Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2020

Новости за 22.12.2020

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ დააპატიმრა ბელარუსის პრესკლუბის თავმჯდომარე, გაჩხრიკეს ოფისები და ბინები

ბელარუსის პოლიციამ მინსკში დააპატიმრა ბელარუსის პრესკლუბის თავმჯდომარე, იულია სლუცკაია. ხელისუფლებამ გაჩხრიკა დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაციის ოფისები და ზოგიერთი წევრის ბინები. სლუცკაიას ნათესავებმა 22 დეკემბერს განაცხადეს, რომ ის დააპატიმრეს, როცა ბელარუსში დაბრუნდა უცხოეთიდან, სადაც ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთა გაატარა არდადეგები. მათი თქმით, არ იციან სლუცკაიას ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. ამასობაში ბელარუსის პრესკლუბის პროგრამების დირექტორმა, ალა შარკომ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას შეატყობინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ მიშა მესხი და ბორია ფირცხელიანი 

ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო დღეს, 22 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ. „ქართული ოცნების" პარტიული სიით წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები გახდნენ მიშა მესხის და ბორია ფირცხელიანი. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ახალ წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიშა მესხი და ბორია ფირცხელიანი ბექა დავითულიანის და ირაკლი ზარქუას ადგილმონაცვლეები არიან. მათ პარლამენტში არჩევის შემდეგ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ქვიშის თამაშები ორი წლით გადაიდო

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშები 2023 წლის 24-30 სექტემბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია არათუ მასპინძელი ქალაქის, არამედ კანდიდატების ვინაობაც. მასპინძლობის მსურველმა ქვეყნებმა ANOC-ს სპეციალური განცხადებით მომავალი წლის ზაფხულიდან უნდა მიმართონ. წინასწარი გეგმით, მსოფლიოს ქვიშის თამაშები 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ერთი წლით გადადების გამო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ ორწლიანი ციკლის ჩაგდება გადაწყვიტა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გომელაური ბადრი ესებუას შესახებ: სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ

ძებნილ ბადრი ესებუას შესახებ ილაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა. როგორც ის ამბობს, ესებუას აუცილებილად დააკავებენ. „საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილები. გვყავს 2006 წელს, რომ ჩაიდინეს დანაშაული და დღესაც არ არის დაჭერილი. უკვირს ხოლმე, ასევ ვთქვათ, ოპოზიციას, რა ხდება? რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის გამოძიებამ ეფესბე დაცინვის საგნად აქცია

ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ მასზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთში. 22 დეკემბრიდან მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გრძელდებოდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები. ყველაზე დიდი ხმაური მოჰყვა ცნობილი რეჟისორის, ვიტალი მანსკის, უჩვეულო პროტესტს ლუბიანკაზე, რუსეთის ეფესბეს შენობის წინ. რეჟისორმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან ლურჯი ტრუსები მიიტანა. ნავალნის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნებართვის მიუხედავად, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი შესაძლოა არ გაიხსნას

ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ ადმინისტრაციას  24 დეკემბრიდან მუშაობის განახლების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

Radiotavisupleba.ge 

კახეთში ე. წ. ჭკვიანი კამერების ნაწილი ჩაირთო - ვინ რა მიზეზით ჯარიმდება

უკვე რამდენიმე დღეა, კახეთში ზოგ ადგილზე მუშაობა დაიწყო საავტომობილო გზებზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა, რომლებიც ე. წ. ჭკვიანი კამერების სახელით არის ცნობილი.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქრის მილერი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქრის მილერი ავღანეთის ხელისუფლებას შეხვდა თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. პენტაგონმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მილერის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. მილერმა პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან გამართა მოლაპარაკებები ავღანეთის არმიისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამაზე. ის ასევე შეხვდა ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურს, გენერალ სკოტ მილერს. მათი საუბარი ეხებოდა კონტრტერორიზმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი მირიან თაზიაშვილი დღეს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს იგი ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიაანთკარის მოსაზღვრე ოსურ სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მისი გათავისუფლება ერთ თვეში მოხერხდა. მირიან თაზიაშვილი გათავისუფლების შემდეგ გამოკითხვაზე შიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

FIFA-მ სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს

FIFA-მ ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა ციურიხის მუზეუმის პროექტთან დაკავშირებით. 84 წლის ბლატერის წინააღმდეგ ეს უკანასკნელი საჩივარია ფინანსური დარღვევების თაობაზე. საჩივარი ციურიხის კანტონალურ პროკურორს გაეგზავნა მას შემდეგ, რაც „ცნობილი გახდა ამ პროექტთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული დარღვევის შესახებ, რომლებიც სერიოზულ ეჭვებს ბადებს სისხლის სამართლის დარღვევების თაობაზე სხვადასხვა ოფიციალური პირისა და კომპანიის მხრიდან, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული,“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გომელაურის თქმით, ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკანონო მიგრაციის შესახებ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური. მას მიაჩნია, რომ ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რთული თემაა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შეჩერებულია. ახლა არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, გადასახედი იქნება სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იქნება სამუშაო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რა პრობლემაა, შენ ძმა ხარ" -  როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი შევჩენკო სტუმრად საქართველოში  

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრობლემას ვერ ხედავენ, რომ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად საქართველოში შემოუშვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები 22 დეკემბერს განმარტავდნენ, რომ უსაფუძვლო ხმაური ოპოზიციის ატეხილია და რომ სოხუმსა და ცხინვალში არაერთგზის უკანონოდ ნამყოფი შევჩენკო პუტინის მოწინააღმდეგე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა. რა მისიით ჩამოვიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ საბანკო ბარათ "აფრას" საკითხს საგარეო უწყება ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ბანკების მიერ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების საკითხს. მისი განცხადებით, სინამდვილეში, ბარათი „აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჩეჩენ ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს 1995 წელს ბუდიონოვსკში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით

რუსეთის სასამართლომ ჩეჩენ ასლან დაუდოვს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა 1995 წელს ბუდიონოვსკში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით, რაც შემოტრიალების წერტილი იყო ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. 22 დეკემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ დონის როსტოვში დაუდოვი დამნაშავედ ცნო ბანდიტიზმში, გატაცებაში, ტერორიზმსა და განზრახ მკვლელობაში. 1995 წლის 14 ივნისს ჩეჩენი სეპარატისტების ჯგუფმა იერიში მიიტანა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებასა და სამთავრობო შენობებზე ბუდიონოვსკში და 1500-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა შესაძლოა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმას მოიცავს. როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, იდეა ისაა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მისი მონაცემებით, ეს დაახლოებით 7-8 ათასამდე სავალდებულო მოსამსახურეს გულისხმობს, რომლის მისაღებად დღეს თავდაცვის სამინისტროს სისტემა არ არის მზად. „რეალურად თუ დავიწყებთ პროცესს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერევნის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგს მართავს „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელიც მოითხოვს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას. მანამდე ოპოზიციამ განაცხადა, რომ 22 დეკემბერი მის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა გამოაცხადა. პარტია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა გეღამ მანუკიანმა განაცხადა, რომ მათ შეუერთდა ადვოკატების ჯგუფი. პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლის, ნაირა ზოჰრაბიანის თქმით, დღეიდან დაუმორჩილებლობის ყოველდღიურ აქციებს გამართავენ, სანამ ფაშინიანი არ გადადგება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს გეგმავს საბრძოლო „დრონების“ შეძენას

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ის ამბობს, რომ იგეგმება „დრონების" შეძენა. „2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანდემია და რელიგია - აღსარება მესენჯერით, წირვა ინტერნეტით, უარი საერთო კრიალოსანზე 

ახალი კორონავირუსის გამო რელიგიური კონფესიების ნაწილმა ტაძრები დახურა, სხვები ონლაინწირვებზე გადავიდნენ, ზოგან კი პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანცია გახდა საჭირო - რელიგიურ კონფესიებს პანდემიის გამო ღვთისმსახურების საუკუნოვანი რიტუალების შეცვლა უწევთ. მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ყოველ შაბათ-კვირას ასამდე ადამიანი იყრის თავს, დღესასწაულებზე კი გაცილებით მეტი. მრევლის დიდი ნაწილი ასაკოვანია. მორწმუნე ემთხვევა ხატებს, ესაუბრება მოძღვარს, ეზიარება საერთო ბარძიმიდან, ზიარების შემდეგ კი იღებს სიტკბოებას (წყალში გახსნილი ღვინო)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქეთევან კრიალაშვილი - "ლოკდაუნი არ არის პანაცეა და გადარჩენის გზა, რადგან პანდემია ხვალ და ზეგ არ დასრულდება"

"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის გაჩერება არ არის გამოსავალი: "ბიზნესის უკან დგანან დასაქმებულები, დგას სახელმწიფო, რომელმაც ამ ბიზნესებიდან გადასახადები უნდა მიიღოს. ეს გადასახადები საჭიროა პანდემიასთან საბრძოლველადაც":

Radiotavisupleba.ge 

აკაკი ზოიძე - "შევეცადოთ, სადაც გავაკონტროლებთ ადამიანების ნაკადებს, მხოლოდ ის შეზღუდვები მოვხსნათ"

აკაკი ზოიძე "დილის საუბრებში" შეზღუდვების ეფექტიანობის სამ ფაქტორს ჩამოთვლის: "ერთი - შემოიტანო სწორი, ოპტიმალური რეგულაცია, მეორე -საზოგადოება დააჯერო, რომ ამ რეგულაციას მიყვეს და მესამე - განახორციელო ოპტიმალური კონტროლი აღსრულებაზე. ამ სამი კომპონენტიდან ძალიან სუსტები ვართ მეორეში და მესამეში":

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი „ბელარუსში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის“ შესახებ. ის პრეზიდენტს დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად, კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ გაყალბებულად მიიჩნევს, ასევე საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. მანამდე კანონპროექტი მოიწონა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. ის წარადგინა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ქრისტოფერ სმითმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა პოლ უილენმა BBC-ს მოუთხრო რუსეთის ციხეში თავისი მდგომარეობა

აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობისთვის არის გასამართლებული, BBC-ს უთხრა თავისი „ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობის“ შესახებ, როცა ის ემზადება, რუსეთის შრომა-გასწორების კოლონიაში გაატაროს შობა მკვლელებისა და ქურდების გარემოცვაში. „დილით ვდგები და ვცდილობ, რაც შეიძლება დადებითად ვიყო განწყობილი,“ უთხრა პოლ უილენმა BBC-ს ნომერი 17 კოლონიიდან, რომელიც მორდოვეთში, მოსკოვიდან 350 კილომეტრზე მდებარეობს. ეს 50 წლის უილენის პირველი დეტალური ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ის 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: მსუბუქ კოვიდპაციენტზე დანახარჯი 1200 ლარია, მძიმეზე 3000-ზე მეტი

კოვიდ-19-ით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს 1200, ხოლო მძიმე პაციენტის მკურნალობა 3000 ლარზე მეტი უჯდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კოვიდ-19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 236 მილიონ 440 ათას ლარს და იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს. „ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების გამოძიებით, ნაზარბაევის ნათესავებმა 785 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს ექვს ქვეყანაში

რადიო თავისუფლების გამოძიებით გაირკვა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ნათესავებმა დაახლოებით, 785 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს, სულ მცირე, ექვს სახელმწიფოში 20 წლის განმავლობაში. გამოძიების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა 22 დეკემბერს, არ ასახავს სრულად იმ ინვესტიციებს, რომლებიც უძრავ ქონებაში ჩადეს ნაზარბაევის შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა თუ ყაზახეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა, მაგრამ ამ ინვესტიციების დოკუმენტირების და შეფასების პირველი მცდელობაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მაგთიკომი" შეფერხებით მუშაობს

"მაგთიკომი" შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაშიც. კომპანიის აბონენტების ნაწილი ვერ ახერხებს დარეკვასა და ვერ სარგებლობს ინტერნეტით. ასევე, შეუძლებელია "მაგთის" აბონენტებთან დაკავშირება. "მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები, რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნავენ კომპანიაში.


Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Протоиерей из Москвы рассказал о чуде на СВО и перепутал китайца с якутом

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Врач Перфильева: межреберная невралгия отличается от инфаркта точечной болью

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Музыкальные новости

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Новости России

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *