს. გათავისუფლების შემდეგ აკაკი კობალაძემ თქვა: „გაკვირვებული ვარ. დილით სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჩვენი თანხმობის გარეშე, „ზუმ“-ის პროგრამით და ე.წ. ვიდეოთვალით. გათავისუფლება ერთი პროცენტით არ დამიშვია. ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაკავება იყო „მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები“ რომ არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მილიციელებმა აქციასთან მისასვლელი გზა გახსნეს ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალის ცენტრში ადგილობრივმა „სამართალდამცავებმა" ის შეზღუდვები მოხსნეს, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას შეეხებოდა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ მოედანზე მისასვლელი გზები, იქ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო ჩაკეტა და ამით როგორც იქვე ახლოს მცხოვრებლებს, ასევე მძღოლებს არაერთი პრობლემა შეუქმნა. ერთი კვირაა ცხინვალის თეატრალურ მოედანზე უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, ძალოვნების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. აქციების დაწყებისთანავე „ომონის“ და მილიციის თანამშრომლებმა პერიმეტრი შემოსაზღვრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ლიგის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ გახდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი „დინამო თბილისის“ ტრიუმფით დასრულდა. ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „დინამოარენაზე“, ანგარიშით 3:0 მოუგო თბილისის „მერანს“, 18 თამაშში 40 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს - ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით გაუსწრო. მესამე საპრიზო ადგილი გორის „დილამ“ დაიკავა, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში უმთავრეს კონკურენტს - თბილისის „ლოკომოტივს“ სტუმრად აჯობა (2:1). 2021 წლის ზაფხულში, ევროტურნირებში საქართველოდან ოთხი გუნდი ჩაებმება. „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიბანში ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და სამ მინისტრს ბრალი წაუყენეს ბეირუთში მომხდარ დამანგრეველ აფეთქებასთან დაკავშირებით

ბეირუთის პორტში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების მთავარმა ლიბანელმა გამომძიებელმა ბრალდება წაუყენა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს და სამ ყოფილ მინისტრს. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. მოსამართლე ფადი სავანმა 10 დეკემბერს წაუყენა ბრალდება ჰასან დიაბს, ფინანსთა მინისტრ ალი ჰასან ხალილს, ასევე ორ სხვა მინისტრს, ღაზი ზეიტერსა და იუსეფ ფენიანოსს. ოთხივეს ბრალდება დაუდევრობა, რომელსაც 4 აგვისტოს მოჰყვა აფეთქება ბეირუთის პორტში. აფეთქების შედეგად დაინგრა ლიბანის დედაქალაქის დიდი ნაწილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტის პირველი სხდომა - ვინ, სად და რას გააკეთებს 11 დეკემბერს?

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა. პარლამენტის დარბაზში არ იქნებიან  „ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაბრაზებული ოპოზიციონერები. ისინი 11 დეკემბერს, მანდატებზე უარის სათქმელად ცალკე შეიკრიბებიან. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“. როგორი იქნება 11 დეკემბერი „ქართული ოცნებისთვის“ და ოპოზიციური პარტიებისთვის? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსი" უარს აცხადებს მანდატებზე და აპირებს პარტიული სიის გაბათილებას

პარლამენტში შესვლას არ აპირებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". როგორც პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ ოპოზიციას პირველებმა მოუწოდეს სიების გაბათილებისკენ. პარტია, ასევე, უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.  „ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური, „პატრიოტთა ალიანსმა" პირველმა მოუწოდა პარტიებს, რომ სიები გაებათილებინათ. ჩვენ ყველას განცხადება წარვუდგინეთ ოპოზიციას, სიაში 132 ადამიანი გვყავს და ყველა მათგანის. ოპოზიციამ ეს ვერ გააკეთა. გრძელი წესი აირჩია ოპოზიციამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Amnesty International-ი ბაქოსა და ერევნისგან მოითხოვს სამხედრო დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებას

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაატარონ გამოძიება სამხედრო დანაშაულების თაობაზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ორივე მხარემ ჩაიდინა მთიანი ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა შეისწავლა 22 ვიდეო, რომლებშიც ასახულია „გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის, სამხედრო ტყვეთა და სხვა დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და მოწინააღმდეგის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი 20 დეკემბერს საზღვრებს ჩაკეტავს. ოპოზიციის თქმით, მინსკი COVID-19-ს საბაბად იყენებს

ბელარუსი 20 დეკემბრისთვის რამდენიმე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს შეამცირებს ხალხის მიმოსვლას პერიოდში, როცა ქვეყანა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკანშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებითაა მოცული. 10 დეკემბერს იურიდიული ინფორმაციის ეროვნულმა საინტერნეტო პორტალმა გამოაქვეყნა მანამდე მთავრობის მიერ მიღებული რეზოლუცია ზომების შესახებ, რომლებშიც ასევე შედის ბელარუსელებისთვის მოგზაურობის აკრძალვა გარდა სამსახურებრივი და სასწავლო მიზნებისა. რეზოლუცია გამოქვეყნებიდან ათ დღეში შედის ძალაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ახალციხეში 65 წლის ექიმი გარდაიცვალა

ნინა მერაბიშვილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფტიზიატრად მუშაობდა. კოლეგების თქმით,  მას COVID- 19 დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. იმის გამო რომ დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, ექიმი შინ მკურნალობდა.  მედიკოსების თქმით, ნინა მერაბიშვილის მდგომარეობა ინფარქტმა დაამძიმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული ექიმი 24 ნოემბერს კლინიკა "იმედში" შეიყვანა, საიდანაც მომდევნო დღეს თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს. ახალციხელი მედიკოსი დღეს, 10 დეკემბერს გარდაიცვალა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი იქნება

მე-10 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტში პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება და მას ოფიციალურად დაამტკიცებენ. "დღეს გაიმართა საბოლოო კონსულტაციები პარტიაში და მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში და მიღებული იქნა შემდეგი გდაწყვეტილებები", - თქვა მან. ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იმ დრომდე იყო, სანამ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე ისევ აცხადებს, რომ პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და უმრავლესობის მომავალი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ისევ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც წინ უსწრებდა ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილის ბრიფინგი პარლამენტში არშესვლის შესახებ. "პირველი რიგში, კითხვაზე - "რომ იყოს ერთპარტიული პარლამენტი" - პასუხი არის, რომ არ იქნება... ორივე შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას ექნება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რაც არის კონსტიტუციაში გაწერილი", - განაცხადა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოშლილი საკანალიზაციო სისტემები კახეთში - რატომ არ გვარდება ათწლეულების პრობლემა

კახეთის რეგიონში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით უმეტესწილად მხოლოდ ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს, მაგრამ ყველა არა. არის უბნები, სადაც კანალიზაცია არასდროს ყოფილა, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც სისტემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს. დაზიანებული კოლექტორებიდან ფეკალური მასები ქუჩებში იღვრება, ზოგან სახლებშიც ამოდის.  მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვერ მიაკვლიეს უწყებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. რეგიონში საკანალიზაციო სისტემები საბჭოთა მმართველობის დროს რომ გაიყვანეს, მას შემდეგ თითქმის არც შეცლილა და არც ახალი დამატებია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია საპარლამენტო თანამდებობებს როგორ გაინაწილებს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას გააცნო პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი; ვიცე-სპიკერი - კახა კუჭავა; ვიცე-სპიკერი - დავით სერგეენო; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე. კობახიძემ, აგრეთვე, დაასახელა კომიტეტების მომავალი თავმჯდომარეები: იურიდიულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექთნები ომში: სანამ ყველა დაეცემა

საავადმყოფოში ყოფნის დაახლოებით მეხუთე დღეს, დედაჩემმა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ კოვიდ 19 დაუდასტურდა, მითხრა, ექთნები პაციენტებისთვის გადასხმის სისტემის დაყენებას ვეღარ აუდიან და დახმარებას სთხოვენ კოვიდით დაავადებულ სხვა ექთნებს, რომლებიც ჩვენს გვერდით წვანანო. იმ განყოფილებაში მაშინ 40 პაციენტი იწვა - მათზე ზრუნვა კი 3 ექთანს ევალებოდა. მათი ხელფასი დაახლოებით 300 ლარია - ზოგის უფრო ნაკლები, ზოგის ოდნავ მეტი. თუ ექთნების და მათი დამხმარე სანიტრების სამუშაო და შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალყაშემორტყმული აქცია ცხინვალში. ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონში

ერთი კვირაა, ცხინვალში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ნათესავების მიერ არის ორგანიზებული.

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის დასათმობად ყველა პროცედურის გავლას აპირებს

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მიუხედავად ამისა, როგორც მან „რუსთავი 2“-ს უთხრა, ყველა პროცედურას გაივლის საპარლამენტო მანდატის დასათმობად. „არა, მასეთ ღონისძიებებზე უკვე სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი. მესმის რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ მე რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნო და პარლამენტში არ შევიდე, ყველა პროცედურას გავივლი ჩემით. თვითონ იმ ცერემონიალზე არ ვიქნები," - თქვა ჯაფარიძემ და დაამატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: "დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა"

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ირონიულად საუბრობს არჩევნების გაყალბების „აღიარებაზე“ და მისი თქმით ნონსენსს აღწერს. „მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა”, - წერს ირაკლი კობახიძე და ხაზს უსვამს ისეთი პლებისციტის ჩატარების საჭიროებას, რომელმაც უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. -„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ლელო" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ცესკოდან სიას გამოიწვევს

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა. "ახლა გვაქვს მოცემულობა, მხოლოდ ერთი პარტია აღიარებს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს - ეს არის "ქართული ოცნება", დანარჩენი, ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ის ჩატარდა დიდი დარღვევებით. ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდეგი არჩევნებზეც ანალოგიურ დარღვევებს მივიღებთ. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება გამოვიწვიოთ სია და უარი ვთქვათ მანდატებზე"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი. ის იყო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ევროპის ყველა საკლუბო ტურნირების გამარჯვებული. როგორც იტალიური პრესა იტყობინება, როსი ოთხშაბათს გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. ცნობაში ნათქვამია, რომ მას უკურნებელი სენი სჭირდა. როსი იტალიის გუნდების „იუვენტუსის“, „ვიჩენცის“, „მილანის“, „პერუჯისა“ და „ვერონის“ თავდამსხმელი იყო, 340 მატჩი ითამაშა და 134 გოლი გაიტანა. 1979 წელს, როცა ის „პერუჯაში“ თამაშობდა, როსი რამდენიმე თვით ციხეში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგია აღმაშენებელი" მანდატებზე უარს იტყვის და საპარლამენტო სიებს "ჩახსნის"

​"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის და საპარლამენტო სიებს "ჩახსნის". ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა. "ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა გუნდში და რაღა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ბოიკოტს", - თქვა მან და დასძინა, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები გრძელდება. პარტია პარლამენტში 4 მანდატით იყო წარმოდგენილი. Читать дальше...


Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Музыкальные новости

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Новости России

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Экология в России и мире

Глава Реутова проверил содержание территории города

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Девятый вал...

Лето в урочище Кокоря

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *